საზოგადოება მსოფლიოში ყველაზე მაღალი გოგონა და მისი რჩეული 2022, 10 თებერვალი, 10:02 მსოფლიოში ყველაზე მაღალი გოგონა მოზარდია – 17 წლის ელისანი-და-კრუს-სილვა. მისი სიმაღლე 2, 03 მეტრია. ის სალინოპოლისში (ბრაზილია) ცხოვრობს და ხვდება 22 წლის ბიჭს ფრანსინალდო-და-სილვას, რომლის სიმაღლე 1, 63 მეტრია. ელისანი გიგანტობის ერთგვარი ფორმითაა დაავადებული, რომელიც ჰიპოფიზის სიმსივნის შედეგად გაუჩნდა. ექიმებმა მოაშორეს სიმსივნე, მაგრამ გოგონა, თავისი 17 წლის ასაკში, სიმაღლეში ნებისმიერ კალათბურთელს მისცემს ფორას. ელისანს მოდელობა სურს. თავის ბოიფრენდზე ამბობს: "მე მომხიბლა მისმა პიროვნებამ, თუ როგორ ურთიერთობს ის ადამიანებთან, და როგორ მეპყრობა მე. მხოლოდ ის მეუხერხულება, რომ როცა ხელიხელჩაკიდებული მივდივართ, ხალხს ჩემი უმცროსი ძმა ან შვილი ჰგონიათ. მაგრამ ის მე არ ამირჩევია, ღმერთმა აარჩია ჩემთვის."
ელისანის რჩეული, ფრანსინალდო, მშენებლობაზე მუშაობს. ის ამბობს, რომ მეგობრები ხშირად ეკითხებიან, როგორ ეფერება შეყვარებულს, რაზეც პასუხობს, რომ "სიყვარულისთვის წინააღმდეგობები არ არსებობს. ის საოცარი ადამიანია. კი ის მაღალია, მაგრამ ძალიან კარგია, მას ლამაზი სახე აქვს. მის გვერდით თავს მშვიდად ვგრძნობ. ჩემთვის სულერთია, რას ფიქრობენ სხვები".
ელისანი ვერ ჯდებოდა სკოლის ავტობუსში, მერე კი საერთოდაც დაანება თავი სკოლაში სიარულს (დაცინვების გამო). "სახლში ხანდახან, როცა სხვა რამეზე ვერთობი, მავიწყდება ჩემი სიმაღლე და თავს ჭერს ვარტყავ." ელისანი პატარა სახლში ცხოვრობს დედასთან ანასთან, დებთან მარია და სილვასთან, და მამინაცვალთან ლუის ხორხესთან ერთად.
"მე მინდა, რომ ის ჩვეულებრივი გოგონა ოყოს, -ამბობს დედამისი-ვიცი, რომ ხანდახან უხერხულად არის, და სურს ისეთი იყოს, როგორც ყველა." სწრაფი ზრდის გამო გოგონას ხშირი თავის და კიდურების ტკივილები აქვს. იხილეთ სხვა სტატიები:ადამ რაინერი: თავისი ცხოვრების მანძილზე ჯუჯადაც მოასწრო ყოფნა და გოლიათადაც ლეგენდა ქრონოვიზორზე (დროის მანქანაზე), რომელიც ვატიკანში ინახება რატომ არ უნდა გამოვიყენოთ "ოქეი"-ს ჟესტი თურქეთში, თვალის ჩაკვრა ინდოეთში და სხვ. ორწილები, სადაც ნამდვილად არ მოისურვებდით მისვლას პრინცესა დაიანას იშვიათი ფოტოები და მასთან დაკავშირებული უჩვეულო ისტორიები რატომ ცვლიან ჩუქჩები ცოლებს ერთმანეთში (ვიდეოც) ელიზაბეთ ტეილორის 8 საქორწინო კაბა და 7 ქმარი ტაილანდელმა ბერმა თვითნაკეთი გილიოტინით, მიმდევრების თვალწინ, თავი მოიკვეთა ცენტრი, სადაც მამაკაცებს ფეხმძიმობის და მშობიარობის ყველა სირთულეების გამოცდას სთავაზობენ ცნობილი ადამიანების ყველაზე უცნაური ანდერძები როგორ გამოიყურებოდნენ ცნობილი ადამიანები იმიჯის შეცვლამდე 957 4-ს მოსწონს
|