x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134374
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508451
ცნობილი ადამიანების ყველაზე უცნაური ანდერძები

image

ვარსკვლავები ორიგინალური აზროვნებით გამოირჩევიან: ეს შესამჩნევია არა მხოლოდ მათ შემოქმედებაში, არამედ მათი სიკვდილის შემდგომაც მჟღავნდება. გგონიათ, კატა მემკვიდრე და ვისკის ბოთლი კუბოში–სულ ეს არის, რასაც სელებრითების ფანტაზია გასწვდება? დღეს მათი ანდერძების არაორდინალურ, უცნაურ და შიშისმომგვრელ ზოგიერთ პუნქტს გაგაცნობთ.

1. ალენ დელონი.

ქალების გულთამპყრობელს, ალენ დელონს უყვარს ცხოველები, განსაკუთრებით ძაღლები. მამულში, სადაც მსახიობი თავის ოთხფეხა მეგობრებთან ერთად ცხოვრობს (8 ჰყავს), არის სასაფლაო, სადაც მისი 35 ოთხფეხა მეგობარია დაკრძალული. 85 წლის დელონმა თავის ანდერძში ისურვა, რომ დაკრძალულ იქნას თავისი ბაღის სასაფლაოზე, მათ გვერდით, ვინც მისთვის მართლაც ძალიან ახლობელი იყო. მან უკვე მიიღო ნებართვა ადგილობრივი ხელისუფლებისგან.

image


2. ელიზაბეთ ტეილორი.

კინოდივა, ელიზაბეთ ტეილორი, ყოველთვის დიდ ყურედღებას აქცევდა წვრილმანებს. თავის ანდერძში მან ცალკე პუნქტად გამოჰყო დაკრძალვის ცერემონიის დაწყების აუცილებლობა დათქმულ დროზე 15 წუთით გვიან. მსახიობი ხშირად ყველგან აგვიანებდა და საკუთარი დაკრძალვა რომ არ გამორჩენოდა, ისურვა, რომ გამოთხოვების ცერემონია მოგვიანებით დაწყებულიყო. ვერაფერს იტყვი, საოცარი იუმორის გრძნობაა.

image


3. ფრედი მერკური.

როკ-მუსიკოსის, ფრედი მერკურის ცხოვრება გამოცანებით იყო აღსავსე. არც ანდერძი იყო გამონაკლისი. არტისტმა ისურვა, რომ თავისი დაკრძალვის ადგილი საიდუმლოდ დარჩენილიყო, ამასთან ყველასთვის, მშობლების ჩათვლით. თავისი მემკვიდრეობის ძირითადი ნაწილი, მათ შორის ლეგენდარული სახლი, მუსიკოსმა "ცხოვრების სიყვარულს", მერი ოსტინს და საყვარელ კატებს დაუტოვა.

image


4. მარლონ ბრანდო.

მარლონ ბრანდო თავის დაკრძალვისთვის წინასწარ ემზადებოდა. ისე მოხდა, რომ ცხოვრების უკანასკნელი წლები იგი სახელმწიფოს კმაყოფაზე იმყოფებოდა და კრედიტორების ვალი, 10 მილიონი დოლარი ჰქონდა, ამიტომ ანდერძში ყურადღება გამოთხოვების ცერემონიაზე იყო გამახვილებული. კასეტაზე ჩაწერილი სცენარის მიხედვით, ცერემონიას უნდა გაძღოლოდა მისი საუკეთესო მეგობარი, ჯეკ ნიკოლსონი, გამოთხოვების პირველი სადღეგრძელო კი მაიკლ ჯექსონს ხვდა წილად. ეპატაჟური მსახიობის სურვილი იყო მისი ფერფლი ტაიტის კუნძულებზე მოეფანტათ, რომელიც ოდესღაც მას ეკუთვნოდა.


image


5. ალექსანდრ მაქკუინი.

ალექსანდრ მაქკუინმა ისურვა თავისი სიკვდილის შემდგომ ქონების უდიდესი ნაწილი ქველმოქმედებას მოხმარებოდა, ეს კი 16 მილიონი ფუნტი სტერლინგი იყო. ამას გარდა, 250 ათასი მიიღო დიზაინერის სამმა დამ და ორმა ძმამ, კიდევ 50-50 ათასი კუტურიემ უანდერძა დისშვილებს და ძმისშვილებს, აგრეთვე ორ დამხმარეს. 50 000 ფუნტ სტერლინგი მაქკუინმა თავის სამ ძაღლს დაუტოვა. მას გულწრფელად სურდა, რომ მისი ოთხფეხა მეგობრები სიცოცხლის ბოლომდე უზრუნველყოფილი ყოფილიყვნენ.

image


6. კარლ ლაგერფელდი.

გერმანელმა მოდელიერმა, კარლ ლაგერფელდმა, მთელი თავისი ქონება საყვარელ კატას, შუპეტს დაუტოვა. იგი ძალიან მიჩვეული იყო მასთან: უძღვნიდა კოლექციებს, გამოჰყავდა პოდიუმებზე და წიგნიც კი დაწერა მისი სახელით. მეტიც, კატას ყველა სოციალურ ქსელში თავისი აქაუნთები აქვს და ბანკშიც ანგარიში აქვს გახსნილი. ამ კატის ცხოვრებას ნამდვილად შეიძლება უწოდოთ ტკბილი.

image


7. მალკოლმ მაკლარენი.

ლეგენდარული ჯგუფის Sex Pistols მენეჯერი ეპატაჟური ადამიანი იყო. მან თავისი ანდერძის ერთ-ერთ მუხლში მიუთითა, რომ სურდა საკუთარ დაკრძალვაზე მისთვის შოუ მოეწყოთ. მისი უკანასკნელი სურვილი შეასრულეს: სასახლე ოთხი ცხენით მორთეს, წარწერა კი იუწყებოდა: "ვცხოვრობდი ზედმეტად სწრაფად, მოვკვდი ძალიან ახალგაზრდა". მიცვალებულის ხსოვნის პატივსაცემად მოაწყეს "ქაოსის წუთი" ხმამაღალი მუსიკით–ყველაფერი ისე, როგორც მაკლარენს უყვარდა სიცოცხლეში.

image


8. ფილიპ ხოფმანი.

ამერიკელ მსახიობის, ფილიპ სეიმურ ხოფმანის სიკვდილი ყველასთვის ნამდვილი შოკი იყო. ფილმის "ქალის სურნელი" ვარსკვლავმა ვერ მოასწრო ანდერძის შედგენა, სადაც ფინანსური მხარე იქნებოდა მოცემული. თუმცა მაინც დატოვა განკარგულება, რომელიც მისი ვაჟის აღზრდას ეხებოდა: ბიჭი უნდა გაზრდილიყო ჰოლივუდისგან რაც შეიძლება შორს, ეცხოვრა ჩიკაგოში, სან-ფრანცისკოში ან ნიუ-იორკში მანჰეტენზე.

image


9. მერილინ მონრო.

მერილინ მონროს სიკვდილი იდუმალებითაა მოცული. ვარსკვლავმა თავისი პირადი ნივთები და ტანსაცმელი, თეთრეულის ჩათვლით, თავის ტრენერს, ლი სტრასბერგს დაუტოვა. ამბობენ, რომ ლი ამ ნივთებს ავტოფარეხში ინახავდა. 1982 წელს, მისი სიკვდილის შემდეგ კი, მისმა ქვრივმა 20 მილიონ დოლარზე მეტი იშოვნა, ჰოლივუდის ყველაზე ცნობილი, ქერა ლამაზმანის ნივთების აუქციონზე გაყიდვით.

image


10. როჯერ დორკასი.

კინოპროდიუსერმა და მილიონერმა, როჯერ დორკასმა მთელი თავის ქონება (ეს კი 65 მილიონი დოლარია) საყვარელ ძაღლს, მაქსიმილიანს დაუტოვა, მაშინ როცა თავის უკანასკნელ მეუღლეს 1 ცენტი დაუტოვა. დარკასი წინასწარ ემზადებოდა ამ ნაბიჯისთვის-ძაღლს ყველა საბუთი გაუმზადა მემკვიდრეობისთვის. ახალგაზრდა ქვრივი არ დაიბნა და ოთხფეხა მილიონერთან ოფიციალური ქორწინება გააფორმა. ნუ გააბრაზებთ ქალებს!

image










image


იხილეთ ასევე:





როგორ გამოიყურებოდნენ ცნობილი ადამიანები იმიჯის შეცვლამდე

image


სხვადასხვა რომანის გმირები საბჭოთა და საზღვარგარეთის კინოს მსახიობების შესრულებით

image


რით განსხვავდებიან ერთმანეთისგან ჩინელი, კორეელი და იაპონელი

image


ელიზაბეთ ტეილორის 8 საქორწინო კაბა და 7 ქმარი

image


რატომ აგზავნიდა იმპერატრიცა ეკატერინე მეორე თავის ფავორიტებს ფრეილინების საძინებელში

image


სტუმრად ქეით უინსლეტთან: ექსკურსია მსახიობის ნიუ-იორკის პენტჰაუსში

image


როგორ გამოიყურება სერ შონ კონერის აპარტამენტები, რომელიც ბონდიანას კადრშიც კი მოხვდა

image


ფრანგ მსახიობს, ჟერარ დეპარდიეს (რომელიც რუსეთის მოქალაქეცაა), ისევ წაუყენეს სექსუალური ძალადობის ბრალდება

image


62 წლის დოლფ ლუნდგრენი 24 წლის ემა კროკდალზე დაქორწინდა

image







1
868
3-ს მოსწონს
ავტორი:ირინა მ.
ირინა მ.
Mediator image
868
  
0 1 1