საზოგადოება უცნობი დეტალები - ერთად გავიხსენოთ/ვისწავლოთ - ამადეო მოდილიანი 2022, 2 თებერვალი, 0:36
მხატვარი და მოქანდაკე ამადეო კლემენტ მოდილიანი იტალიაში, ქალაქ ლივინოში 1884 წელს დაიბადა. აღიზარდა იტალიაში, სადაც შეისწავლა ანტიკური ხელოვნება და აღორძინების ეპოქის ხელოვანთა შემოქმედება. 1906 წლიდან კი გადავიდა პარიზში, სადაც გაიცნო ისეთი ცნობილი მხატვრები, როგორიცაა პაბლო პიკასო და კონსტანტინე ბრინშუკი, მათ დიდი გავლენა მოახდინეს მოდილიანის შემოქმედებაზე.
მოდილიანს სუსტი ჯანმრთელობა ჰქონდა და ხშირად ავადდებოდა. 35 წლის ასაკში გარდაიცვალა ტუბერკულიოზით. მოდილიანის მთავარი მემკვიდრეობა უმეტესად მოიცავს ნახატებსა და ესკიზებს, მხოლოდ 1909-1914 წლებში მის ძირითად საქმიანობას სკულპტურა წარმოადგენს. ყველა ნაწარმოების მთავარი აზრი ადამიანია. ჩვენამდე მოღწეულია მისი რამოდენიმე პეიზაჟი. ხშირად მოდილიანი დროს უთმობდა რენესანსის მიმდინარეობის წარმომადგენლებს და იმ დროისთვის პოპულარულ აფრიკულ ხელოვნებას. მის შემოქმედებაში არ შეიძლება არ აღვნიშნოთ ისეთი თანამედროვე მიმდინარეობები, როგორიცაა კუბიზმი და ფოვიზმი. მოდილიანის ცხოვრების პერიოდში მისი შემოქმედება არ გახდა პოპულარული, ნამუშევრებმა მხოლოდ მხატვრის სიკვდილის შემდეგ მოიპოვა წარმატება… 1918 წელს ამადეო მოდილიანმა გაიცნო 19 წლის სტუდენტი ჟანა ჰებიტერნი, რომელიც მუზა გახდა მხატვრის ცნობილი შედევრებისა. ამადეომ ჟანას პორტრეტი პირველივე შეხვედრისას დახატა და თავის უახლოეს მეგობარს, მოქანდაკე ბრაკუზის უთხრა: “შევხვდი ქალს, რომელიც ხშირად მესიზმრებოდა, ვფიქრობ, ჩემი ნამდვილი სიყვარული ვიპოვე”. ჟანას მამა პარფიუმერულ ფირმაში მუშაობდა, ძმა – ანდრე კი მხატვარი იყო. ამადეო მოდილიანიმისი ნახატები ცნობილ გალერეებში იყო გამოფენილი. ქალებისმოყვარულ, ლოთ სასიძოს ჟანას მშობლები ეწინააღმდეგებოდნენ. ჟანამ ამადეოს გულისთვის ყველაფერი დათმო. მშობლების წინააღმდეგობის მიუხედავად, მასთან გადავიდა საცხოვრებლად. 1918 წლის 29 ნოემბერს მათ ქალიშვილი ეყოლათ. მოდილიანის ნახატები სხვადასხვა გამოფენებსაც ამშვენებდა და ყველაფერი კარგად მიდიოდა მანამ, სანამ 1920 წლის იანვარში ის ტუბერკულიოზით არ გარდაიცვალა. მისი სიკვდილის დროს ჟანა მეორე ბავშვზე იყო ორსულად, თუმცა, როგორც ცნობილია, მან ვერ გადაიტანა მოდილიანის სიკვდილი, ფანჯრიდან გადახტა და ადგილზევე გარდაიცვალა. ამადეო მოდილიანი პერ ლაშეზის სასაფლაოზე დაკრძალეს. სიღარიბეში გარდაცვლილი მოდი მხატვრებმა პომპეზურად დაასაფლავეს, ჟანა კი მეორე დღეს პარიზის შემოგარენში მიაბარეს მიწას. ერთი წლის შემდეგ, მოდილიანის ოჯახის თხოვნით, გადაასვენეს და მოდის გვერდით დაკრძალეს. მათი შვილი – ჟანა ამადეოს ნათესავებთან გაიზარდა. ამადეო მოდილიანი თავისი განსაკუთრებული სტილით გამოირჩეოდა.. მისი ნახატების ამოცნობა ყოველთვის მარტივია, რადგან დამახასიათებელია არაპროპორციულობა ადამიანის სხეულისთვის და დახვეწილი, თბილი ფერების პალიტრა. როგორც ყოველთვის, ის სიკვდილის შემდეგ უფრო დააფასეს.. დღეს კი აღიარებული და პოპულარული მხატვარია… ჟანა ებიუტერნი
დაიბადა პარიზში 6 აპრილს, 1898 წელს.
გარდაიცვალა პარიზში 25 იანვარს, 1920 წელს.
ამადეო მოდილიანის ერთგული თანამგზავრი, ვინც სიკვდილი არჩია მასთან განშორების ტანჯვას.
***
მოდილიანი იოლად ახერხებდა პირველი, უმნიშვნელო ფრაზებიდან მისთვის სასურველ თემაზე გადასვლას და საუბარი უპირატესად ლიტერატურაზე გადაჰქონდა. ამასთან, თითქოს ამაყობდა კიდეც თავისი ცოდნით და შეიძლება ახლად გაცნობილისათვის მეტისმეტი აჩქარებითაც ამჟღავნებდა თავის დიდებულ ცოდნას იბსენის, შელის, ნიცშესი, დ’ანუნციოსი და დოსტოევსკისაც კი. „ღვთაებრივი კომედიის“ ტერცინები, ლეოპარდის, ვიიონის, რემბოს ლექსები ნიაღვარივით გადმოსჩქეფდა მის ბაგეთაგან ყოველი ხელსაყრელი შემთხვევისას. მაგრამ ამავე დროს, დაკვირვებულ თანამოსაუბრეს არ გამოეპარებოდა ამის იქით გადამალული, რამდენადმე შეკავებული ერუდიცია, ხოლო ამ სამხრეთული, ხმელთაშუაზღვისპირული ექსპანსიურობის მიღმა რაღაც მეტისმეტი სიფრთხილით გადანახული, სულის სიღრმემდე დასული გულჩახვეულობა, ან შეიძლება უნდობლობა ან იქნებ შიშიც. ლიტერატურაზე მოდილიანი გატაცებით ლაპარაკობდა, არ მალავდა თავის მიკერძოებას და სიყვარულს. მაგრამ გარკვეულ მსჯელობას მხატვრობაზე, განსაკუთრებით მის თანამედროვე მიმართულებებზე, რატომღაც გაურბოდა, ყოველ შემთხვევაში პირველ ხანებში მაინც. თუმცა ისიც გრძნობდა, რომ დიდად დაინტერესებული იყო პიკასოს, მატისის, ვლამინკის, დერენის, უტრილოს, „მებაჟე“ რუსოს უკანასკნელი ნამუშევრებით და რომ იმ დროისათვის უკვე კარგად ჰქონდა შესწავლილი ლუბრი. მისი სახელოსნოს კედლებზე ქინძისთავებით იყო მიმაგრებული იტალიური რენესანსის სურათების რეპროდუქციები: ბოტიჩელი, პერუჯინო, ლოტო, კარპაჩო, ანდრე დელ სარტო, კორეჯო, ტიციანი. ეს კი სასაცილოდ თუ არა, უცნაურად მაინც ეჩვენებოდა ბევრ მის ახალ, მონმარტრელ ნაცნობს, განსაკუთრებით რადიკალურად იყვნენ განწყობილი „წარსულის მემკვიდრეობის“ მიმართ. ერთნი ამბობდნენ, მოდილიანი დამწყები მოქანდაკეაო, მეორენი ირწმუნებოდნენ, მხატვარიაო. ერთიც სიმართლე იყო და მეორეც. ***ანდრე ვარნო იხსენებს, როგორი მწარე ირონიით უამბობდა მოდილიანი, რომ პარიზში ჩამოსულმა მხოლოდ ერთადერთი ადამიანი აღმოაჩინა და ისიც ბრმა, რომელიც დათანხმდა, შეეძინა რამდენიმე მისი სურათი. ეს გახლდათ ერთი ახირებული მოხუცი, ძია ანჟელი, რომელსაც მართლაც თითქმის დაკარგული ჰქონდა თვალისჩინი. მოხუცი დაჟინებით და მეთოდურად აგროვებდა თავის ბინაში, გაბრიელის ქუჩაზე, ახალგაზრდა, უსახელო მხატვრების სურათებს. რაღა თქმა უნდა, ამ სურათებს ძალიან იაფად ყიდულობდა და იმედი ჰქონდა, ოდესმე აუცილებლად გამდიდრდებოდა. მოხუცს საცაა, აუხდებოდა კიდეც ოცნება, მის ხელთ იყო შედევრები. მაგრამ ამ დროს იფეთქა პირველმა მსოფლიო ომმა და სურათების ფასიც დაეცა. მას მოსვენებას აღარ აძლევდნენ კრედიტორები და იძულებული შეიქნა, სულ იაფად გაეყიდა მთელი თავისი კოლექცია. რამდენიმე ხნის შემდეგ იგი სრულ სიღატაკეში გარდაიცვალა.
*** ლუი ლიატურეტი, რომელიც იმ ხანებში თითქმის ყოველდღე ხვდებოდა მოდილიანის, გვიამბობს: „იმისათვის, რომ ეშოვა ფული პურის, ძეხვისა და თამბაქოს საყიდლად, იძულებული ხდებოდა, გადაეღო ან შეესწორებინა უნიჭოდ შესრულებული სურათები და ზოგჯერ აბრებიც დაეხატა დუქნებისათვის. ყველა ამ თავის იძულებით მუშაობას, რა თქმა უნდა, არავისთან ამხელდა, არასოდეს არავის შესჩიოდა თავის გაჭირვებაზე, არავის სთხოვდა დახმარებას და კიდეც რომ შეეთავაზებინა ვინმეს, არავითარ შემთხვევაში არ მიიღებდა - რადგან მეტისმეტად ამაყი იყო“. მოდილიანის „სტუდიაში“ იდგა საწოლი, ორი სკამი, მაგიდა და ჩემოდანი, რომელიც დივნის მაგივრობასაც ეწეოდა. კედლებზე ჩამოკიდებული იყო ტილოები, იატაკზე ეყარა ნახატებით გატენილი საქაღალდეები. „ნახატების გასაოცრად მაღალი დონე იმთავითვე განაპირობებდა ამ მხატვრის ტალანტს, - ამბობდა ლიატურეტი. - მისი პიროვნება ყოველგვარ გავლენაზე დომინირებდა. საგონებელში გაგდებდათ ფერი, რომელსაც ჯერ კიდევ აკლდა დამაჯერებლობა და არ ემორჩილებოდა რაიმე გარკვეულ მეთოდს“. „ - ყოველივე ეს ჩალის ფასადაც არ ღირს, - განაცხადა ავტორმა. - ეს სულ ჩემი დაწყევლილი იტალიური თვალის ბრალია, რომელსაც არაფრით არ სურს შეეგუოს პარიზის სინათლეს... მართლაც, რა მაცდურია ეს სინათლე... ნეტავი ოდესმე თუ შევძლებ ამის დაჭერას? რომ იცოდე, რამდენი რამ მაქვს ჩაფიქრებული თემის ახლებურად გამოხატვის თვალსაზრისით, იისფერ, ნარინჯისფერ ტონებში, მუქ ოხრისფერში... ოღონდ არ ვიცი, როგორ მოვახერხო მათი ამღერება. დაანებე თავი, ნუღარ უყურებ ამ სისულელეებს!“ 129 3-ს მოსწონს
|