x
image
ქეთეონე
უცნობი დეტალები - ერთად გავიხსენოთ/ვისწავლოთ - ჩარლზ სპენსერ ჩაპლინის პორტრეტი


image
დღეიდან საკმაოდ საინტერესო სტატიებს შემოგთავაზებთ. მოდით, ერთად გავიხსენოთ ერთ-ერთი საკმაოდ ცნობადი, საინტერესო, ამაღელვებელი პიროვნების დეტალები წარსულიდან და გვახსოვდეს მომავალშიც .

„ხელოვნება, სანამ ცაში ასაფრენად ფრთებს უბოძებდეს ადამიანს, ჯერ ფეხებში ურტყამს“.

ჩარლის ოჯახი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობდა. ჩარლის უფროსმა ძმამ, გაზეთების დამტარებლად სამუშაო იშოვა. სწორედ სიდნეიმ იპოვა დიდი ფული ტრანსპორტში. ჩარლი მთელი ცხოვრება იხსენებდა იმ მომენტს, როდესაც დედამ ნაპოვნი საფულე გახსნა და იქიდან ოქროს ფულები გადმოცვივდა. ეს იყო ერთ-ერთი ბედნიერი დღე მის ცხოვრებაში. სწორედ ამ ფულის წყალობით, ჩარლი იმავე ზაფხულს ზღვაზე გაემგზავრა, ზღვაზე, რომლის ნახვაც ოცნებად ჰქონდა გადაქცეული. გაჭირვების გამო ჩარლის და მის ძმას თავშესაფარშიც კი უხდებოდათ ცხოვრება. ჩარლი არასდროს არ ნებდებოდა ცხოვრებას, ის თვლიდა, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, ბრძოლას უკეთესი მომავლისათვის. სწორედ ამის შედეგი იყო, რომ მისი დუხჭირი, ავად მოსაგონარი ცხოვრება წარსულში დარჩა.
ჩარლზ უფროსი და ჰანა ერთმანეთს დასცილდნენ როცა ჩარლი ჯერ კიდევ 3 წლის იყო (მოგვიანებით უფროსმა ჩაპლინმა მეორე ცოლი შეირთო და მასთან ერთი ვაჟი შეეძინა) და ბავშვის ერთადერთი პატრონი დედა აღმოჩნდა. 1891 წლის ცენზის მიხედვით, პატარა ჩარლი ცხოვრობდა დედამისსა და თავის უფროს ნახევარძმასთან, სიდნეისთან ერთად ბერლოუს ქუჩაზე, უოლვორთში. მალე ჰანა ჩაპლინმა ხმა დაკარგა და ამის გამო, იძულებული იყო 1896 წელს სცენა დაეტოვებინა. ოჯახი წარმოუდგენელ სიღატაკეში აღმოჩნდა. მატერიალური გასაჭირის და პირადი ტრაგედიის გამო ჰანა ჩაპლინს ფსიქიკური დაავადების ნიშნები აღმოაჩნდა, რის გამოც იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს, ბავშვები კი დროებით მამას მიაბარეს, მაგრამ მალე ჩარლის მამა ლოთობისგან გარდაიცვალა (1901 წელს). განკურნებულმა ჰანამ საავადმყოფოდან გამოსვლის შემდეგაც ვერ შესძლო შვილების რჩენა და ამის გამო, ლამბეთის თავშესაფარს მიაშურა. მოგვიანებით, ძმები ობოლთა თავშესაფარში გადაიყვანეს.
ჩარლი სცენაზე პირველად 1894 წელს, 5 წლის ასაკში ავიდა, როცა დედამისს მოულოდნელად ხმა წაერთვა სიმღერის დროს. პატარა ჩარლის გამოსვლამ დიდი მოწონება დაიმსახურა და იხსნა წარმოდგენა ჩავარდნისაგან. 1898 წელს ჩარლი ხვდება ბავშვთა საცეკვაო ჯგუფში The Eight Lancashire Lads. 1903 წელს ჩარლიმ უკვე „მუდმივი“ სამსახურიც იშოვნა (ჩარლი ადრეულ ასაკშივე მუშაობდა ბევრ ადგილას: გაზეთების გამყიდველად, მხერხავებთან, ექიმის დამხმარედ, დამლაგებლად-თუმცა ასაკის გამო ყველგან დროებით)-თეატრში დაიწყო მსახიობად მუშაობას და მიიღო როლი სპექტაკლში „შერლოკ ჰოლმზი“. ჩარლის არ ჰქონდა არავითარი განათლება და ეშინოდა, ეს სამსახურიც არ დაეკარგა, რადგან გამართულად კითხვაც კი არ შეეძლო. როლის სწავლაში მას თავისი ძმა დაეხმარა. 16 წლის ასაკში ჩარლი ვიოლინომ გაიტაცა და რეგულარულ მეცადინეობას მოჰკიდა ხელი, ხანდახან დღეში 16 საათის განმავლობაშიც კი. დამხმარე გაკვეთილებს ის ნაცნობებისგან იღებდა.

1908 წლიდან დაიწყო ჩარლის სამსახიობო კარიერა - მან მსახიობის როლი მიიღო ფრედ კარნოს სამსახიობო დასში, რომელთან ერთადაც 1910-12 წლებში მიემგზავრება ამერიკის ტურნეში, შტატებში. ჩარლით ინტერესდება მაკ სენეტი. ამ უკანასკნელმა 1913 წლის 23 სექტემბერს გააფორმა კონტრაქტი ჩარლისთან და მიიწვია თავის სტუდიაში, „კისტოუნში“ გადასაღებად.
ჩარლის პირველი ფილმი იყო „ცხოვრების სახსარი“ 1914 წლის 2 თებერვალი. მალევე ჩარლი თავს ანებებს „კისტოუნს“ და გადადის „ესენეის სტუდიაში“.
1921 წელს აწყობს ევროტურს. მეორე ტურს ევროპაში 1931 წელს აწყობს პრემიერით „City Lights“ („დიდი ქალაქის ჩირაღდნები“). ხოლო მესამედ ევროპაში იყო 1936 წელს ფილმით „Modern Times“.
1922 წელს ჩაპლინმა აიშენა ბინა ბევერლი ჰილსში, ვინაიდან და რადგანაც აქამდე ის მეგობრებთან, ნაცნობებთან ცხოვრობდა…
პირველი ხმოვანი ფილმი ჩაპლინისა არის „The Great Dictator“ რომლის პრემიერაც იყო 1940 წლის 15 ოქტომბერს… ეს ფილმი ჩაპლინის უკანასკნელი ფილმია სადაც ის მონაწილეობას იღებს როგორც ღატაკი და მაწანწალა …
1952 წელს ჩაპლინი ქმნის ფილმს „Limelight“… ფილმი ხელოვან ადამიანზე და საერთოდ ხელოვნებაზე… ჩარლი მიემგზავრება შვეიცარიაში- ვევე-ში (Vevey) სადაც ის წერდა მუსიკას და გაახმოვანა თავისი ფილმი (სიცოცხლის ბოლო პერიოდი მან ამ ქალაქში გაატარა) „The Gold Rush“ რომელიც 1925 წელს გადაიღო.
ცხოვრების მანძილზე, ჩაპლინმა მიიღო კინომატოგრაფიული ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიის სამი ჯილდო. კინოაკადემიის პირველ ცერემონიაზე, რომელიც ჩატარდა 1929 წლის 16 მაისს, ჩაპლინმა მიიღო საპატიო ორდენი სცენარის ავტორობის, რეჟისურის, პროდიუსერობისა და მსახიობობისთვის ფილმში ცირკი (1928)...
1972 წელს იგი დაბრუნდა აშშ-ში, რათა მიეღო შემდგომი საპატიო წოდება, ამ შემთხვევაში კინოსამყაროში მიღწეული საერთო წარმატებისთვის. მომდევნო წელს ჩაპლინის რამპის ჩირაღდნების მუსიკამ მიიღო კინოაკადემიის ჯილდო ნომინაციაში „საუკეთესო მუსიკა ფილმისთვის“. მიუხედავად ოცი წლის გასვლისა, რამპის ჩირაღდნები ლოს-ანჯელესში არ გამოცემულა 1972 წლამდე, შესაბამისად, კინოაკადემიის დაჯილდოებას არ ჰქონდა უფლება აქამდე წარედგინა იგი ცერემონიაზე.
1940 წლის ოსკარის ცერემონიაზე, ჩაპლინი ნომინირებული იყო კატეგორიებში საუკეთესო მსახიობი მამაკაცი და საუკეთესო სცენარი ფილმისთვის დიდი დიქტატორი, ხოლო 1947 წელს „მესიე ვერდუს“ სცენარისთვის.

საკამათო ფილმები და პოპულარობის შემცირება
40-იანი წლები გახდა ჩარლი ჩაპლინის კარიერის ერთ-ერთი ყველაზე სადავო ათწლეული. ეს დაიწყო მისი ფართო სატირით, მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე ევროპაში ადოლფ ჰიტლერისა და ბენიტო მუსოლინის ხელისუფლებაში მოსვლის შესახებ. "დიდი დიქტატორი" ჩაპლინის ყველაზე აშკარა პოლიტიკური ფილმია. მას სჯეროდა, რომ ჰიტლერზე სიცილი იყო საჭირო. ზოგიერთი აუდიტორია არ ეთანხმებოდა და ფილმი შეიძლება ითქვას, საკამათო გამოშვება იყო. ფილმში ჩაწერეს პირველი სასაუბრო დიალოგი, „დიდი დიქტატორი“ იქცა კომერციულად ყველაზე მომგებიან ფილმად ჩარლი ჩაპლინისათვის. ფილმი ნაციზმისა და ადოლფ ჰიტლერის დაცინვის პირველ მცდელობას წარმოადგენს, ასევე კინოხელოვნების ისტორიაში..."დიდმა დიქტატორმა" ოსკარის ხუთი ნომინაცია მოიპოვა...სირთულეებმა მოიცვა 40-იანი წლების პირველი ნახევრის უმეტესი ნაწილი. მსახიობ ჯოან ბარისთან ურთიერთობამ გამოიწვია FBI- ს გამოძიება და სასამართლო პროცესი, რომელიც დაფუძნებული იყო Mann Act- ის სავარაუდო დარღვევაზე, კანონი, რომელიც კრძალავს ქალების გადაყვანას სახელმწიფო საზღვრების მიღმა სექსუალური მიზნებისათვის. სასამართლომ ჩაპლინი გაამართლა, სასამართლო განხილვის დაწყებიდან ორი კვირის შემდეგ.

მამობის შესახებ სარჩელი ერთ წელიწადზე ნაკლებ დროში მოყვა, რომელმაც დაადგინა, რომ ჩაპლინი ბერის შვილის, კაროლ ენის მამა იყო. სისხლის ტესტებმა, რომლებმაც დაასკვნეს, რომ ეს სიმართლეს არ შეესაბამება, სასამართლო პროცესზე დასაშვები არ იყო.
პირადი დაპირისპირება კიდევ უფრო გაძლიერდა 1945 წელს, მამობის სასამართლო პროცესების ფონზე, რომ ჩარლი ჩაპლინმა იქორწინა თავის მეოთხე მეუღლეზე, 18 წლის ოონა ო'ნილზე, ცნობილი დრამატურგის ევგენი ო'ნილის ქალიშვილზე. ჩაპლინი მაშინ 54 წლის იყო, მაგრამ როგორც ჩანს, ორივემ იპოვა თავისი სულით თანამოაზრენი. წყვილი დარჩა დაქორწინებული ჩაპლინის გარდაცვალებამდე და მათ ერთად რვა შვილი შეეძინათ. ჩარლი ჩაპლინი საბოლოოდ დაბრუნდა კინოეკრანებზე 1947 წელს ფილმში "Monsieur Verdoux"... ჩაპლინს შეექმნა ყველაზე უარყოფითი კრიტიკული და კომერციული რეაქციები მისი კარიერის განმავლობაში. ფილმის გამოსვლისთანავე, მას პოლიტიკური შეხედულებების გამო ღიად უწოდეს კომუნისტი და ბევრმა ამერიკელმა წამოჭრა კითხვები.დღეს დამკვირვებელთა ნაწილი "Monsieur Verdoux" - ს ჩარლი ჩაპლინის ერთ-ერთ საუკეთესო ფილმად მიიჩნევს.

გადასახლება შეერთებული შტატებიდან
ჩაპლინის შემდეგი ფილმი "Limelight" ავტობიოგრაფიული ნაწარმოები იყო და უფრო სერიოზული იყო, ვიდრე მისი ფილმების უმეტესობა. ამან პოლიტიკა განზე დააყენა, მაგრამ მისი პოპულარობის დაკარგვას გულისხმობდა კარიერის ბინდში. იგი მოიცავს ერთადერთ ეკრანულ გარეგნობას ლეგენდარული მდუმარე კინოს კომიკოს ბასტერ კიტონისთან. ჩარლი ჩაპლინმა გადაწყვიტა 1952 წლის "Limelight" პრემიერის ჩატარება ლონდონში, ფილმის გადასაღებ მოედანზე. სანამ იგი წავიდა, აშშ – ს გენერალურმა პროკურორმა, ჯეიმს მაკგრანერიმ გააუქმა ნებართვა შეერთებულ შტატებში ხელახლა შესვლის შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ გენერალურმა პროკურორმა განუცხადა პრესას, რომ მას "საკმაოდ კარგი საქმე ჰქონდა" ჩაპლინის წინააღმდეგ, 1980-იან წლებში გამოქვეყნებულმა საქმეებმა აჩვენა მტკიცებულება, რომელიც ხელს უშლის მის შენარჩუნებას.მიუხედავად ევროპული წარმატებისა, "Limelight" აშშ-ში მტრულ მიღებას შეხვდა ორგანიზებული ბოიკოტების ჩათვლით. ჩაპლინი 20 წლის განმავლობაში არ დაბრუნებულა აშშ-ში.

ჩარლი ჩაპლინის საყვარელი ქალები


ამბობენ, რომ ბოშა ქალმა მას ჯერ კიდევ ახალგაზრდობაში უწინასწარმეტყველა, რომ მდიდარი და ცნობილი გახდებოდა, 3-ჯერ დაქორწინდებოდა, სამი შვილის მამა იქნებოდა და 82 წლის ასაკში გარდაიცვლებოდა. ამ წინასწარმეტყველების რაღაც ნაწილი ახდა _ ჩარლი სპენსერ ჩაპლინი მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ცნობილი მსახიობი გახდა და 82 წლის ასაკში წავიდა ამ ქვეყნიდან. მაგრამ ქორწინებებისა და შვილების რაოდენობასთან დაკავშირებით ბოშა ქალი შეცდა. ჩაპლინი 4-ჯერ დაქორწინდა, თავის რჩეულებთან კი 10 შვილი შეეძინა.
მსახიობი ედნა პერვიენსი ჩაპლინს 1915 წელს შეუყვარდა. ის ეძებდა მსახიობს ქალის როლისთვის ფილმში “მთელი ღამე”. ჩაპლინს ერთ-ერთმა კოლეგამ ედნა გააცნო. ედნამ ის პირველი ნახვისთანავე მოხიბლა. ჩაპლინმა პერვიენსი თავისი ფილმების მუდმივ გმირად აქცია. ედნამ ჩაპლინის 33 ფილმში ითამაშა. მნიშვნელოვანია, რომ ჩარლიმ მას ფილმებში მონაწილეობა მათი რომანის დასრულების შემდეგაც შესთავაზა. ჩარლისა და ედნას რომანი სამ წელიწადს გაგრძელდა. ისინი ერთმანეთს იმის გამო დაშორდნენ, რომ ურთიერთნდობა დაკარგეს. თუმცა ამის შემდეგაც შეინარჩუნეს მეგობრობა.
ჰოლივუდში ჩაპლინს დონჟუანისა და ქალთა გულთამპყრობელის რეპუტაცია ჩამოუყალიბდა. მის ცდუნებას ვერ უძლებდა ვერც ერთი ახალგაზრდა ქალი. 1917 წელს ჩარლიმ გაიცნო ნორჩი მსახიობი მილდრედ ჰარისი. მასზე დაქორწინებას ჩარლი არ აპირებდა, ვიდრე გოგონამ არ განუცხადა, რომ ფეხმძიმედ იყო. სამწუხაროდ, ჩარლის პირველ ქორწინებას ტრაგედია მოჰყვა. მათმა პირმშომ მხოლოდ სამ დღეს იცოცხლა. ეს მათი ურთიერთობის დასასრულის დასაწყისი გახდა. ცოლ-ქმარი გამუდმებით ჩხუბობდა. ჩარლის აღიზიანებდა, რომ მილდრედი ყველაფერს საკუთარი სურვილისამებრ აკეთებდა, მას რჩევას არ ეკითხებოდა. თუ გავითვალისწინებთ, რომ მილდრედი გონიერებით არ გამოირჩეოდა, ყველაფერი, რასაც ხელს მოჰკიდებდა, მარცხით მთავრდებოდა. შედეგად ცოლ-ქმარმა გაყრა გადაწყვიტა, მაგრამ მილდრედმა შეთანხმება დაარღვია. სასამართლოს დარბაზში ქმარი სასტიკ მოპყრობაში დაადანაშაულა. ჩარლიმ მილდრედს 25 ათასის ნაცვლად, რომელიც მას კანონით ეკუთვნოდა, 100 ათასი დოლარი შესთავაზა, იმ პირობით, თუ მის არსებობას სამუდამოდ დაივიწყებდა. მილდრედი დასთანხმდა.
გერმანელ მსახიობთან, პოლა ნეგრისთან ხანმოკლე და მღელვარე რომანის შემდეგ ჩაპლინმა გადაწყვიტა, საკუთარი თავი მთლიანად შემოქმედებისთვის მიეძღვნა. თუმცა ფილმის “ოქროს ციებ-ცხელების” გადაღების დაწყებისთანავე მის ცხოვრებაში ლიტა გრეი გამოჩნდა. ეს ქალი ნამდვილ ციებ-ცხელებასავით იყო. მასთან ურთიერთობა ძალიან მძიმე და მტანჯველი აღმოჩნდა ჩარლის ყველა რომანს შორის. როდესაც 18 წლის ლიტამ ჩაპლინს განუცხადა, რომ მისგან ბავშვს ელოდებოდა, მან ლიტას 20 ათასი დოლარი შესთავაზა, რათა პირადი ცხოვრება უზრუნველეყო, მაგრამ გრეიმ უარი უთხრა. ახალგაზრდობის მიუხედავად, ლიტა იშვიათი პრაგმატიზმით გამოირჩეოდა. მან გაიაზრა, რომ ჩაპლინი მისთვის გამდიდრების იდეალური საშუალება იყო და სასამართლოთი დაემუქრა, თუკი ცოლად არ შეირთავდა. ჩაპლინი იძულებული გახდა, დანებებულიყო, მაგრამ ოჯახური ცხოვრება ჯოჯოხეთად ექცა. ვითარება არ შეცვლილა ორი ვაჟის დაბადების შემდეგაც. ბოლოს ლიტამ თავად შეიტანა სასამართლოში განცხადება გაყრის შესახებ. მაგრამ, როგორც აღვნიშნეთ, ის პრაგმატული ქალი იყო. სწორედ ამიტომ მოითხოვა უფლება ჩაპლინის ქონებაზე _ ფულზე, აქციებზე, სტუდიაზე და ფილმ “ოქროს ციებ-ცხელებაზეც” კი, რომელიც ეკრანებზე ახალი გამოსული იყო. ყველაფერი იმით დამთავრდა, რომ ჩაპლინმა ლიტას 800 ათასი დოლარი გადაუხადა, მათ შორის 200 ათასი დოლარი დედასთან დარჩენილ შვილებს ეკუთვნოდათ.
ყოფილ ცოლთან გატარებული ჯოჯოხეთის შემდეგ ჩაპლინი გონზე დიდხანს ვერ მოვიდა. მაგრამ უკვე ფილმის “ახალი დროების” გადაღების დროს, 1932 წელს მის ცხოვრებაში ახალი ქალი გამოჩნდა _ პოლეტ გოდარი. მათ ღია ზღვაში, იახტაზე იქორწინეს. პოლეტმა დიდი ენთუზიაზმით დაიწყო “ვარსკვლავის მეუღლის” როლის თამაში. ის ბევერლი-ჰილზში, ჩარლის სახლში გადავიდა. თუმცა თავად ჩაპლინისთვის ეს ქორწინებაც მძიმე ტვირთი აღმოჩნდა. ფილმ “დიდი დიქტატორის” გამოსვლის შემდეგ ჩარლი და პოლეტი ერთმანეთს დაშორდნენ.
ბედი ჩარლის კიდევ ერთ სიყვარულს უმზადებდა. ამჯერად ეს მშვიდი, ბედნიერი და გულწრფელი სიყვარული იყო. ჩაპლინს ცნობილი დრამატურგის იუჯინ ო’ნილის ქალიშვილი უნა ო’ნილი შეუყვარდა. თითქოს მათ საერთო არაფერი ჰქონდათ. ეს იყო ახალგაზრდა მსახიობი, რომელიც კინოში კარიერის გაკეთებას ცდილობდა. რით უნდა მოეხიბლა, უკვე ასაკოვანი, სიყვარულისგან იმედგაცრუებული მამაკაცი? ან როგორ მიიზიდა ჩაპლინმა ის? ჩაპლინი ეჭვობდა. ის ფიქრობდა, რომ კვლავ ფულსა და დიდებაზე მონადირე ქალს შეხვდა. ის თავიდან ვერ მიხვდა, რომ უნას მისი ფული არ აინტერესებდა. კოლოსალური ასაკობრივი სხვაობის მიუხედავად, უნას ჩარლი უგონოდ შეუყვარდა. ჩარლი უნაზე 36 წლით იყო უფროსი. ჩარლის ყოფილი საყვარლების ინტრიგების, რეპორტიორების გამუდმებული დევნისა და უნას მამის პროტესტის მიუხედავად, ისინი მაინც დაქორწინდნენ. აღსანიშნავია, რომ ჩაპლინი სიმამრზე ერთი წლით იყო უფროსი. დაქორწინების შემდეგ მალევე უნამ კინოკარიერაზე უარი თქვა და თავი მთლიანად ოჯახს მიუძღვნა. ცოლ-ქმარი შვეიცარიაში გადავიდა და ქალაქ ვევესთან ახლოს დასახლდა. მათ ბედნიერი ოჯახი შექმნეს. ამდენი ძიების შემდეგ ჩაპლინმა ნამდვილი სიყვარული იპოვა და სიცოცხლის ბოლომდე მისი ერთგული დარჩა. უნასა და ჩარლის 8 შვილი შეეძინათ, ყველაზე უმცროსი მაშინ დაიბადა, როდესაც ჩარლი 72 წლის იყო.

ანდერძი
ჩარლი ჩაპლინი და მილიონი დოლარი მოხერხებული მწეველისთვის --- ჩარლი ჩაპლინმა საოცარი ანდერძი შეადგინა. სახელგანთქმულმა კომიკოსმა მილიონი დოლარი დაუტოვა მას, ვინც შეძლებს, პირიდან კვამლის 5 რგოლი გამოუშვას და მათ შუაში გაატაროს კიდევ ერთი. ეს ამოცანა შეუსრულებელი აღმოჩნდა, ყოველ შემთხვევაში აქამდე ამის გაკეთება ვერავინ შეძლო.

0
61
3-ს მოსწონს
ავტორი:ქეთეონე
ქეთეონე
61
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0