საზოგადოება ფული, სექსი და სიყვარული 2012, 16 სექტემბერი, 13:39 ასე ერქვა კვლევას, რომელიც ჟურნალმა "ელ-მა" ჩაატარა. გამოკითხულ მამაკაცთა მხოლოდ 12-მა პროცენტმა განაცხადა, რომ ისინი წინააღმდეგნი არიან, მათი ცოლები, მათზე მეტს გამოიმუშავებდნენ. საერთოდ კი, მამაკაცები მოხარულნი არიან, გაუყონ ქალებს შემომტანის როლი. "თანამედროვე ოჯახების კვლევისა და სახალხო განათლების საბჭოს" დირექტორი სტეფანი კუნცი ასეთ სიტუაციას გენდერული როლების განაწილების გლობალური ცვლილებით ხსნის. საკითხი კი მართლა გლობალურია და მსოფლიოს თითქმის ყველა განვითარებულ და განვითარებად ქვეყნებს მოიცავს. ამერიკის დიდ ქალაქებში 30 წლის ქალები გაცილებით შემოსავლიანები არიან, ვიდრე მამაკაცები. ასეთი ქალები ძალიან დამოუკიდებლები არიან და სულაც არ სჭირდებათ მაღალანაზღაურებადი, ეგრეთ წოდებული, ფულიანი მამაკაცი. მათ ემოციური მხარდაჭერა სჭირდებათ; უნდათ, გულში ჩაიკრან და "ჩემი ხარო", - ხშირად უმეორონ. ბრიტანეთში ჩატარებული კვლევებით, მამაკაცები მზად არიან ასეთ ქალებთან იცხოვრონ: "არ არის პრობლემა", მაგრამ რამდენად ეგუებიან ისინი "მატრიარქატს"? თურმე, ყოფილა პრობლემა: ოთხიდან სამი მამაკაცი უხერხულად გრძნობს თავს, როცა მას ფულს ქალი აძლევს. აღსანიშნავია, რომ მდიდარი ქალები ფულს - არა, მაგრამ დიდ ყურადღებას აქცევენ პარტნიორის განათლებას და შემოქმედების უნარს. ეს კარგად იციან ფსიქოლოგებმა, რომლებიც ზრუნავენ, რომ ასეთი ქალები არ დარჩნენ მარტოხელები. ამ საქმეს კი სააგენტო "სამოცდაათი ოცდაათზე" ემსახურება, ოღონდ ქალბატონს ბანკში 500 ათას დოლარზე ნაკლები ანაბარი არ უნდა ჰქონდეს. 64 2-ს მოსწონს
|