x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512065
უკრაინის თანამედროვე ტერიტორია ძველ რუკებზე

ძველ რუკებზე თქვენ ვერ იპოვით ამ სახელწოდების ქვეყანას — მაშინ მას «რუსი» ერქვა. თუმცა, სიტყვა «უკრაინა» («სასაზღვრო» სამთავრო, რეგიონი, ქვეყანა) უკვე არსებობდა. ის XII საუკუნის იპატიევის ქრონიკაშია (კიევის რუსეთის უმთავრესი ისტორიული დოკუმენტი) ნახსენები.


image


ხოლო, გალიცია-ვოლინის ქრონიკაში, რომელიც XIII საუკუნეს მოიცავს, «უკრაინა» ქვეყნად, ან სამთავროდ არის მოხსენიებული.

დროთა განმავლობაში, «უკრაინამ» სრულიად კონკრეტული ქვეყნის და ეთნოსის აღნიშვნის დატვირთვა შეიძინა. ხოლო ქვეყანას, რომელსაც შემდგომში რუსეთი დაერქვა, ევროპულ რუკებზე, დიდი ხნის მანძილზე, «მოსკოვიას» სახელით იყო აღნიშნული.

რაც შეეხება, შედარებით ახლო წარსულს, აქ რუკებს წარმოგიდგენთ, რომლებზეც უკრაინული ეთნოსიის ტერიტორიული საზღვრებია დაფიქსირებული და შესადარებლად, თანამედროვე უკრაინის სახელმწიფო საზღვარიც არის დატანილი.


ევროპის ქვეყნების და მოსახლეობის რუკა, 1918 წ.


ეს ეთნოგრაფიული რუკაა, რომელზეც ნაჩვენებია სხვადასხვა ეროვნების ხალხთა განსახლების რეგიონები და როგორც ჩანს, 1918 წ. უკრაინული ეთნოსი უფრო დიდ ტერიტორიას ფლობდა, ვიდრე ახლა.

ამ დროს ევროპაში:

საბჭოთა კავშირ – ფინეთის პირველი ომი დაიწყო

დამთავრდა I მსოფლიო ომი

შეიქმნა იუგოსლავიის სამეფო


image


უკრაინის სახალხო რესპუბლიკის რუკა, 1918 წ.


ეს კი, უკვე უკრაინის პოლიტიკურ–ადმინისტრაციული რუკაა. საინტერესო აქ ის არის, რომ მასზე ბელორუსია «ბელორუსინის» («Білорусини») სახელით არის აღნიშნული, ხოლო რუსეთი — «მოსკალით» («Москалі»). უკრაინელები მაშინ, ტერმინს — «რუსეთი», არც ისე ხშირად ხმარობდნენ. ხოლო, ოფიციალურ დონეზე, ძველად, რუსეთად სწორედ უკრაინას თვლიდნენ (რუსებს კი, ამასთან დაკავშირებით, საწინააღმდეგო აზრი აქვთ — თვლიან, რომ რუს (Русь) და რუსეთი ერთი და იგივეა, ხოლო კიევი, მათი ქვეყნის ისტორიული დედაქალაქა).



image


უკრაინის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის რუკა, 1939 წ.


ამ პერიოდში უკრაინას ჯერ კიდევ არა აქვს შემოერთებული მისი დასავლეთის მიწები.

ამ დროს ევროპაში:

გერმანიას და სსრ კავშირს შორის, გაფორმდა თავდაუსხმელობის პაქტი.

დაიწყო II მსოფლიო ომი.

მიმდინარეობდა ომი სსრ კავშირს და ფინეთს შორის


image


უკრაინის ეთნოგრაფიული რუკა, 1949 წ.


II მსოფლიო ომის შემდეგ, უკრაინამ საკუთარი მიწები დაიბრუნა, ხოლო ყუბანელების (ამჟამად კრასნოდარის მხარე) უმრავლესობა თავს უკრაინელად თვლიდა.


image


ქვემოთ კი, ორ ვიდეოს წარმოგიდგენთ, რომელზეც კარგად არის ასახული ამ უძველესი ერის ქვეყნის წარსული:



და ბოლოს, უკრაინის მიწების ისტორია 1000 –დან – 2016 წლამდე:



image


არხის სხვა სიახლეები:

* სსრ კავშირიდან გაქცეული

* «პუტინის ოფიციალურ ბიოგრაფიაში სიმართლის მისხალიც არ არის...» – აცხადებს პოლონელი ჟურნალისტი

* რა დაემართა ჰიროსიმას და ნაგასაკს ატომური დაბომბვის შემდეგ

* ვალერი მელაძე მიმართვას ავრცელებს

* 3 მოვლენა, რომლის დაჯერება მეცნიერებსაც კი უჭირთ

* წარსულის 3 საიდუმლო, რომლის ამოხსნა ვერავინ შეძლო

* უცხოპლანეტელების შთამომავალი 3 უძველესი ცივილიზაცია. ძველი ცოდნის და ტექნოლოგიების დაკარგვის მიზეზი

0
3979
3-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
3979
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0