საზოგადოება ვინ დავკარგეთ 2021 წელს? - გასულ წელს გარდაცვლილი ცნობილი ქართველები 2021, 30 დეკემბერი, 12:02 ![]() 1-თეიმურაზ წიკლაური-მომღერალი და მსახიობი, ანსამბლის „ივერია“ სოლისტი, გარდაიცვალა 1 თებერვალს კორონავირუსით გამოწვეული გართულებების შედეგად 75 წლის ასაკში.საქართველოს სახალხო არტისტი და ღირსების ორდენის კავალერი. 2014 წელს თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზის წინ მისი სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა. ![]() 2-ზურა დოიჯაშვილი-მომღერალი, გარდაიცვალა 13 თებერვალს ისრაელის ერთ-ერთ კლინიკაში ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ 57 წლის ასაკში, მსმენელს შეაყვარა თავი ისეთი სიმღერებით, როგორიცაა "მელიქიშვილის გამზირი, "მარტი" "ვერ აგისრულე(ლელა წურწუმიასთან ერთად) და სხვა. ![]() 3-ანზორ ერქომაიშვილი-მუსიკოსი, ლოტბარი, ხალხური სიმღერების შემკრები. საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, თბილისის საპატიო მოქალაქე, ანსამბლ "რუსთავის" და " მართვეს ხელმძღვანელი".გარდაიცვალა 31 მარტს 80 წლის ასაკში კორონავირუსიგან.დაკრძალულია მთაწმინდაზე. ![]() 4-გურამ დოჩანაშვილი-მწერალი, კლასიკად ქცეული ნაწარმოებების ავტორი:"სამოსელი პირველი“, „ლოდი ნასაყდრალი“, „კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა“, "ერთი რამის სიყვარული, დაფარვა რომ სჭირდება " და სხვა.გარდაიცვალა 3 აპრილს 82 წლის ასაკში, დაკრძალულია საბურთალოს სასაფალოზე შვილის გვერდით. საქართველოს ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენის კავალერი, თბილისის საპატიო მოქალაქე. ![]() 5-ზურან რთველიაშვილი-პოეტი, მულტიმედია არტისტი და აქტივისტი. 2018 წლის „საბას“ დაჯილდოებაზე მისმა პოეტურმა კრებულმა „პოეზიის დიქტატურა“ წლის საუკეთესო პოეტური კრებულის კატეგორიაში გაიმარჯვა.გარდაიცვალა 20 აპრილს 54 წლის ასაკში, პოეტი ინკოლოგიურ სენს ებრძოდა. ![]() 6-კახი კავსაძე-ქართული კინოს და თეატრის მსახიობი, 1959 წლიდან რუსთაველის სახელობის აკადემიური თეატრის მსახიობია.ამის გარდა ნათამაშები აქვს 70-ზე მეტ მხატვრულ, დოკუმენტურ, მოკლე თუ სრულმეტრაჟიან ფილმში.მრავალი დასამახსოვრებელი როლით. საქართველოს სახალხო და დამსახურებული არტისტი, რუსთაველის პრემიის ლაურეატი.გარდაიცვალა 27 აპრილს 85 წლის ასაკში პოსტკოვიდისგან გამოწვეული გართულებების შედეგად. ![]() 7-რამაზ(ბუბა) ხოტივარი-კინორეჟისორი, გადაღებული აქვს დოკუმენტური და მხატვრული ფილმები: "ისლამი საქართველოში", "ლეხაიმ!", "მარკოზის სახარება", "ლაზარეს თავგადასავალი"(ქართლოს ხოტივართან ერთად), "დიმიტრი II", "ჩირიკი და ჩიკოტელა", გარდაიცვალა 7 მაისს 74 წლის ასაკში. ![]() 8-მარი ჯანაშია-თეატრის და კინოს მსახიობი, რუსთაველის, მარჯანიშვილის და სხვა ქართულ თეატრებში ათეულობით როლი აქვს შესრულებული, აგრეთვე ითამაშა 16 მხატვრულ ფილმში.გარდაიცვალა 27 მაისს 71 წლის ასაკში.დაკრძალულია მახათას მთაზე, საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში. ![]() 9-ჯარჯი ფხოველი-(დავით ციგროშვილი)-პოეტი, ჯარჯი ფხოველს უზარმაზარი წვლილი მიუძღვის ქართული ფოლკლორის, პოეზიისა და მთარგმნელობითი ხელოვნების წინაშე. მან შეძლო სოციალისტური რეალიზმის კლიშეებს გაქცეოდა, ის ვერლიბრის ერთ-ერთი ფუძემდებელია.გარდაიცვალა 27 მაისს 77 წლის ასაკში. ![]() 10-რეზო გაბრიაძე-მხატვარი, თეატრისა და კინოს რეჟისორი, სცენარისტი, მწერალი და მოქანდაკე.მონაწილეობდა 35 ფილმის შემქნაში, 1981 წელს დაარსა თბილისის მარიონეტების თეატრი. რეზო გაბრიაძე იყო საფრანგეთის რესპუბლიკის ხელოვნებისა და ლიტერატურის ორდენის კომანდორი; შოთა რუსთაველის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი; სსრკ-ის სახელმწიფო პრემია; ლაურეატი პრემიებისა: „ნიკა“, „ტრიუმფი“, „ოქროს ნიღაბი“, „ოქროს სოფიტი“, და ცარსკოე სელოს პრემიისა.დაჯილდოებულია საქართველოს ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით.გარდაიცვალა 6 ივნისს 84 წლის ასაკში. ![]() 11-გივი ალხაზიშვილი-პოეტი, პროზაიკოსი, ესეისტი, მთარგმნელი.გამოცემული რამდენიმე პოეტური კრებული და რომანები.1998 წელს წიგნისათვის „გამოსვლა უდროობიდან“ მიენიჭა აკაკი წერეთლის სახელობის პრემია. 1999 წელს ამავე წიგნისთვის გადაეცა სახელმწიფო პრემია.გარდაიცვალა 4 აგვისტოს 77 წლის ასაკში. ![]() 12-თამაზ კვაჭანტირაძე-ფილოლოგი, ენათმეცნიერი და ტელეწამყვანი.ყოფილი განათლების მინისტრი.იყო ღირსების ორდენის, საქართველოს სახელმწიფო პრემიისა და შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, გარდაიცვალა 15 აგვისტოს 81 წლის ასაკში. ![]() 13-ამირან ქადეიშვილი-მსახიობი ლეგენდარული "ხირხალა" ფილმიდან "სიყვარული ყველას უნდა".1953-1985წწ. მოღვაწეობდა ოზურგეთის წუწუნავას სახელობის თეატრში და თეატრ "ძველი სახლის" სცენაზე.1970 წლიდან იღებენ ფილმებში, ნათამაშევი აქვს 20-მდე მხატვრულ ფილმში.საქართელოს დამსახურებული არტისტი.გარდაიცვალა 6 ოქტომბერს 85 წლის ასაკში. ![]() 14-გელა ჩარკვიანი-დიპლომატი, პუბლიცისტი, პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი, პედაგოგი, საქართველოს ყოფილი ელჩი დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიაში.ღირსების და ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენის კავალერი.გარდაიცვალა 9 ნოემბერს 82 წლის ასაკში. ![]() 15-ლევან ცუცქირიძე-ფერმწერი, გრაფიკოსი და პედაგოგი, ქართული მონუმენტური ფერწერის ოსტატი, საქართველოს დამსახურებული მხატვარი, პროფესორი, ანდერსენ-ნექსეს სახელობის საერთაშორისო დიპლომის მფლობელი . ლევან ცუცქირიძე არის ილუსტრატორი წიგნებისა: „ვეფხისტყაოსანი“, „შუშანიკის წამება“, „სადღეგრძელო“ (გრ. ორბელიანი), ვაჟა-ფშაველას 5 პოემა, „ფაუსტი“ (გოეთე) და სხვ.ცუცქირიძეს მოხატულია თბილისის სიონის საკათედრო ტაძარი.გარდაიცვალა 17 ნოემბერს 95 წლის ასაკში. ![]() 16-ჯემალ ჭკუასელი-მომღერალი, ანსამბლ „ერისიონის“ სამხატვრო ხელმძღვანელი 1986-2015 წლებში, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე და, საქართველოს სახალხო არტისტი, ღირსების ორდენის კავალერი (1995). გარდაიცვალა 17 დეკემბერს პარკინსონის დაავადებისაგან გამოწვეული გართულების შედეგად 86 წლის ასაკში. ![]() 2020 წელს გარდაცვლილი ცნობილი ქართველები იხილეთ ამ ბმულზე 636 2-ს მოსწონს
|