x
image
ირინა მ.
ქალი ერთი კილომეტრი მისდევდა ლეოპარდს, რომელმაც შვილი მოსტაცა

image

ინდოეთის სოფლის ბარიჯხარიას (მადხია-პრადეშის შტატი) მაცხოვრებელი ქალი, თითქმის ერთი კილომეტრი მისდევდა ლეოპარდს, შიშველი ხელებით შეებრძოლა მას და ბავშვი გამოსტაცა. ამის შესახებ იტყობინება Jagran.

კირან ბაიგა სამ შვილთან ერთად, გასათბობად ცეცხლს აჩაღებდა საკუთარი სახლის ეზოში, როცა მოულოდნელად, ოჯახს ზურგიდან ლეოპარდი დაესხა თავს. მტაცებელმა რვა წლის რაულს კბილები ჩაავლო და ტყის მიმართულებით გაიქცა. დედა დაედევნა. დაახლოებით ერთი კილომეტრის სირბილის შემდეგ ლეოპარდი შეჩერდა და დაჯდა, მაგრამ ბავშვისთვის ბრჭყალები არ გაუშვია. ახლა ქალი დაესხა თავს მტაცებელს და შიშველი ხელებით გამოსტაცა შვილი. ბაიგას ბავშვთან ერთად გაქცევა უნდოდა, მაგრამ როგორც კი ლეოპარდმა ნადავლი გაუშვა, იგი კვლავ ეცა დედა-შვილს. ამ დროს დედამ აიღო მისი თათი და ძლიერად მოუჭირა. ამ მომენტისთვის უკვე სოფლის მაცხოვრებლებმაც მოირბინეს და ხმაურზე ლეოპარდი გაიქცა. ბაიგამ გონება დაკარგა. დედა-შვილი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ახლა ისინი მიღებულ ტრავმებს მკურნალობენ, დაშავებულების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

"ჩვენ ვეფხვების ნაკრძალის ბუფერულ ზონაში ვცხოვრობთ და ასეთი შემთხვევები ყოველდღე ხდება. აქ ხშირად გხვდება ლეოპარდები და დათვები, და თავს გაქცევით ვშველით. ამ შემთხვევის შემდეგ ჩვენი შიში გარეულ ცხოველებთან შეხვედრისა, გაძლიერდა"- ამბობს ბაიგა. რამდენიმე ხნის წინ კი, მუმბაიში (ინდოეთი), აარის ტყის სიახლოვეს, 55 წლის ქალს, თავის ეზოში თავს დაესხა ლეოპარდი, თუმცა ქალი არ დაიბნა და მისი მოგერიება ხელჯოხის საშუალებით მოახერხა.



image






იხილეთ შემდეგი სტატიები:






რატომ იგნორირებენ ანთროპოლოგები 3, 5 მეტრიან ორთავიან გიგანტს პატაგონიიდან? (+ვიდეო)

image


ცნობილი სახეები, რომლებიც გიჟდებიან თავის ოთხფეხა მეგობრებზე


image


რამდენიმე საინტერესო ფაქტი ცხოველებისა და ადამიანის კლონირების შესახებ

image


როგორ ააძრეს ინდიელებმა სკალპი ინგლისელს და რა მოხდა შემდეგ

image


ქალი 29 წელი ატარებდა ტვინში 2 ცალ საკერავ ნემსს, რომელიც სავარაუდოდ იქ ჩვილობის ასაკში მოხვდა

image


ტაილანდელმა ბერმა თვითნაკეთი გილიოტინით, მიმდევრების თვალწინ, თავი მოიკვეთა

image


ჩინელი მეთევზის უცნაური ნადავლი - თევზის ნაცვლად 128 მილიონი დოლარი

image


მილიარდერმა ნიძლავი წააგო: ბორტგამცილებლის ქალის ფორმა ჩაიცვა და რეისზე იმუშავა

image


ამ ადამიანებმა თავის თავზე საშიში ექსპერიმენტები ჩაატარეს, მაგრამ მნიშვნელოვანი რამ დაამტკიცეს

image


ჯინი, რომელიც მთელი ღამის განმავლობაში თოვლში იყო ჩაფლული, გაიყინა, მაგრამ ექიმების გასაოცრად გადარჩა

image






0
664
5-ს მოსწონს
ავტორი:ირინა მ.
ირინა მ.
664