x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134392
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508464
ჩინელი მეთევზის უცნაური ნადავლი - თევზის ნაცვლად 128 მილიონი დოლარი

image


გასაგებია იმ მეთევზის დამწუხრება, რომელმაც თევზის ნაცვლად სულ სხვა ნივთი "დაიჭირა", მაგალითად, ძველი ფეხსაცმელი ან რაიმე ამის მსგავსი

ვინმე ჰონგ-კონგელი მინ კვოკი ძალიან ცუდ ხასიათზე დადგა, როცა 2014 წელს, ბადის შემოწმებისას აღმოაჩინა უზარმაზარი ხის ნაჭერი, 3 მეტრზე დიდი დიამეტრით. 58 წლის ჩინელის პირველივე სურვილი, რა თქმა უნდა ის იყო, რომ ეს უსარგებლო ნივთი ისევ ზღვაში გადაეგდო. მაგრამ, უცებ მან სპეციფიკური სუნი იგრძნო, ხიდან მცირე ნაწილი მოაცილა და შეამჩნია გამოჟონილი ყვითელი ფერის ზეთოვანი მასა.

სწორედ აქედან მოდიოდა ეს არომატი. მინ კვოკის მწუხარება აღტაცებით შეიცვალა: მის წინაშე აგარის ხე (Aquilaria agallocha) იყო. მისი სხვა სახელწოდებებია აკვილარია, სამოთხის ხე, არწივის ხე, ოუდი. ხარობს ინდოეთის, ჩინეთის და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ტროპიკულ ტყეებში. იგი ძალიან ძვირად ფასობს აზიაში. ფისოვანი ნივთიერება, რომელსაც აღნიშნული ხე გამოყოფს, ფართოდ გამოიყენება მედიცინაში და პარფიუმერიაში. სხვათაშორის, ის მოხსენიებულია ბიბლიაშიც. ტრადიციულ ჩინურ მედიცინაში კი ითვლება, რომ აკვილარია კოსმოსურ ენერგიას იზიდავს და ამიტომ დიდ ძალას ფლობს.


image


დღეს ამ ხის ნახვა მხოლოდ გაუვალ ჯუნგლებშია შესაძლებელი, მაგრამ იქ ჩვეულებრივი ადამიანის მოხვედრა პრაქტიკულად შეუძლებელია, იმდენად სახიფათოა მგზავრობა მოუმზადებელი თავგადასავლების მაძიებლებისთვის. აგარის მოპოვებით დაინტერესებული არიან ადგილობრივი მონადირეები, ვისთვისაც ჯუნგლები მშობლიური სახლია. ძვირფასი ხის აღმოჩენის შემდეგ მას ნაწილებად ჭრიან და ისე გადააქვთ თავიანთ სოფელში, რის შემდეგაც ყიდიან.


imageimage


მინ კვოკი ნამდვილი ბედის ნებიერაა, რადგანაც ეს სიმდიდრე მას სრულიად შემთხვევით და ადვილად ჩაუვარდა ხელთ. მეთევზემ თავისი ძვირფასი ნადავლი ნაპირზე გამოიტანა და სპეციალისტებს აჩვენა, რომლებმაც დაადასტურეს, რომ ეს ვეებერთელა მორი ნამდვილად აგარის ხე იყო. შეიძლება წარმოიდგინოთ იღბლიანი მეთევზის მდგომარეობა, როცა მას ამ განძის მიახლოებითი ღირებულება უთხრეს. ხის ნაჭერი შეფასებული იქნა ერთ მილიარდ ჰონგ-კონგის დოლარად, ანუ 128 მილიონ ამერიკულ დოლარად.

P.S. ეს ინფორმაცია გამოქვეყნებულია ინტერნეტ სივრცეში, რომელიც წყაროდ ცნობილ გამოცემას «China Morning Post»-ს ასახელებს. უნდა აღინიშნოს, მიუხედავად იმისა, რომ აგარი ნამდვილად ითვლება ძვირადღირებულად, ნაპოვნი ხის მორის ღირებულება მაინც ძალიან გადაჭარბებულია. 600 კგ.-იანი მორის და 1კგ.-ის 100 დოლარის ფასის შემთხვევაში, გამოდის სულ 60 ათასი დოლარი. თუ მივიღებთ მხედველობაში, რომ ხის გამონაყოფი ნივთიერების (agarwood oil) 1კგ.-ის ღირებულება 25 ათასი დოლარია, ხის მორის ღირებულება ერთბაშად ნამდვილად იმატებს, მაგრამ საეჭვოა რომ 128 მილიონ დოლარს მიაღწიოს.

სუნამოები ოუდის ხის სურნელით:



imageimageimage







იხილეთ ასევე:






სუნამოს კაფსულები, რომელიც შინაგანად მისაღები იქნება


image


არიზონაში, ტბორში, წვიმების შემდეგ უცნაური არსებები გაჩნდა

image


მექსიკაში ოკეანემ ამოუცნობი ზღვის ბინადარი გამორიყა. მას თვალები არ ჰქონდა

image


ავსტრალიაში ზღვამ ნაპირზე სიურპრიზი გამორიყა

image


იცოდით, მწვანე კოდალა ზამთრის მარაგს სად ინახავს?

image


შესაძლებელია თუ არა სამედიცინო ნიღბის გამუდმებული ხმარებისას ყურების ფორმა შეიცვალოს?

image


ჩვენი წინაპრების თმის მოვლის მეთოდები(დამწვარი ვირთხის ფერფლი, კაკლის ნაჭუჭის ნახარში და ა.შ.) და ვარცხნილობები

image


საინტერესო ფაქტები საპნის წარმოშობის შესახებ

image






0
3117
5-ს მოსწონს
ავტორი:ირინა მ.
ირინა მ.
Mediator image
3117