x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"ჩვენი ბიჭებისთვის საჭმელი გამომატანეს შტაბიდან... შუაზე გავიყოთ, ვიკმარებთ რაც დაგვრჩება და არც თქვენ იქნებით მშივრები"
imageომის ვეტერანი, ვიცე-პოლკოვნიკი ედუარდ ჯიშკარიანი კობა დავითაშვილთან შეხვედრას იხსენებს 1993 წელს აფხაზეთის ომის დროს და წერს:

"1993 წლის მაისი თუ ივნისი იყო, როცა ჩვენი ბატალიონ „შავნაბადა“-ს ერთი ასეული ლეგენდარულ ანუარხუს მთაზე იყო განლაგებული. ეს ის პერიოდია, როცა მოწინააღმდეგე მხარე არ აქტიურობდა და შესაბამისად შედარებით სიმშვიდე იდგა. თუმცა წინ 2 ივლისის დესანტი, მძიმე ბრძოლა, მძიმე დანაკარგები და 12 დღიანი ალყა გველოდა, თუმცა ეს შემდეგ.

ერთ დღეს, ჩვენმა სატვირთო მანქანამ, რომელსაც ჩვენთვის საჭმელი მოქონდა პოზიციებზე, დააგვიანა. სასურველი მანქანის მოლოდინში მოგვეღრიცა კისერი და თვალები გზისკენ. ასე ჩვენი მძღოლების ჭიჭყინას, ინდაურას, რამაზას და ტუხიას დანახვა მანამდე არასდროს მოგვნატრებია, თუმცა მანქანა არ ჩანს.

ამ ლოდინში მე და კიდევ ოთხი ბიჭი, ავდექით და გზაზე ჩავედით, ვიფიქრეთ
- იქნებ რაიმე გაუფუჭდა მანქანას, თვალი მოვკრათ და თუ საჭიროა დავეხმარებით-თქო.

ვდგევართ ამ კინდღი-ტამიშის გზაზე, უკვე ღამდება, თუმცა ჩვენი მანქანა არ ჩანს.

ცოტახანში ვხედავთ, რომ კინდღის მხრიდან უაზის ტიპის ე.წ. „ტაბლეტკა“ გვიახლოვდება და თან საკმაო მაღალი სიჩქარით. ეს მანქანა მანამდე არ გვინახავს ამ გზაზე და შესაბამისად ინსტიქტურად გავნაწილდით გზის ორივე მხარეს ისე, რომ საჭიროების შემთხვევაში ცეცხლი გაგვეხსნა. როგოროც ჩანს, მანქანაში მყოფებმა ცოტა მოგვიანებით შეგვამჩნიეს და სიჩქარე დააგდეს.

მანქანა შორიახლო გააჩერეს და მძღოლის მეორე მხრიდან ახალგაზრდა ოფიცერი გადმოვიდა.

უფროსი ლეიტენანტის სამხრეები ლამაზად ქონდა განთავსებული ე.წ ავგანკებზე, შავი ტუფლის საცხით გაპრიალებული ბათინკები და რაც ყველაზე გასაკვირი იყო ის, რომ საყელოზე თეთრი ნაჭერი ე.წ პადშივა(მაგ დროს წესდებით გათვალისწინებული ჯარისკაცის ჰიგიენის დაცვის ელემენტი) ქონდა გადაკერილი.

ვინაიდან თითქმის წელიწადი ვიყავით საბრძოლო მდგომარეობაში და ასეთი მოწესრიგებული სამხედროს ნახვა ძალიან იშვიათი იყო. ჩვენ ერთმანეთს რომ გადავხედეთ, ცოტა შევიშმუშნეთ კიდეც, არ მოგვეწონა ჩვენი სანგარში ამოგვანგვნილი ფორმა.

რომ გადმოვიდა მოვესალმა, ყველას ხელი ჩამოგვართვა და ლეფონას მიმდებარედ განთავსებული არტილერიის პოზიციებისკენ მიმავალი გზა იკითხა.
ჩვენც უპასუხეთ, რომ გზას აცდა და დაახლოებით კილომეტრი ისევ უკან მოუწევდა წასვლა.

მანაც მშვიდად გადაგვიხადა მადლობა, მანქანისკენ შებრუნდა და სანამ ჩაჭდებოდა გვკითხა, თუ - რას ველოდებოდით? ჩვენც ნახევარი ყბით უთხარით ჩვენი გასაჭირი, არ გვინდოდა მშიერი და გზაზე სამათხოვროდ გამოსულები ვგონებოდით.

რომ მოისმინა, მათი მანქანის უკანა სატვირთო განყოფილება გააღო, სადაც რამდენიმე ყუთი პური, კონსერვი, ძეხვი, შაქარი, კარაქი იდო და გვეუბნება:
- მეც ეხლა მოვდივარ კინღის ბაზიდან, ეხლახან ჩამოვედი და ჯერ არ ვყოფილვარ ჩვენს პოზიციებზე, როცა მოვდიოდი თან ჩვენი ბიჭებისთვის საჭმელი გამომატანეს შტაბიდან. მოდი ესე მოვიქცეთ, შუაზე გავიყოთ რაც არის აქ, ჩვენც ვიკმარებთ რაც დაგვრჩება და არც თქვენ იქნებით მშივრები.

თქვა ეს ოფიცერმა და თავისი ხელით დაიწყო პროდუქტის გაყოფა და მანქანიდან გადმოლაგება. ჩვენ რაღაცნაირი უხერხულობას ვგრძნობდით, როგორც ჩანს ამას თვითონაც ხვდებოდა და იმდენად ჩქარა გადმოალაგა ეს პროდუქტი, ჩაჯდა მანქანაში და წავიდა, წესიერად მადლობის თქმაც ვერ მოვასწარით.

მას შემდეგ ეს ოფიცერი არ მინახავს, რამდენიმე წლის შემდეგ ვიხილე ტელევიზორში და მაშინ გავიგე მისი სახელი და გვარი - კობა დავითაშვილი
შარშან, როცა გავიგე მისი გარდაცვალება, ხშირად მაგონდება ის ჩვენი შეხვდრის რამდენიმე წუთიანი მონაკვეთი. პარალელურად ვიხსენებ მის პოლიტიკურ მოღვაწეობას და რაღაცნაირი პარალელების გავლებას ვცდილობ.

- გაქანებული ომია, წესიერად არავინ იცის სად მტერია და სად შენიანი. ამ დროს ღიად მიდიხარ ხალხთან, რომლებსაც შენსკენ ხუთი გადატენილი ავტომატი აქვს მოშვერილი. ჩერდები მათთან, ესალმები, ხელს ართმევ, გზას ეკითხები, საჭმელს უნაწილებ, მადლობას ღებულობ და შენს გზაზე აგრძელებ სვლას ზურგიდან მომზირალი მადლიერი თვალების ფონზე.

- გაქანებული პოლიტიკური ბრძოლაა, წესიერად არავინ იცის სად მტერია და სად შენიანი. ამ დროს ჩვეულებისამებრ ღიად მიდიხარ ხალხთან, რომლებსაც შენსკენ პოლიტიკური დივიდენტები აქთ მოშვერილი, ჩერდები მათთან, ესალმები, ხელს ართმევ, გზას ეკითხები, საჭმელს უნაწილებ, ბავშვს ანათლიებ, მადლობის ნაცვლად ზურგში მახვილს იღებ და აგრძელებ შენს გზას ინვალიდობიდან სამარემდე!

ამიტომ ვფიქრობ, რომ ბრძოლის ველი გაცილებით სუფთაა, ვიდრე პოლიტიკური.

დღეს მისი გარდაცვალების წლისთავია და აქ ერაყში ანთებული სანთელით, მინდა ღმერთს შევავედრო მისი სული!

P.S. ამ ყოველივეს დაწერას შარშან, როცა გარდაიცვალა მაშინ ვაპირებდი, თუმცა დაბლოკილი ვიყავი".

image
image

ასევე იხილეთ


დასავლეთის შვიდმა ქვეყანამ - ესტონეთმა, საფრანგეთმა, ირლანდიამ, ნორვეგიამ, დიდმა ბრიტანეთმა, შეერთებულმა შტატებმა და ალბანეთმა - მოუწოდა რუსეთს, გააუქმოს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება და გაიყვანოს ჯარები ამ რეგიონებიდან. გაეროს უშიშროების საბჭოს შესაბამისი განცხადება 2008 წლის სამხედრო მოვლენ...


24 ივლისს გამოვიდა საფრანგეთის ექს-პრეზიდენტის და ევროკავშირის თავმჯდომარის 2008/2009 წლებში ნიკოლა სარკოზის 500 გვერდიანი მემუარები, "ქარიშხლების ეპოქა"სადაც 13 გვერდი აგვისტოს ომის მოვლენებს ეძღვნება.წიგნი ძირითადად კორონავირუსით გამოწვეული კარანტინის დროს დაიწერა.გთავაზობთ ჩვენთვის საინტერესო ამონარიდებს მემუარებიდან ...



რუსეთის პრემიერ-მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ ერთ-ერთი უმძიმესი გადაწყვეტილება საკუთარ ცხოვრებაში 2008 წლის აგვისტოში საქართველოს მიმართ განხორციელებული საპასუხო სამხედრო ქმედება იყო, რომელიც ქართული მხარის აგრესიის საპასუხოდ მოხდა.ამის შესახებ მედვედევმა დღეს მთავრობის პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომელიც ლაივ-რეჟიმში გადაიცემოდა You T...





ზუსტად 25 წლის წინ, 1992 წლის 14 აგვისტოს ქართულმა შინაგანმა ჯარებმა ზუგდიდი-გალის ადმინისტრაციული საზღვარი გადაკვეთა ავტონომიურ რესპუბლიკაში სარკინიგზო კომუნიკაციების დაცვის მიზნით, ამის შესახებ ინფორმირებული იყო აფხაზეთის ხელმძღვანელობა და ვლადისლავ არძინმა. შეთანხმების მიუხედავად, სეპარატისტებმა საქართველოს შინაგანი ჯარის დანაყოფს ოჩამჩირეში და გულრი...

0
755
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
755
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0