კონფლიქტები მედვედევმა საქართველოსთან დაწყებულ ომზე ისაუბრა 2019, 5 დეკემბერი, 16:42 რუსეთის პრემიერ-მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ ერთ-ერთი უმძიმესი გადაწყვეტილება საკუთარ ცხოვრებაში 2008 წლის აგვისტოში საქართველოს მიმართ განხორციელებული საპასუხო სამხედრო ქმედება იყო, რომელიც ქართული მხარის აგრესიის საპასუხოდ მოხდა.ამის შესახებ მედვედევმა დღეს მთავრობის პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომელიც ლაივ-რეჟიმში გადაიცემოდა You Tube-ზე. მედვედევმა აღნიშნა, რომ ასეთი რთული გადაწყვეტილების მიღება იმ დროს მოუწია, როდესაც სულ რაღაც ორი თვის დაკავებული ჰქონდა პრეზიდენტის პოსტი. -ეს იყო ძალიან ძნელი, თუმცა მოვლენების შემდგომმა განვითარებამ ცხადყო, რომ ეს გადაწყვეტილება იყო ერთადერთი და გარდაუვალი-დასძინა პრემიერმა. 551 3-ს მოსწონს 1-ს არა
|