x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
რუსი ჯარისკაცების ოჯახების გაბედული აქციები: "დაგვიბრუნეთ ქმრები, შვილები"

image

ხელისუფლების მხრიდან დაშინების მიუხედავად, უკრაინის ომში მობილიზებული რუსი ჯარისკაცების ნათესავები ფრონტიდან დაბრუნების კამპანიას აწარმოებენ. როგორია მათი წარმატების შანსები?


უკრაინაში საომრად გაგზავნილი რუსი წვევამდელების ნათესავები შეიკრიბნენ, რათა შექმნან ახალი მოძრაობა. ისინი აწყობენ პიკეტებს და ფლეშმობებს, ასევე მიმართავენ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს, ფრონტიდან მათი ქმრების, შვილების თუ მამების დაბრუნების მოთხოვნით. ხელისუფლება ცდილობს ბოლო მოუღოს მათ ქმედებებს; ისინი შიშობენ, რომ პროტესტმა შეიძლება მწვავე ხასიათი მიიღოს


თუმცა, ხელისუფლებამ ასევე აღიარა, რომ მობილიზაცია რუსეთში ძალაში რჩება იქამდე, სანამ პრეზიდენტი არ გააუქმებს. ამრიგად, წვევამდელები შეიძლება დარჩნენ ფრონტზე განუსაზღვრელი ვადით; მათი როტაცია არ არის გათვალისწინებული.



საპროტესტო განწყობები გაძლიერდა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა პუტინმა შეიწყალა კიდევ ერთი მძიმე დანაშაულისთვის ნასამართლევი მხოლოდ იმიტომ, რომ ის მონაწილეობდა უკრაინის წინააღმდეგ ომში.

image

ტრადიციად ქცეული ვლადიმირ პუტინის დიდი ყოველწლიური შემაჯამებელი სატელევიზიო კითხვა-პასუხი "პირდაპირი ხაზი" (Прямая линия)14 დეკემბერს არის დაგეგმილი.


ტელეგრამის არხი "გზა სახლისკენ ", რომელსაც ჰყავს 30, 5 ათასი მობილიზებური გამომწერი, იუწყება, რომ ტელეკომპანია აივსო ომში წასული მამაკაცების სასოწარკვეთილი ნათესავების კითხვებით.



„ჩემი ქმარი და ძმა ფრონტზე არიან. ისინი მობილიზაციის დასაწყისშივე გამოიძახეს და ცხრა თვეა შვებულება არა აქვთ - ისინი საბრძოლო ზონაში უნდა დარჩნენ“, - ამბობს ტატიანა. -ჩემი შვილი მეკითხება, რატომ მხოლოდ მამამისს უწევს ბრძოლა, როცა მისი ასაკის ბავშვების მამათაგან მხოლოდ ის არის გაწვეული?“.



ტატიანა გამოცემა DW-თან საუბარს დათანხმდა, თუმცა პირადი ინფორმაციის გამჟღავნება არ ისურვა და ამიტომ სახელი შეცვლილია. ”მე ჩემზე არ მეშინია, არამედ ჩემი ქმარზე და ძმაზე ვდარდობ - ამან შეიძლება საფრთხე შეუქმნას მათ, ” - ხაზს უსვამს ის.


ტატიანა ამბობს, რომ მისი რეგიონის გუბერნატორის წარმომადგენლებმა ქმარს და ძმას შესთავაზეს კონტრაქტები რუსეთის ჯართან.


"მაგრამ ამას არავითარი მნიშვნელობა არა აქვს. ისინი ყველა დაღლილები და გადაქანცულები არიან, არც ძალა აქვთ და არც მოტივაცია", - ასე განსჯის ის რუსეთის ომს უკრაინის წინააღმდეგ. მისი ყველა მოთხოვნა ხელისუფლებისადმი უპასუხოდ რჩება.



პარალელურად არც უკრაინელი მეომრების ოჯახები არიან გულხელდაკრეფილი, აწყობენ აქციას და მოუწოდებენ, რომ "ომისგან დაგვასვენონო"


0
172
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
172
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0