კონფლიქტები "ზელენსკი შეიშალა და ვეღარ აზროვნებს"-განაცხადა გერმანელმა პოლიტიკოსმა 2022, 1 ივლისი, 20:03 გერმანიის თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი ვიმერი: ზელენსკი გაგიჟდა, რადგან რუსეთთან ესკალაციის გაგრძელების მომხრეა. ვოლოდიმირ ზელენსკი" შეიშალა", რადგან მშვიდობის მოწოდების ნაცვლად დასავლეთს უკრაინაში სიტუაციის ესკალაციას ითხოვს, წერს გერმანიის თავდაცვის სამინისტროს ყოფილი სახელმწიფო მდივანი ვილი ვიმერი გამოცემა Nachdenkseiten-ში. „მადრიდში ნატოს სამიტზე ზელენსკიმ ნატოს მოუწოდა რუსეთთან ღია კონფლიქტში ჩართულიყო. გასაგები იქნებოდა, თუ ის მოითხოვდა მშვიდობას საკუთარი ქვეყნისთვის <…> ამის ნაცვლად, ზელენსკი ყვიროდა, რომ „ცა მოიქუფრა“, ნათქვამია სტატიაში. პრეზიდენტი ზელენსკი "იქ საქმეზე" იყო: ან დასავლეთი აწვდის უკრაინას იმ იარაღს, რომელიც უკრაინას სჭირდება რუსეთის დასამარცხებლად, ან დასავლეთი აწარმოებს ომს თავად რუსეთის წინააღმდეგ. ორივე მოთხოვნა იდენტურია. ვიმერის თქმით, ყველა „მეომარ ძალას“ ომის პირველსავე დღეებიდან უნდა ემუშავა რუსეთსა და უკრაინას შორის მშვიდობიანი კონსენსუსის მიღწევაზე, ასეთი შესაძლებლობა ასევე იყო მადრიდის სამიტზე. თუმცა ეს არავის გაუკეთებია, რადგან „დღევანდელი ვითარება აშკარად შეესაბამება დასავლურ ინტერესებსა და გეგმებს“. 939 3-ს მოსწონს
|