x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
პუტინმა შესაძლოა ატომური ბომბი შავ ზღვაზე ჩამოაგდოს
image

ვლადიმერ პუტინმა შესაძლოა გადაწყვიტოს ბირთვული იარაღის აფეთქება უკრაინის საზღვრებზე, ამის შესახებ "ნატომ" გააფრთხილა ალიანსის წევრები.



პუტინის მიზანია გამოწივიოს ესკალაცია, რომელიც შექმნილია დასავლეთის დასაშინებლად.



გავრცელებული ინფორმაციით, პუტინი "ემზადება საკვანძო გადაწყვეტილებების მისაღებად" იგი მოსკოვის მახლობლად ბუნკერში ზის და იქიდან გასცემს ბრძანებას ტაქტიკური ბირთვული იარაღის გაშვების შესახებ.




კრემლი ცდილობს მიაწოდოს მოწინააღმდეგეებს სიგნალი, რომ მზადაა თავისი ერთადერთი დარჩენილი კოზირი გამოიყენოს, იმ ფონზე, როდესაც რუსული არმია უკრაინის ჯართან მარცხს მარცხზე განიცდის.



თუმცა, წყარომ, თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსანმა თქვა, რომ პუტინის მიერ ატომური იარაღის სავარაუდო დემონსტრირება შეიძლება უფრო მოხდეს შავ ზღვაში, იტყობინება The Times.



ასეთი ნაბიჯი დაარღვევს გრძელვადიან ტაბუს ბირთვული იარაღის გამოყენების წინააღმდეგ და მსოფლიო 1963 წლის კუბის სარაკეტო კრიზისის შემდეგ ყველაზე სასიკვდილო გზას დაადგება.


პუტინმა, რომელიც პარასკევს 70 წლის ხდება, გააფრთხილა უკვე საკუთარი ოჯახი, მათ შორის მისი პარტნიორი 40 წლის ყოფილი ტანმოვარჯიშე ალინა კაბაევა, შესაძლო სწრაფი ევაკუაციის შესახებ.

მას სჯერა, რომ ბუნკერი "დაცული" იქნება დასავლეთის თავდასხმისგან და ის და მთავრობის უმაღლესი ჩინოვნიკები, უსაფრთხოების აპარატის თნამშრომლებთან ერთად გადაინაცვლებენ საიდუმლო ადგილზე, სადაც თავს უსაფრთხოდ იგრძნობენ იტყობინება General SVR.

5
524
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
524
  
2022, 18 ოქტომბერი, 23:00
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2022, 15 ოქტომბერი, 23:02
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2022, 14 ოქტომბერი, 22:52
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2022, 6 ოქტომბერი, 22:47
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2022, 4 ოქტომბერი, 23:10
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 5