კონფლიქტები 7-მა ქვეყანამ მოუწოდა რუსეთს გაიყვანოს ჯარები აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან 2021, 5 აგვისტო, 10:41 დასავლეთის შვიდმა ქვეყანამ - ესტონეთმა, საფრანგეთმა, ირლანდიამ, ნორვეგიამ, დიდმა ბრიტანეთმა, შეერთებულმა შტატებმა და ალბანეთმა - მოუწოდა რუსეთს, გააუქმოს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება და გაიყვანოს ჯარები ამ რეგიონებიდან. გაეროს უშიშროების საბჭოს შესაბამისი განცხადება 2008 წლის სამხედრო მოვლენების წლისთავზეა გათვლილი. "დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას ... დაუყოვნებლივ გაიყვანოს ჯარები და უსაფრთხოების ძალები, ასევე გადახედოს საქართველოს ტერიტორიაზე აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებას"-ნათქვამია გაეროს განცხადებაში. აშშ -ს ეროვნული უსაფრთხოების ყოფილმა მრჩეველმა ჯონ ბოლტონმა განაცხადა, რომ არსებობს საშუალება, რითაც შეიძლება ვაშინგტონმა "აიძულოს მოსკოვი შეუერთდეს დასავლეთს". ბოლტონის აზრით, შეერთებული შტატები უნდა დაუპირისპირდეს რუსეთს ყოფილი სსრკ -ს ქვეყნების, მათ შორის აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთის გამო. ის დარწმუნებულია, რომ ეს ხელს შეუწყობს აღდგეს ის სიტუაცია, რომელიც არსებობდა 2008 წლის აპრილამდე. პოლიტიკოსის აზრით, მაშინ კიევისა და თბილისის წევრობა ნატოში სერიოზულად განიხილებოდა. ბოლტონმა ასევე გამოთქვა მოსაზრება, რომ ამ გზით ვაშინგტონი შეძლებს "გაიმარჯვოს" და დაიბრუნოს გავლენა "ნაცრისფერ ზონაზე", რომელიც წარმოიშვა სსრკ -ს და ვარშავის ხელშეკრულების წევრი ქვეყნების ორგანიზაციის დაშლის შემდეგ. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ შესაძლებელია დონბასის სიტუაციასა და აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში განვითარებულ მოვლენებს შორის ანალოგის პოვნა, მაგრამ მათ შორის დიდი განსხვავებაცაა. "აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, როდესაც სააკაშვილის მხრიდან აგრესია მოხდა ცხინვალზე, სამშვიდობოების პოზიციებზე, მათ შორის რუს სამშვიდობოებზე, მაშინ არ არსებობდა მინსკის მსგავსი მოლაპარაკებების პაკეტი"-განაცხადა ლავროვმა. 331 2-ს მოსწონს
|