საზოგადოებრივი ანატოლიელი მონადირე-შემგროვებლები, ადრეული ანატოლიელი და ევროპელი ფერმერები 2021, 25 ნოემბერი, 4:51 ანატოლიელი მონადირე-შემგროვებლები (Anatolian hunter-gatherers - AHG) იყო ადამიანთა ის მოდგმა, რომლებიც ცხოვრობდნენ მცირე აზიის, ანატოლიის (დღევანდელი თურქეთის) ტერიტორიაზე უძველესი დროიდან. მათი დომინანტური ჰაპლოჯგუფები იყო G, G2 და G2a. წარმოგიდგენთ ამ მოსახლეობის გენეტიკურ ისტორიას, თუ როგორ, სად და როდის ჩამოყალიბდნენ ისინი: ჰაპლოჯგუფი A იყო დედამიწაზე არსებული ყველა Y-ქრომოსომული, იგივე მამისეული ჰაპლოჯგუფის წინაპარი, რომელიც ჩამოყალიბდა აფრიკის ტერიტორიაზე, დაახლოებით აფრიკის რქის რეგიონში ძვ.წ. 300, 000 - ძვ.წ. 268, 000 წლებში. მან წარმოშვა BT ჰაპლოჯგუფი აფრიკის ტერიტორიაზე ძვ.წ. 148, 000 - ძვ.წ. 143, 000 წლებში. მან თავის მხრივ ჩამოაყალიბა CT ჰაპლოჯგუფი აფრიკის ტერიტორიაზე ძვ.წ. 100, 000 - ძვ.წ. 75, 000 წლებში. მან კი წარმოშვა CF ჰაპლოჯგუფი ახლო აღმოსავლეთში ან აფრიკაში ძვ.წ. 73, 000 - ძვ.წ. 68, 000 წლებში. CF-მა წარმოშვა F ჰაპლოჯგუფი სამხრეთ აზიაში ან სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში ძვ.წ. 60, 500 - ძვ.წ. 56, 000 წლებში. F-მა წარმოშვა GHIJK აღმოსავლეთ აზიაში ან სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში ძვ.წ. 59, 000 - ძვ.წ. 55, 000 წლებში. GHIJK-მ წარმოშვა G ჰაპლოჯგუფი ძვ.წ. 50, 000 წლისთვის დასავლეთ აზიაში, მესოპოტამია-ანატოლიის ტერიტორიებზე და სწორედ ამ დროიდან ეს ხალხი იქცა პროტო-ანატოლიელ მონადირე-შემგროვებლებად, ვინაიდან ამ ტერიტორიებზე დაიწყეს ცხოვრება. G ჰაპლოჯგუფმა წარმოშვა G2 ჰაპლოჯგუფი ამავე ტერიტორიაზე ძვ.წ. 24, 000 წლისთვის. მან კი წარმოშვა ჰაპლოჯგუფი G2a ძვ.წ. 20, 000 - ძვ.წ. 18, 000 წლისთვის ანატოლიის ან სამხრეთ კავკასიის ტერიტორიაზე და ამ ჰაპლოჯგუფის ხალხი ამავე ტერიტორიებზე გავრცელდა. დღესდღეობით ამ ხალხის შთამომავლების ყველაზე დიდი სიხშირე დამოუკიდებელ სახელმწიფოებს შორის საქართველოს აქვს, ხოლო თვითონ საქართველოს შიგნით ყველაზე მეტად დასავლეთ საქართველოს რეგიონებში და საერთოდ დასავლეთ კავკასიის რეგიონებში (ჩერქეზები, ოსები) მისი სიხშირე მსოფლიოს ხალხთა შორის უდიდესია. მაშასადამე, ანატოლიელი მონადირე-შემგროვებლები იყვნენ ის მოდგმა, რომლებიც იყვნენ ანატოლიის უძველესი აბორიგენების, ადგილობრივი ხალხის შთამომავლობა და საბოლოოდ ფორმირდნენ ეპიპალეოლითის დასაწყისამდე (ძვ.წ. 18, 000 წ.) ძვ.წ. 23, 000 წლიდან. ისინი თვითონ, დამოუკიდებლად გადავიდნენ მიწათმოქმედებაზე, ქალაქმშენებლობაზე და აქედან გამომდინარე ნეოლითურ პერიოდში. ძვ.წ. 11, 000 წლიდან გადავიდა ხალხი მიწათმოქმედებაზე პირველად მესოპოტამიის ტერიტორიაზე, შემდეგ ის გავრცელდა სამხრეთ-დასავლეთ აზიისკენ ძვ.წ. 9000 წლიდან და მიაღწია ცენტრალურ ანატოლიას ძვ.წ. 8300 წლისთვის ადგილობრივი მონადირე-შემგროვებლები ნელ-ნელა გადადიოდნენ ნეოლითური ცხოვრების წესზე. ასე ჩამოყალიბდნენ ანატოლიელი ნეოლითური ფერმერები (Anatolian Neolithic Farmers - ANF). სწორედ ეს ხალხი იყო ცნობილი გობექლი თეფეს შემქმნელი, ამ ხალხმა მოიშინაურა პირველად მსხვილფეხა საქონელი და ღორი. უძველესი აღმოჩენილი ანატოლიელი მონადირე-შემგროვებელი დათარიღებულია ძვ.წ. 13, 642 წლით. მისმა ავტოსომურმა კვლევამ ცხადყო, რომ ის იყო იგივე გენეტიკის, რაც მცირე აზიაში შემდგომ არსებული: ანატოლიელი აკერამიკული ფერმერები (Anatolian Acaramic Farmers - AAF) ძვ.წ. 8300-7800 წლებში და მათგანვე წარმოშობილი, იგივე ხალხი, ოღონდ უკვე მიწათმოქმედებასთან ერთად კერამიკის დამზადებაზე გადასული - ანატოლიელი კერამიკული ფერმერები (Anatolian Ceramic Farmers - ACF) - ძვ.წ. 7800-6000 წლებში. ესეიგი ანატოლიელი მონადირე შემგროვებლები გახდნენ ანატოლიელი ფერმერები ძვ.წ. 8300 წლიდან. აქ არ მომხდარა რაიმე მიგრაცია და ერთი მოდგმის მეორეთი შეცვლა. სწორედ ეს ანატოლიელი ფერმერები გადავიდნენ მცირე აზიიდან ევროპის კონტინენტზე ძვ.წ. 6500 წლიდან და ძვ.წ. 6000 წლისთვის უკვე მთლიანად მოდებულნი იყვნენ სამხრეთ ევროპის ხმელთაშუაზღვისპირეთს, ხოლო შემდგომ საუკუნეებში გავრცელდნენ ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაშიც. ამ ხალხმა დიდი წვლილი შეიტანა დღევანდელი სამხრეთ ევროპელი ხალხების ფორმირებაში, ყველაზე მეტად მათი გენეტიკური გავლენა სამხრეთ ევროპის ხმელთაშუაზღვისპირეთის ერებში შეიმჩნევა. ევროპაში გადასვლის შემდეგ, მათ იქ მიიტანეს მიწათმოქმედების და ფერმერობის კულტურა, ქალაქმშენებლობა, კერამიკის დამზადების ხელოვნება და სხვა უამრავი ცოდნა, რომელიც გააჩნდათ და აძლევდათ დიდ უპირატესობას ადგილობრივ ევროპელ მონადირე-შემგროვებლებთან შედარებით, კერძოდ საუბარია დასავლეთის მონადირე-შემგროვებლებზე (WHG), ამ უნარ-ჩვევების გამო მალე ანატოლიელმა მიწათმოქმედებმა, რომლებიც უკვე ადრეულ ევროპელ ფერმერებად (Early European Farmers - EEF) იქცნენ, მოახერხეს სწრაფი გამრავლება და დომინანტურ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ კონტინენტზე, მათი გენეტიკა და კულტურა სრულ დომინირებას ინარჩუნებდა ევროპაში ძვ.წ. 6500 წლიდან ძვ.წ. 2000 წლამდე, იმ პერიოდამდე, სანამ სამხრეთ რუსეთის სტეპიდან არ დაიწყეს გავრცელება ინდო-ევროპულ ენებზე მოსაუბრე ხალხებმა, იგივე დასავლეთ სტეპის მესაქონლეებმა (WSH). ანატოლიელი მონადირე-შემგროვებლების საერთო ავტოსომური გენეტიკა დაკავშირებული იყო როგორც დასავლეთ ევროპელ მონადირე-შემგროვებლებთან (WHG), კერძოდ ვილაბრუნას და ბალკანეთის რკინის კარიბჭეთა კულტურის ხალხთან ასევე ნატუფიური კულტურის შემოქმედ ხალხთან - ნატუფიელებთან, რომლებიც ლევანტის დიდ რეგიონში იყვნენ განსახლებულნი. ეს გავლენები იყო გამოწვეული დასავლეთის მონადირე-შემგროვებლების და ნატუფიელების გარკვეული მიგრაციით ანატოლიაში, სადაც შეერივნენ იქ მცხოვრებ უძველეს მონადირე-შემგროვებლებს და წვლილი შეიტანეს ეპიპალეოლითის ანატოლიის მონადირე-შემგროვებელთა ჩამოყალიბებაში, მაგრამ აღსანიშნავია, რომ ანატოლიელი მონადირე-შემგროვებლების Y-ქრომოსომული ჰაპლოტიპი სრულიად დომინანტურად იყო G2a და ამ მცირე გადმოსახლებებმა ანატოლიის პოპულაციაში ამ ჰაპლოტიპის სიხშირეზე გავლენა თითქმის არ მოახდინა. როდესაც ანატოლიელი მონადირე-შემგროვებლები გადავიდნენ მიწათმოქმედებაზე და ნეოლითურ ხანაში შეაბიჯეს ძვ.წ. 8300 წლიდან, ისინი 80%-დან 90%-მდე დარჩნენ იგივე გენეტიკის მატარებლები, რაც ძვ.წ. 23, 000 წლიდან ანატოლიაში საბოლოოდ ჩამოყალიბებული მათი წინაპარი აბორიგენი ანატოლიელი მონადირე-შემგროვებლები. დანარჩენი გენეტიკა მათ ჰქონდათ მიღებული ასევე კავკასიელი მონადირე-შემგროვებლებისგან და ლევანტის ადრეული ფერმერებისგან. ანატოლიელ ნეოლითურ ფერმერებს (Anatolian Neolithic Farmers - ANF) ჰქონდათ ბევრად უფრო თეთრი კანი, ვიდრე დასავლეთის მონადირე-შემგროვებლებს (WHG), მაგრამ ჰქონდათ მეტწილად ყავისფერი თვალები, უფრო მცირე პროცენტით ღია. დასავლეთ ევროპელ მონადირე-შემგროვებლებს (WHG) კი თითქმის ყველას ღია ფერის, ლურჯი თვალები ჰქონდათ მოყავისფრო კანთან ერთად. ასეთივე მოყავისფრო კანი ჰქონდათ მათ წინაპრებს - კრო-მანიონებს. აქვე აღსანიშნავია, რომ ყველა მათგანი ანთროპოლოგიურად, კრანიალური ფორმით კავკასოიდები იყვნენ. თეთრი კანის (SLC24A5 + SLC45A2) დამკვიდრება და გავრცელება ევროპაში სწორედ ძვ.წ. 7000 - ძვ.წ. 6500 წლიდან მცირე აზიიდან მიგრირებული ანატოლიელი ფერმერების მიერ მოხდა ევროპის კონტინენტზე. ანატოლიელ ფერმერებს თმის ფერი მუქი ჰქონდათ ისევე, როგორც დასავლეთის მონადირე-შემგროვებლებს. ღია ფერის თმა (KITLG) ევროპაში მხოლოდ აღმოსავლეთის მონადირე-შემგროვებლების შესვლის მერე გავრცელდა. ასეთი თმა მათ ახასიათებდათ. მოკლედ, შეგვიძლია ასე შევაჯამოთ ანატოლიური მოდგმის განვითარების ეტაპები: 1. პროტო-ანატოლიელი მონადირე-შემგროვებლები - უძველესი ჰომო საპიენსები, რომლებიც განსახლდნენ ანატოლიის ტერიტორიაზე ძვ.წ. 50, 000 წლიდან. ისინი იყვნენ ეპიპალეოლითური ანატოლიელი მონადირე-შემგროვებლების პირდაპირი წინაპრები. მათი დომინანტური ჰაპლოჯგუფები იყო: GHIJK, G და G2. 2. ანატოლიელი მონადირე-შემგროვებლები (Anatolian Hunter Gatherers - AHG) - ძვ.წ. 23, 000 - ძვ.წ. 8300 წწ. ადრეული ანატოლიელი ფერმერების პირდაპირი წინაპრები. მათი დომინანტური ჰაპლოჯგუფი იყო G2a. 3. ადრეული ანატოლიელი ფერმერები (Early Anatolian Farmers - EAF) - ძვ.წ. 8300 წლიდან. ადრეული ევროპელი ფერმერების პირდაპირი წინაპრები. მათი დომინანტური ჰაპლოჯგუფი იყო G2a. 4. ადრეული ევროპელი ფერმერები (Early European Farmers - EEF) - ძვ.წ. 6500 წლიდან. მათი დომინანტური ჰაპლოჯგუფი იყო G2a. უფრო დეტალურად ვისაუბროთ ადრეულ ევროპელ ფერმერებზე (Early European Farmers - EEF). არქეოგენეტიკაში მათ ასევე ეწოდებათ პირველი ევროპელი ფერმერები (First European Farmers - FEF), ნეოლითური ევროპელი ფერმერები (Neolithic European Farmers - NEF), ან უძველესი ეგეოსელი ფერმერები (Ancient Aegean Farmers - ANF). ადრეული ევროპელი ფერმერების და დასავლეთის მონადირე-შემგროვებლების წინაპრები ერთმანეთს გამოეყვნენ ძვ.წ. 43, 000 წლისთვის, მას შემდეგ, რაც დასავლეთის მონადირე-შემგროვებლების წინაპრები - გადავიდნენ ანატოლიიდან ევროპაში და ჩამოყალიბდნენ კრო-მანიონებად. ხოლო ადგილობრივი ევროპელი ფერმერების და კავკასიელი მონადირე-შემგროვებლების წინაპრები ერთმანეთს გამოეყვნენ ძვ.წ. 23, 000 წლისთვის. მათ იცხოვრეს მცირე აზიის ტერიტორიაზე მრავალი ათასწლეულის განმავლობაში და საბოლოოდ გადავიდნენ ბალკანეთში ძვ.წ. მე-7 ათასწლეულში დიდი რაოდენობით, სადაც მათ თითქმის სრულად ჩაანაცვლეს დასავლეთის მონადირე-შემგროვებლები (WHG). 80%-დან 90%-მდე ადრეული ევროპელი ფერმერები Y ქრომოსომული ჰაპლოჯგუფი იყო G2a და მისი სახესხვაობები, ხოლო დანარჩენი 10%-დან 20%-მდე შემდეგი Y-ქრომოსომული ჰაპლოჯგუფები: J, E1b1, T, H და C1a2. რაც შეეხება მიტოქონდრიულ ჰაპლოჯგუფებს, ის საკმაოდ მრავალფეროვანი იყო, უდიდესწილად ადგილობრივი დასავლეთ ევრაზიელებისთვის დამახასიათებელი. ბალკანეთში ადრეული ევროპელი ფერმერები გაიყვნენ ორ ფრთად, პირველმა ჯგუფმა გზა განაგრძო და დამკვიდრდა მდინარე დუნაის აუზში, დღეს ამ კულტურას ეწოდება დახაზული ჭურჭლის კულტურა (Linear Pottery culture), რომელიც არსებობდა ძვ.წ. 5500 - 4500 წლებში ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში დიდ ტერიტორიებზე. მეორე ფრთა კი გავრცელდა დასავლეთით და შექმნა სამხრეთ ევროპის ხმელთაშუაზღვიური კულტურა - გულისებრი ჭურჭლის კულტურა (Cardial ware culture), რომელიც არსებობდა ძვ.წ. 6400-5500 წლებში დღევანდელი ესპანეთის, იტალიის და აღმოსავლეთ ბალკანეთის ტერიტორიებზე. მხოლოდ სკანდინავიის და აღმოსავლეთ ევროპის ის მიწები დარჩა ადრეული ევროპელი ფერმერების მიერ დაუსახლებელი, რომელიც დღეს რუსეთს ეკუთვნის და იქ შესაბამისად სკანდინავიელი მონადირე-შემგროვებლები და აღმოსავლეთის მონადირე-შემგროვებლები იყვნენ კვლავ დომინანტები. ადრეულმა ევროპელმა ფერმერებმა ძვ.წ. მე-5 ათასწლეულის შუა ხანებიდან აითვისეს დიდი ტერიტორიები დღევანდელი გერმანიის და უკრაინის საკმაო ნაწილის ჩათვლით. ძვ.წ. მე-3 ათასწლეულის შუა ხანებიდან სამხრეთ რუსეთის პონტიურ-კასპიური სტეპიდან ევროპაში დაიწყეს გადასახლება დასავლეთ სტეპის მესაქონლეებმა, რომლებიც ჩამოყალიბებულნი იყვნენ კავკასიელი მონადირე-შემგროვებლებისა და აღმოსავლეთის მონადირე-შემგროვებლების შერევით და რომლებმაც შემდგომ ათასწლეულებში სრული დომინაცია მოიპოვეს. მათ დიდწილად ჩაანაცვლეს როგორც ადრეული ევროპელი ფერმერები, ისე დასავლეთის მონადირე-შემგროვებლები, ამ პროცესში კი მთელ ევროპაში გაავრცელეს ინდო-ევროპული დიალექტები და ენები. აღსანიშნავია, რომ ადრეული ევროპელი ფერმერების გენეტიკა დღემდე შემორჩენილია ევროპაში, მაგალითად ყველაზე მაღალი არის ხმელთაშუაზღვისპირეთში 60-დან 90%-მდე (მაგალითად სარდინიაში), ბალტიის ზღვის რეგიონისკენ კი 30%-ზე დაბლა იკლებს. ასე რომ, სამხრეთ ევროპაში, ზოგიერთ რეგიონში, ლაზარიდისის მიხედვით (Lazaridis et al. 2014. გვ. 411) ადრეული ევროპელი ფერმერების გენეტიკა 90%-მდეც კი აღწევს, საშუალოდ კი 50%-დან 80%-მდე მთელ სამხრეთ ევროპაში, სხვადასხვა რეგიონში სხვადასხვაგვარად. მისივე მიხედვით, ადრეული ევროპელი ფერმერების საერთო ავტოსომური გენომის 44% მოდიოდა ძირეული ევრაზიელებისგან. ევროპის უძველესი მუმია იოტცი, იგივე ყინულკაცა იოტცი, რომელიც 1991 წელს ალპებში, ავსტრიისა და იტალიის საზღვარზე აღმოჩინეს და რომელიც დათარიღდა ძვ.წ. 3275-3230 წლებით, აღმოჩნდა G2a-ს ჰაპლოჯგუფის მტარებელი და განისაზღვა, როგორც უდიდესწილად ახლო აღმოსავლური წარმომავლობის, ანატოლიელი და მცირე წილით დასავლეთის მონადირე-შემგროვებელი. თანამედროვე სამხრეთ ევროპელებს, ვისაც კი დასავლეთის მონადირე-შემგროვებლების გენეტიკა აქვთ, ის მიღებული აქვთ ადრეული ევროპელი ფერმერებისგან და არა პირდაპირ დასავლეთის მონადირე-შემგროვებლებისგან. მალმსტრომის მიხედვით (Malmstrom et al. 2015) ძაბრისებრ-ყელიანი თასების კულტურა (Funnelbeaker culture) ცენტრალურ და ჩრდილოეთ ევროპაში, რომელიც არსებობდა ძვ.წ. 4300-2800 წლებში, იყო უდიდესწილად ჩამოყალიბებული ადრეული ევროპელი ფერმერების მიერ და მისი პოპულაცია მხოლოდ მცირე წილად იყო ჩამოყალიბებული დასავლეთის მონადირე-შემგროვებლების მიერ. ამით ის განსხვავდებოდა მეზობელი დაკენკილი ჭურჭლის კულტურისგან (Pitted ware culture), რომელიც არსებობდა ძვ.წ. 3500-2300 წლებში სამხრეთ სკანდინავიაში და რომლის მოსახლეობაც დიდწილად იყო სკანდინავიელი მონადირე-შემგროვებლების შთამომავლობა და თითქმის არ ჰქონდათ ადრეული ევროპელი ფერმერების გენეტიკური გავლენა. ოლალდეს მიხედვით (Olalde et al. 2015) დახაზული ჭურჭლის კულტურის (Linear pottery culture) ხალხი, რომელიც არსებობდა ძვ.წ. 5500-4500 წლებში ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში, იყვნენ წარმომდგარნი ჰომოგენური ხალხისგან ბალკანეთიდან და ესენი იყვნენ ადრეული ევროპელი ფერმერები. დღევანდელ ეთნოსებს შორის, ყველაზე დიდი რაოდენობით ადრეული ევროპელი ფერმერების ავტოსომური, საერთო გენეტიკა აქვთ სარდინიელებს და ბასკებს, რომლებიც პირდაპირ წარმოდგებიან კარდიალური ანუ გულისებრი ჭურჭლის კულტურის (Cardial ware culture) ხალხისგან, რომლებიც ასევე იყვნენ ადრეული ევროპელი ფერმერები (EEF). მათიესონის მიხედვით (Mathieson et al. 2015) ადრეულ ევროპელ ფერმერებს ჰქონდათ 7%-დან 11%-მდე უფრო მეტი დასავლეთის მონადირე-შემგროვებლების გენეტიკა, ვიდრე მათ წინაპარ ანატოლიელ ფერმერებს. ადრეული ევროპელი ფერმერები ტიპიურად ატარებდნენ G2a ჰაპლოჯგუფს. თანამედროვე ევროპელი ერები სამი მოდგმის შერევით არიან წარმოშობილნი, ესენია: დასავლეთის მონადირე-შემგროვებლები, ადრეული ევროპელი ფერმერები და იამნაიას კულტურის ხალხი, იგივე დასავლეთ სტეპის მესაქონლეები. ისინი დღევანდელი ახლო აღმოსავლეთის მცხოვრებლებისგან და იყვნენ დღევანდელი დასავლეთ კავკასიელების მსგავსნი. ნეოლითური და სპილენძის ხანის იბერიის ნახევარკუნძულის მოსახლეობა ერთნაირი იყო, უცვლელი და იყვნენ უდიდეს წილად ადრეული ევროპელი ფერმერები, მოგვიანებით, შედარებით გაზრდილი დასავლეთის მონადირე-შემგროვებლების წილით. სიფსონის მიხედვით (Lipson et al. 2017) შუა ნეოლითური და სპილენძის ხანის იბერიის ნახევარკუნძულის მცხოვრებლები ატარებდნენ 75% ადრეული ევროპელი ფერმერების და 15% დასავლეთის მონადირე-შემგროვებლების გენეტიკას. სამხრეთ რუსეთის სტეპში და სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე მდებარე სრუბნაიას კულტურის (Srubnaya culture - ძვ.წ. 1800-1200 წწ.) და რუსეთის ევროპა-აზიის საზღვის გზაგასაყარზე მდებარე სინტაშტას კულტურის (Sintashta culture - ძვ.წ. 2050-1750 წწ.) მოსახლეობა იყო 15%-ით ადრეული ევროპელი ფერმერი, რაც ამ ტერიტორიებზე ევროპიდან ამ მოსახლეობის შედინებაზე მეტყველებს. მათიესონის მიხედვით (Mathieson et al. 2018), თუ ნეოლითის დასაწყისში სრული დომნაცია მოიპოვეს მთელი ევროპის მასშტაბით ადრეულმა ანატოლიელმა ფერმერებმა, შუა ნეოლითური პერიოდიდან ევროპის ზოგიერთ რეგიონში, მაგალითად როგორიც იყო იბერიის ნახევარკუნძული (სადაც ამ ხალხმა მიწათმოქმედება მიიტანა ძვ.წ. 5600 წლიდან) და აღმოსავლეთ ევროპა, საერთო პოპულაციაში შეიმჩნეოდა დასავლეთის მონადირე-შემგროვებლების გენეტიკის სიხშირის გარკვეული მატება, რაც გამოწვეული იყო უმეტესწილად დასავლეთის მონადირე-შემგროვებელი კაცების მიერ ადრეული ევროპელი ფერმერი ქალების დაორსულებით. ეს კარგად შეიმჩნეოდა მაგალითად ნეოლითის ხანის დასასრულის პერიოდში ისეთ კულტურებში, როგორიც იყო კუკუტენი-ტრიპილიას კულტურა (Cucuteni-Trypilia culture - ძვ.წ. 5500-2750 წწ.) უკრაინისა და რუმინეთის ტერიტორიებზე, ძაბრისებრ-ყელიანი თასების კულტურაში (Funnelbeacker) და სფერული ამფორების კულტურაში (Globular amphora culture - ძვ.წ. 3400-2800 წწ. ჩრდილო-აღმოსავლეთ ევროპა), სადაც მოსახლეობის 75-80% ავტოსომური, მთლიანი გენეტიკის იყო სწორედ ადრეული ევროპელი ფერმერების, მაგრამ ამის მიუხედავად არაპროპორციულად დიდი იყო დასავლეთის მონადირე-შემგროვებლების Y-ქრომოსომული ჰაპლოჯგუფები. რაც შეეხება ბალკანეთს, ევროპის ამ რეგიონში შუა ნეოლითური პერიოდიდან იწყება კავკასიელი მონადირე-შემგროვებლების შემოდინება, შერევა ადგილზე მყოფ ადრეულ ევროპელ ფერმერებთან და გარკვეული დომინაციის მოპოვებაც. სამხრეთ კავკასიიდან ანატოლიის გავლით ბალკანეთში კავკასიელი მონადირე-შემგროვებლების შედინება გაგრძელდა ბრინჯაოს ხანაშიც (Mathieson 2018. გვ. 5). ფრეჯელის მიხედვით (Fregel et al. 2018, გვ. 6776) ჩრდილოეთ აფრიკაში მოხდა ადრეული ევროპელი ფერმერების მიგრაცია ძვ.წ. 5000 წლიდან ძვ.წ. 3000 წლამდე პერიოდში დიდი რაოდენობით. ამ ხალხს ახასიათებდა თეთრი კანი და ღია ფერის თვალები. აღმოჩნდა, რომ ბერბერები ამ გენეტიკას ატარებდნენ ჯერ კიდევ იქამდე დიდი ხნით ადრე, სანამ ჩრდილოეთ აფრიკაში რომაელების კოლონიები დაარსდებოდა. პირველი ევროპელი ფერმერების მიგრაცია ჩრდილოეთ აფრიკაში ხდებოდა, როგორც ევროპაში არსებული კულტურებიდან, ასევე ანატოლიელი ფერმერების მიგრაცია ლევანტის გავლით. ჩრდილოეთ აფრიკის უძველესი სამარხების გამოკვლევით დადგინდა, რომ ჩრდილოეთ აფრიკელი ხალხი დაახლოებით 50%-ით იყო ადრეული ევროპელი ფერმერების გენეტიკის მატარებელი, ხოლო 50% - ჩრდილოეთ აფრიკული გენეტიკის. იურასის მიხედვით (Juras et al. 2018, გვ. 1) ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის დიდ ტერიტორიაზე მდებარე გულისებრი ჭურჭლის კულტურის (Corded ware culture - ძვ.წ. 2900-2350 წწ.) მოსახლეობა იყო დიდწილად ადრეული ევროპელი ფერმერების მიერ ჩამოყალიბებული, მაგრამ აღმოსავლეთ ბალტიისპირეთის რეგიონში, ამ კულტურის ხალხი ჩამოყალიბებული იყო უმეტესწილად პონტიურ-კასპიური სტეპის მამაკაცების და ადრეული ევროპელი ფერმერი ქალების შერევით. ოლალდეს მიხედვით (Olalde et al. 2019, გვ. 1-2) იბერიის ნახევარკუნძულზე ადრეულ ნეოლითურ ხანაში ხალხის უდიდესი ნაწილი იყო ადრეული ევროპელი ფერმერები. სპილენძის ხანის დაწყებიდან თანდათან მოიმატა მოსახლეობაში დასავლეთის მონადირე-შემგროვებლების გენეტიკის სიხშირემ, უმეტესად მათმა მამობრივმა ჰაპლოტიპებმა. მონადირეების გენეტიკის ეს მატება უფრო მეტად შეიმჩნეოდა იბერიის ჩრდილოეთ და ცენტრალურ რეგიონებში. საბოლოოდ, ბრინჯაოს ხანაში ინდო-ევროპელი ხალხების გადმოსახლებასთან ერთად, თითქმის 100% მამობრივი ჰაპლოტიპებისა ჩანაცვლდა მოსული ხალხის მიერ, ხოლო საერთო ავტოსომური გენომის 40%, ხოლო დაახლოებით 60% საერთო გენეტიკისა, მაინც დარჩა დიდწილად ადრეული ევროპელი მიწათმოქმედების და დღემდე ასეა. სანჩეზ-კვინტოს მიხედვით (Sanchez-Quinto et al. 2019; გვ. 9471-9473) გამოკვლეული იქნა ჩრდილოეთ და დასავლეთ ევროპაში მეგალითებში დამარხული 24 ინდივიდი. ისინი დიდწილად, ავტოსომური დნმ-ით იყვნენ ადრეული ევროპელი ფერმერები, მაგრამ 17 მათგანს ჰქონდა დასავლეთის მონადირეების მამობრივი ჰაპლოტიპები, კერძოდ I და I2. ეს საზოგადოება პატრიარქალური იყო და სოციალურად სტრატიფიცირებული. ბრეისის მიხედვით (Brace et al. 2019, გვ. 1) ადრეული ევროპელი ფერმერები კონტინენტური ევროპიდან ბრიტანეთში გადავიდნენ ძვ.წ. 4000 წლიდან. ბრიტანეთის მაშინდელი მოსახლეობა 80%-ით გახდა ადრეული ევროპელი ფერმერების გენეტიკის მატარებელი, ხოლო 20% - დასავლეთის მონადირე-შემგროვებლების და იყვნენ იდენტურნი მაშინდელი იბერიის ნახევარკუნძულის მოსახლეობისა. ბრიტანეთში თითქმის სრულად მოხდა დასავლეთის მონადირე-შემგროვებლების ჩანაცვლება ადრეული ევროპელი ფერმერების მიერ და ასეთი მდგომარეობა ათასწლეულების განმავლობაში ნარჩუნდებოდა. მარკუსის მიხედვით (Marcus et al. 2020, გვ. 1) კუნძულ სარდინიაზე არსებული ნურაგული ცივილიზაციის (Nuragic civilization - ძვ.წ. 23, 000 - ახ.წ. 600 წ.) მოსახლეობის საერთო ავტოსომური გენომი იყო 80%-ით ადრეული ევროპელი ფერმერების, ხოლო 20%-ით დასავლეთის მონადირე-შემგროვებლების. ასეთი მდგომარეობა იყო სარდინიაზე არა მხოლოდ ნეოლითურ, არამედ ბრინჯაოს ხანაშიც და დღემდე ამ მხრივ დიდად არაფერი შეცვლილა. რივოლატის მიხედვით (Rivollat et. al. 2020, გვ. 1, 3, 4, 7) დასავლეთ ევროპის ნეოლითურ ფერმერებს ჰქონდათ უფრო მეტი დასავლეთის მონადირე-შემგროვებლების გენეტიკა, ვიდრე ცენტრალური ევროპის ფერმერებს. საფრანგეთის და იბერიის ნახევარკუნძულის ფერმერები ძალიან ახლოს იყვნენ გენეტიკურად ბრიტანეთის ფერმერებთან. სამხრეთ საფრანგეთში გამოკვლეული ნამარხების დიდი ნაწილი ატარებდა I2 ჰაპლოჯგუფს, მაგრამ დედისეული ხაზები თითქმის აბსოლუტურად ადრეული ევროპელი ფერმერების იყო. დასავლეთის მონადირე-შემგროვებელთა გენეტიკის პროცენტულობა მაშინდელი საფრანგეთის საერთო მოსახლეობაში გაიზრდა ბრინჯაოს ხანაში და 30%-მდეც კი მიაღწია, და მაშინაც კი დაახლოებით 70%-ით ადრეული ევროპელი ფერმერების გენეტიკა დომინირებდა საფრანგეთის ტერიტორიის მოსახლეობაში. ბრუნელის მიხედვით (Brunel et al. 2020. გვ. 3-4) საფრანგეთის ტერიტორიაზე მცხოვრები ადრეული ევროპელი ფერმერები გენეტიკურად ყველაზე ახლოს იყვნენ ცენტრალური ევროპის ხაზოვანი ჭურჭლის კულტურის (Linear pottery culture - ძვ.წ. 5500-4500 წწ.) მოსახლეობასთან, თუმცა აღსანიშნავია, რომ მაშინდელ ევროპაში, დასავლეთ ევროპელი მონადირე შემგროვებლების გენეტიკის ყველაზე მაღალი სიხშირე (30%-მდე) ჰქონდათ საფრანგეთის ტერიტორიაზე მცხოვრებლებს. კასიდის მიხედვით (Cassidy et al. 2020) ნეოლითური ირლანდიის მრავალი სამარხის კვლევის შედეგად, დაიდო დასკვნა, რომ ისინი უდიდესწილად იყვნენ ადრეული ევროპელი ფერმერები (EEF), მცირედი შერევით დასავლეთის მონადირე-შემგროვებლებთან (WHG) და ძალიან ახლოს ენათესავებოდნენ მაშინდელი ბრიტანეთის და იბერიის ნახევარკუნძულის მოსახლოებას. ადრეულმა ევროპელმა ფერმერებმა თითქმის სრულად ჩაანაცვლეს ადგილობრივი ირლანდიელი მონადირე-შემგროვებლები. საერთო ჯამში, შეიძლება ითქვას, რომ პირველი ადამიანები, რომლებმაც ევროპაში თეთრი კანის გენეტიკა მიიტანეს და გაავრცელეს, ესენი იყვნენ ადრეული ანატოლიელი ფერმერები, რომლებიც ძვ.წ. 6500 წლიდან ევროპაში გადასვლის შემდეგ, იქცნენ ადრეულ ევროპელ ფერმერებად. მათ სრული დომინაცია მოიპოვეს კონტინენტზე (ევროპის რუსული ნაწილის და სკანდინავიის გარდა) და ეს დომინაცია შეინარჩუნეს ძვ.წ. 2500-2000 წლამდე, სანამ არ მოხდა ინდო-ევროპული ენების მატარებელი დასავლეთ სტეპის მესაქონლეების გავრცელება სამხრეთ რუსეთის პონტიურ-კასპიური სტეპიდან დასავლეთით, კონტინენტური ევროპის მიწებზე. აღსანიშნავია, რომ სიმაღლით ადრეული ნეოლითური ფერმერები ჩამორჩებოდნენ როგორც დასავლეთის მონადირე-შემგროვებლებს, ისე დასავლეთ სტეპის მესაქონლეებს. ბოლოს წარმოგიდგენთ თანამედროვე და წარსულში მცხოვრები ევროპელების ავტოსომურ გენეტიკურ წარმომვლობას. სტაფილოსფრად აღნიშნულია ადრეული ევროპელი ფერმერების გენეტიკური წილი მოსახლეობაში, ლურჯად - დასავლეთის მონადირე-შემგროვებლების, ხოლო მწვანედ - დასავლეთ სტეპის მესაქონლეების, რომლებმაც ინდო-ევროპული ენები გაავრცელეს კონტინენტზე და რომლებიც ნახევრად კავკასიელი მონადირე-შემგროვებლები იყვნენ, ხოლო ნახევრად აღმოსავლეთის მონადირე-შემგროვებლები: წყარო: Anatolian hunter-gatherers - Wikipedia; წყარო 2: Haplogroup G-M201 - Wikipedia; წყარო 3: Late Pleistocene human genome suggests alocal origin for the first farmers of central Anatolia - Nature; წყარო 4: Early European Farmers - Wikipedia; წყარო 5: Distribution maps of autosomal DNA in Europe, the middle east and North Africa - Eupedia; წყარო 6: Faces of the ancient Europe: Accurate reconstructions and pigmentation - thuletide; კრებულები:1. მეცნიერება 2. მეცნიერება - მე-2 ნაწილი 3. მეცნიერება - მე-3 ნაწილი 4. სხვადასხვა 5. სხვადასხვა - მე-2 ნაწილი 6. ქართული მითოლოგია 7. რელიგია 8. საქართველო 9. საქართველო - მე-2 ნაწილი 10. ქართული სახელმწიფოები 11. პროტოქართველები 12. კავკასიური კულტურები 13. პარანორმალი ავტორი: თორნიკე ფხალაძე271 3-ს მოსწონს |
სვანების მიტოქონდრიული ჰაპლოჯგუფები: H, I, J, K, U1–U7, M1, R0a1, N1b1, T, X2, W6;
“იმ ხალხთა შორის, რომელნიც თავს იყრიან დიოსკურიადაში არიან ფტიროფაგებიც, რომლებმაც ეს სახელი მიიღეს უსუფთაობის და ჭუჭყის გამო. მათ ახლოს ცხოვრობენ სოანები, რომლებიც არაფრით ჩამოუვარდებიან მათ უსუფთაობით, მაგრამ სჯობნიან ძლიერებით, და შეიძლება ითქვას,რომ ისინი თითქმის ყველაზე კარგი მეომრები და ძლიერები არიან ყველასთან შედარებით, ყოველ შემთხვევაში ისინი ბატონობენ ყველა ხალხზე, რომელნთაც კავკასიის მაღლობები უჭირავთ დიოსკურადის გარშემო. მათ ჰყავთ მეფე (ბასილევსი) და საბჭო 300 კაცისაგან, როგორც ამბობენ შეუძლიათ 200 000 კაცისგან შამდგარი ჯარის გამოყვანა, მართლაც მთელი ხალხის მასა ბრძოლისუნარიანია, თუმცა არაორგანიზებული ძალა, მათ ქვეყანაში როგორც გადმოსცემენ მთის ნაკადებს ჩამოაქვთ ოქრო და ბარბაროსები იჭერენ ფაცერით და ბეწვიანი ტყავით, აქედან, ამბობენ წარმოიშვა მითი ოქროს საწმისზე. ზოგიერთები მათ აგრეთვე უწოდებენ იბერიელებს'' (სტრაბონი, XI, II, 19).
mtDNA lineages of Svans: H, I, J, K, U1–U7, M1, R0a1, N1b1, T, X2, W6;
წყარო: ANCIENT LINEAGES - Reconstructing the Genetic History of Svaneti, Northwest Georgia;
"Among the tribes which come together at Dioscurias are the Phtheirophagi, who have received their name from their squalor and their filthiness. Near them are the Soanes, who are no less filthy, but superior to them in power,—indeed, one might almost say that they are foremost in courage and power. At any rate, they are masters of the peoples around them, and hold possession of the heights of the Caucasus above Dioscurias. They have a king and a council of three hundred men; and they assemble, according to report, an army of two hundred thousand; for the whole of the people are a fighting force, though unorganized. It is said that in their country gold is carried down by the mountain torrents, and that the barbarians obtain it by means of perforated troughs and fleecy skins, and that this is the origin of the myth of the golden fleece—unless they call them Iberians'' (Strabo, XI, II, 19).
These peoples, Proto-Georgians (Anatolian Hunter-Gatherers / Early European Farmers) made a great contribution to the formation of today’s southern European peoples, most of their genetic influence being observed in the Mediterranean nations of southern Europe. After moving to Europe, they brought with them the culture of farming, urban planning, the art of pottery, and many other skills that they possessed and gave a great advantage over local European hunter-gatherers, in particular the Western hunter-gatherers (WHG). Soon Anatolian farmers, who had already become Early European Farmers (EEF), were able to multiply rapidly and become dominant on the continent, with their genetics and culture remaining completely dominant in Europe as early as From 6500 BC. Until 2000 BC, when the Indo-European-speaking peoples, the same Western Steppe Cattle (WSH), began to spread from the southern Russian steppe. Nowadays, Autosomal DNA of the South European peoples are 60-80% Early European Farmer. The Least percentage of (EEF) DNA in European continent is in the Baltic population - 30% and the greatest percentage in Basques - 80%.
იხილეთ:
https://www.facebook.com/notes/353826745950873/