x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ქალაქური კულტურის გავრცელება მსოფლიოში
ქალაქური კულტურის გავრცელება მსოფლიოში


ძვ.წ. 9000 წლიდან იერიქონში დაიწყო პირველი ქვის სახლების მშენებლობა. ისრაელის ტერიტორიაზე მდებარე ქალაქი იერიქონი არის უძველესი ქალაქი მსოფლიოში დღევანდელი მონაცემებით, რომლის მოსახლეობაც იყო დაახლოებით 20, 000 ადამიანი.

ძვ.წ. 7500 წლიდან დაიწყო ქალაქებმა განვითარება მესოპოტამიაში. ამ ქალაქებიდან ყველაზე ძველები, რომელთა სახელებიც ცნობილია, იყო ერიდუ, ურუქი და ური.


ძვ.წ. 5316 წლიდან დაიწყო ეგვიპტის ტერიტორიაზე პირველი ქალაქების მშენებლობა. სუჰაგის პროვინციაში დაკარგული ქალაქის ნარჩენები აღმოაჩინეს. ეს არქეოლოგიური აღმოჩენა ეგვიპტის დინასტიებამდელი პერიოდის უმნიშვნელოვანეს აღმოჩენად სახელდება.



ძვ.წ. 4000 წლიდან დაიწყო ურბანიზაცია ჩინეთის ტერიტორიაზე, კერძოდ ყვითელი მდინარის აუზში და განვითარდა პირველი ჩინური ქალაქები.


ძვ.წ. 3000 წლიდან დაიწყო ურბანიზაცია და დიდი და მცირე ქალაქების წარმოქმნა ინდის ველზე, მაგალითად როგორებიც იყო ჰარაპა და მოჰენჯო დარო. მოჰენჯო დაროს მოსახლეობა იყო 50, 000 და მეტი.


ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში ქალაქებმა წარმოქმნა დაიწყო ძვ.წ. 3000 წლიდან პირველად მეზოამერიკაში, მექსიკის ტერიტორიაზე და შემდეგ სამხრეთ ამერიკაში - ანდებში.


კუნძულ მალტაზე პირველი ქალაქი გაჩნდა ძვ.წ. მე-8 საუკუნეში, როცა ფინიკიელებმა იქ საპორტო ქალაქი დაარსეს, რომელსაც უწოდეს მალეთი. შემდეგ ეს სახელი რომაელებმა გადააკეთეს როგორც "მელიტე".


ევროპის კონტინენტზე უპირველესი ქალაქები წარმოიქმნა ხმელთაშუაზღვისპირეთში, სამხრეთ ევროპაში, კერძოდ ბალკანეთში მას შემდეგ, რაც სამხრეთ კავკასიიდან და მესოპოტამიიდან იქ გავრცელდნენ მიწათმოქმედი ხალხები ძვ.წ. 6000 წლიდან. უძველესი დღემდე არსებული ევროპული ქალაქი არის ათენი, სადაც ადამიანები სახლობენ განგრძობითად და ქალაქური სტილით ძვ.წ. 3000 წლიდან.

კუნძულ კრეტაზე ნეოლითური პერიოდი დაიწყო ძვ.წ. 8000-დან ძვ.წ. 7000 წლამდე პერიოდში და პირველი ქალაქებიც მალევე გაჩნდა. დადასტურებულია, რომ კნოსოსის ტერიტორიაზე დიდი სასახლეების მშენებლობა განხორციელდა უკვე ძვ.წ. 2000 წლიდან. ამ დროს უკვე მხოლოდ კნოსოსში 20, 000-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობდა.

რუსეთის ტერიტორიაზე უძველესი ქალაქი მდებარეობს ჩრდილოეთ კავკასიაში, კერძოდ დაღესტანში, ეს არის ქალაქი დარუბანდი, რომელიც ძვ.წ. მე-8 საუკუნეში დაარსდა.

გერმანიაში ქალაქ-წარმოქმნის პროცესი დაიწყო ძვ.წ. მე-4 საუკუნეში, როდესაც გერმანიის უძველესი ქალაქი ტრიერი დააარსეს ინდო-ევროპელებმა, კერძოდ კელტებმა.


ზოგიერთი მეცნიერი მიიჩნევს, რომ სუბ-საჰარულ აფრიკაში პირველი ქალაქი გაჩნდა ძვ.წ. მე-3 საუკუნიდან, კერძოდ დღევანდელი მალის ტერიტორიაზე მდებარე ჯენე-ჯენო, თუმცა აღსანიშნავია, რომ ის არ იყო ქალაქი კლასიკური გაგებით, ვინაიდან არ ახასიათებდა მონუმენტური არქიტექტურა ან სოციალური დიფერენცირება და მართველი ელიტის არსებობა. სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ტერიტორიაზე კი პირველი ადამიანები დაახლოებით ძვ.წ. 200 ათასი წლისთვის დასახლდნენ, მაგრამ ქალაქი არასოდეს დაუარსებიათ მანამ, სანამ იმ ტერიტორიებზე არ გამოჩნდნენ ევროპელი კოლონიზატორები და 1652 წელს ქეიფ თაუნი დაარსეს.


ბრიტანეთში ადამიანები სახლობენ ძვ.წ. 900, 000 წლიდან, მაგრამ იქ რამდენიმეჯერ შეწყდა ადამიანთა მოსახლეობა და კვლავ გადავიდნენ კონტინენტური ევროპიდან ადამიანები და კვლავ დაასახლეს. ქალაქური კულტურა ბრიტანეთში და პირველი ქალაქების წარმოქმნა დაიწყო ძვ.წ. 49 წლიდან ქალაქ ქოლჩესტერის დაარსებით, რომელიც რომაულ კოლონიას წარმოადგენდა, სადაც იმპერიამ დაასახლა დათხოვნილი ვეტერანი ჯარისკაცები და მათი ოჯახები.


იაპონიაში ადამიანები უკვე ძვ.წ. 100, 000 წლიდან ცხოვრობენ და იმ პერიოდიდან მოყოლებული რამდენიმეჯერ მოხდა ადამიანთა გადასვლა კონტინენტური აზიიდან იაპონიის არქიპელაგზე. ხომონის კულტურა იქ წარმოიქმნა ძვ.წ. 8000-300 წლებში. ქალაქური კულტურის დამკვიდრება იაპონიაში მხოლოდ ახ.წ. მე-8 საუკუნის ბოლო პერიოდიდან დაიწყო მისი უძველესი ქალაქის - კიოტოს დაარსებით ახ.წ. 794 წლიდან.


ავსტრალიის კონტინენტზე პირველად ადამიანები გადავიდნენ აზიის ტერიტორიიდან ძვ.წ. 65, 000 - 63, 000 წლისთვის. იმ პერიოდიდან მოყოლებული ისინი ცხოვრობდნენ პალეოლითის და მეზოლითის ხანაში და არასოდეს დაუარსებიათ რაიმე ქალაქი და არ განუვითარებიათ ურბანული კულტურა მანამ, სანამ იქ ევროპელი კოლონიზატორები არ ჩავიდნენ და დააარსეს პირველი ავსტრალიური ქალაქი - სიდნეი 1842 წელს.

იგივეს თქმა შეიძლება ახალ ზელანდიაზე. იქ ხალხი პირველად საცხოვრებლად გადავიდა ახ.წ. 1250 წლიდან. ესენი პოლინეზიელები იყვნენ, მაგრამ არ დაუარსებიათ არცერთი ქალაქი მანამ, სანამ ევროპელმა კოლონიზატორებმა არ ააშენეს პირველი ახალ ზელანდიური ქალაქი ველიგტონი 1839 წელს.






კრებულები:


1. პროტო-ქართული ტომები

2. ქართული სახელმწიფოები

3. კავკასიური კულტურები

4. საქართველო

5. საქართველო (მეორე ნაწილი)

6. რელიგია

7. პარანორმალი

8. სხვადასხვა

9. მეცნიერება

10. მეცნიერება (ნაწილი მეორე)

11. მეცნიერება (ნაწილი მესამე)

12. ქართული მითოლოგია


ავტორი: თორნიკე ფხალაძე


2
80
1-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
80
  
2021, 13 აგვისტო, 6:27
საზოგადოებების დაყოფა აშკარა სოციალურ ფენებად, კასტებად, როგორიცაა მონები, ვასალები (გლეხობა და ჯარისკაცები), ვაჭრები, სახელმწიფო მოხელეები, სასულიერო კასტა და სახელმწიფოს უშუალო მმართველი უმაღლესი ფენა (სამეფო ოჯახი, მეფე-დედოფლები, იმპერატორები...), არის ნეოლითური ხანის ფენომენი და ის არ იყო იქამდე, სანამ დედამიწაზე არ განვითარდა ქალაქები. მეზოლითურ და პალეოლითურ ხანაში ყველა კონტინენტზე საზოგადოებები ცხოვრობდა მხოლოდ ჯგუფების, ტომების ან ყველაზე ორგანიზებული გაერთიანებების - საბელადოების სახით, რომელიც მოგვაგონებდა სახელმწიფო წყობას, მაგრამ უფრო პრიმიტიულს.
2021, 24 მარტი, 18:34
ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში ქალაქებმა წარმოქმნა დაიწყო ძვ.წ. 3000 წლიდან პირველად მეზოამერიკაში, მექსიკის ტერიტორიაზე და შემდეგ სამხრეთ ამერიკაში - ანდებში. ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის პირველ ქალაქებს შორის საუკეთესო და უდიდესი იყო კარალი, რომელიც დაარსდა ძვ.წ. 2600 წელს სამხრეთ ამერიკის კონტინენტზე. მის მზარდ მოსახლეობას ამარაგებდა გარშემო სოფლები საკვებით, თავად კი აშენებდნენ საოცარ შენობებს, პირამიდებს, რეზიდენციებს და სამეფო სასახლეებს, იმართებოდნენ დაწინაურებული ელიტის მიერ. ეს ცივილიზაცია ასეთი წარმატებული გახდა მას მერე, რაც განავითარა მიწების სარწყავი საუკეთესო ინფრასტრუქტურა იმ დროის ამერიკაში.
0 1 2