x
image
თამილა გურაშვილი
პუტინის გეგმებმა პენტაგონი შეაშფოთა
image


რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებებმა, რომ რუსეთი ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიების გამოყენებით იარაღის აქტიურ განვითარებას გეგმავს, პენტაგონი შეაშფოთა. ამის შესახებ ნათქვამია პიტერ სუჩიუს National Interest-ის სტატიაში.






მან სამხედრო საზღავაო ანალიზისას ყურადღება გაამახვილა"ხელოვნურ ინტელექტსა და რუსეთის ავტონომიაზე." დღეს 150-ზე მეტი ხელოვნური ინტელექტის სამხედრო სისტემა განვითარების სხვადასხვა ეტაპზეა.






რუსეთის პროგრესმა უმაღლესი სიზუსტის იარაღში, უპილოტო თვითმფრინავებმა, სამხედრო კოორდინაციის სისტემების მოქმედებამ, სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღებამ და მტრის კომუნიკაციების ჩახშობამ შეიძლება დიდად დააზიანოს შეერთებული შტატების ინტერესები, დარწმუნებულია სუჩიუ.







მას განსაკუთრებით ეშინია რუსეთსა და ჩინეთს შორის მაღალი ტექნოლოგიების და კერძოდ ხელოვნური ინტელექტის სფეროში თანამშრომლობის.






ორ ქვეყანას შორის მზარდმა კავშირმა შეიძლება გამოიწვიოს ხელოვნური ინტელექტის გამოყენება. რუსეთის ჰიპერბგერითი იარაღი და ჩინეთის მზარდი ფლოტი ერთად, ეს არის საფრთხე, რომელიც აშშ-მ და მისმა მოკავშირეებმა სერიოზულად უნდა გაითვალისწინონ, ამბობს ავტორი.





მანამდე პუტინმა თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობასთან და სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის საწარმოებთან რუსული იარაღის განვითარებაზე ისაუბრა. პრეზიდენტის თქმით, მაღალტექნოლოგიური იარაღის შემუშავება და სერიული წარმოება ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა.

1
36
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
36
  
2021, 7 ნოემბერი, 7:01
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1