პოლიტიკა თეირანმა სულეიმანის მკვლელობაზე რეაგირების 13 ვარიანტი შეიმუშავა 2020, 7 იანვარი, 17:24 ირანის ეროვნულ უშიშროების უმაღლეს საბჭომ 10-ზე მეტი ვარიანტი შეიმუშავა, თუ როგორ უნდა უპასუხონ შეერთებული შტატებს გენერალ კასემ სულეიმანის მკვლელობაზე., იტყობინება სააგენტო "Fars"-ი. უშიშროების საბჭოს მდივნის ალი შამხანის განცხადებით, ამ დროისთვის უშიშროების საბჭოში შურისძიების 13 ვარიანტია წარმოდგენილი. მანამდე, ირანის პარლამენტმა ერთხმად მიიღო კანონპროექტი, რომლის თანახმად, აშშ-ს არმია და პენტაგონი ტერორისტულ ორგანიზაციებად აღიარეს. რეგიონში ვითარება კვლავ გაუარესდა მას შემდეგ, რაც 3 იანვარს ირანელი გენერლის კასემ სულეიმანის მკვლელობის შემდეგ, ბაღდადის აეროპორტის მიდამოში განხორციელდა აშშ-ის საჰაერო ძალების სარაკეტო დარტყმა აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ბრძანებით. ირანის უზენაესმა ლიდერმა ალი ჰომეინმა პირობა დადო, რომ გენერლის მკვლელობაზე შურს იძიებს. 217 შეფასება არ არის
|