x
image
თამილა გურაშვილი
პუტინის მიმართავა კროკუსში ტერაქტის შემდეგ: მთავარი განცხადებები
image
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მოსახლეობას 2024 წლის 22 მარტს მომხდარ კროკუსის ტერორისტულ თავდასხმასთან დაკავშირებით შემდეგი სიტყვით მიმართა.



პრეზიდენტმა ტრაგედიას სისხლიანი და ბარბაროსული ტერაქტი უწოდა, რომლის მსხვერპლი ათობით უდანაშაულო ადამიანი გახდა.



24 მარტს კროკუსში მომხდარი ტერაქტის შედეგად დაღუპულთა გამო ეროვნული გლოვა გამოცხადდა.

"ჩვენ გაუწევთ საჭირო დახმარებას ყველას, ვინც საშინელი უბედურება განიცადა, დაჭრილებს და დაშავებულებს. ვუსამძიმრებ ყველას, ვინც ახლობლები და მეგობრები დაკარგა."- განაცხადა პრეზიდენტმა თავის მიმართვაში.



ნაპოვნია და დაკავებულია ყველა, ვინც ისროლა და ხალხი დახოცა.- განაცხადა პუტინმა.


"ისინი ცდილობდნენ უკრაინაში დამალვას. სადაც, წინასწარი მონაცემებით, მათთვის ფანჯარა მოამზადა უკრაინამ. სამართალდამცავი ორგანოები მუშაობენ ტერორისტების მთელი ბაზის გამოსავლენად." - ხაზგასმით აღნიშნა ვლადიმერ პუტინმა.

პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ ტერაქტის ყველა წამქეზებელი დაისჯება, არ აქვს მნიშვნელობა ვინ იქნებიან ისინი.


"აშკარაა, რომ ჩვენ წინაშე არის არა მხოლოდ დაგეგმილი ტერაქტი, არამედ ადამიანების მასობრივი მკვლელობა. კრიმინალები განზრახ წავიდნენ მშვიდობიანი მოსახლეობისა და ბავშვების მოსაკლავად. ნაცისტების მსგავსად, ისინი გეგმავდნენ მოეწყოთ სისხლიანი დასჯა".- აცხადებს პუტინი




0
101
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
101
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0