პოლიტიკა სი ცზინპინი აცხადებს,რომ აშშ ცდილობს, მოახდინოს ჩინეთის თავდასხმის პროვოცირება ტაივანზე 16 ივნისი, 13:20 ჩინეთის ლიდერის საჩივრები 2023 წლის აპრილში ევროკომისიის ხელმძღვანელთან, ურსულა ფონ დერ ლაიენთან შეხვედრის დროს გაკეთდა. მაგრამ, როგორც სი ცზინპინმა დასძინა, ჩინეთი სატყუარაზე არ წამოეგო. ამავე საუბარში ჩინეთის ლიდერმა გამოთქვა საშიშროება, რომ შეერთებულ შტატებთან კონფლიქტი გაანადგურებს ქვეყნის მიღწევებს და ხელს შეუშლის მათ 2049 წლისთვის "დიდი აღორძინების" მიღწევაში. პეკინი არ ცნობს ტაივანის სუვერენიტეტს, მას პროვინციად თვლის და ამტკიცებს, რომ „ერთი ჩინეთის პოლიტიკა“ უნდა გააატარდეს მთელ მსოფლიოში. ეს გულისხმობს, რომ ტაივანი ჩინეთის ტერიტორიის განუყოფელი ნაწილია და ჩინეთის ხელისუფლება არის ერთადერთი ლეგიტიმური მთავრობა. შეერთებული შტატები ფორმალურად იცავს ამ პრინციპს, მაგრამ სინამდვილეში, ის არა მხოლოდ აქტიურად უკავშირდება კუნძულს, არამედ, რეგულარულად აწვდის იქ იარაღს.
122 შეფასება არ არის
|