პოლიტიკა ვიდეო: ჩვენ გავანადგურებთ მათ , ვინც სულეიმანი მოკლა- თეირანი 2020, 3 იანვარი, 21:28 სპეციალური დანიშნულების ძალების მეთაურის, გენერალ კასემ სულეიმანის მკვლელობა, ყველაზე დიდი სტრატეგიული შეცდომაა, რომელიც შეერთებულმა შტატებმა დაუშვა. ამის შესახებ ნათქვამია ირანის ეროვნული უსაფრთხოების უზენაესი საბჭოს განცხადებაში. განცხადებაში ნათქვამია, რომ ამ შეცდომას შედეგები მოჰყვება. ”შეერთებულმა შტატებმა უნდა იცოდეს, რომ მათი დანაშაულებრივი შეტევა სულეიმანზე არის ყველაზე დიდი სტრატეგიული შეცდომა დასავლეთ აზიაში. შეერთებული შტატები ასე მარტივად ვერ გაექცევა ამ შეცდომების შედეგებს.” - ნათქვამია განცხადებაში. თეირანი გეგმავს შურისძიებას ვაშინგტონზე სამხედროს დაღუპვის გამო "შესაბამის დროს და შესაბამის ადგილას", - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში. ”შეერთებულ შტატებს პასუხისმგებლობა ეკისრებათ იმაზე, რაც მოხდა. მათ ყველაზე დიდი შეცდომა დაუშვეს. ჩვენ გავანადგურებთ მათ, ვინც სულეიმანი მოკლა.” -ირანის უშიშროების საბჭოს განცხადებას ციტირებს გამოცემა "Sky News Arabia". მანამდე, რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრომ ერაყში აშშ-ს საჰაერო თავდასხმის შედეგად დაღუპული ირანელი გენერლის კასემ სულეიმანის საქმიაობას ISIS- ის ტერორისტული ჯგუფის წინააღმდეგ ბრძოლაში შეუფასებელი უწოდა. რუსთის თავდაცვის სამინისტრომ ასევე თქვა, რომ სულეიმანის მკვლელობა მოკლედდანახული ნაბიჯია, რაც გამოიწვევს შუა აღმოსავლეთში ვითარების ესკალაციას. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სპიკერმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ სპეცდანიშნულების ძალების მეთაურის გენერალ კასემ სულეიმანის მკვლელობა აშშ-ს დარტყმის შედეგად არის ახალი რეალობის მანიფესტაცია, რომლის დროსაც გაეროს წევრი ქვეყნების ოფიციალური პირების განადგურება რაიმე სამართლებრივი საფუძვლების გარეშეა შესაძლებელი. 240 შეფასება არ არის
|