x
image
თორ ნიკე
Mediator image
სკანდინავიელი მონადირე-შემგროვებლები
სკანდინავიელი მონადირე-შემგროვებლები


სკანდინავიელი მონადირე-შემგროვებლები (Scandinavian Hunter-Gatherers - SHG) ჩამოყალიბდნენ აღმოსავლეთ და დასავლეთ ევროპელი მონადირე-შემგროვებლების შერევით და ცალკეულ მოდგმად იქცნენ ძვ.წ. 6000 წლიდან და არსებობდნენ, როგორც დიდწილად ჰომოგენური მოდგმა ძვ.წ. 3000 წლამდე. განსახლებულნი იყვნენ ევროპის ჩრდილოეთ მიწებზე, უმეტესად სკანდინავიაში. ევროპის ნეოლითურ პერიოდში, უმეტესად ძვ.წ. 3000 წლიდან დაიწყეს შერევა ადრეულ ევროპელ ფერმერებთან (EEF) და დასავლეთ სტეპის მესაქონლეებთან (WSH). ყველაზე მეტად სკანდინავიელი მონადირე-შემგროვებლების გენეტიკა შემდგომ პერიოდში გაგრძელდა დაწინწკლული ჭურჭლის კულტურის ხალხში (Pitted ware culture - ძვ.წ. 3200-2300 წწ.), რომელიც სამხრეთ სკანდინავიაში მდებარეობდა. SHG-ის გენეტიკა დღეს მსოფლიოში ყველაზე მეტად ევროპაშია შემორჩენილი და ევროპის რეგიონებს შორის ჩრდილოეთში, სკანდინავიაში და სხვა გერმანიკულ ეთნოსებში. დადგინდა ისიც, რომ სამის ხალხს, რომელიც ფინურ-უნგრული მოდგმისაა, არანაირი კავშირი არ ჰქონდა დაწინწკლული ჭურჭლის კულტურის ხალხთან. სკანდინავიელი მონადირე-შემგროვებლები როგორც ვთქვით, ჩამოყალიბებულნი იყვნენ დასავლეთის მონადირე-შემგროვებლების, კერძოდ კრო-მანიონების შთამომავალი, შვეიცარიაში აღმოჩენილი, გროტე დე ბიშონის მამაკაცის შთამომავლების შერევით აღმოსავლეთის მონადირე-შემგროვებლებთან. აქვე გასათვალისწინებელია, რომ აღმოსავლეთ ევროპელი მონადირე-შემგროვებლები 75%-ით ჩამოყალიბებულნი იყვნენ უძველესი ჩრდილოეთ ევრაზიელების მიერ.


სკანდინავიელი მონადირე-შემგროვებელი / Scandinavian Hunter-Gatherer / SHG


ერთ-ერთი უძველესი ნიმუში, რომელიც აღმოჩენილია, არის მოტალას ტერიტორიაზე ნაპოვნი SHG მამაკაცი, რომელიც ცხოვრობდა ძვ.წ. 3000 წლისთვის დაწინწკლული ჭურჭლის კულტურაში. მისი გენომის შესწავლით დადგინდა, რომ ის იყო 81%-ით დასავლეთ ევროპელი მონადირე-შემგროვებელი, ხოლო 19%-ით უძველესი ჩრდილოეთ ევრაზიელი. ასევე მოტალაში იქნა აღმოჩენილი 6 SHG ინდივიდი, რომელთაც ჩაუტარდათ გენეტიკური კვლევა. მათგან 4 მამაკაცს ჰქონდა ჰაპლოჯგუფი I2a1, დანარჩენი ორს კი ჰქონდა I2c. რაც შეეხება მათ მიტოქონდრიულ ჰაპლოჯგუფებს, 4 ინდივიდს ჰქონდა U5a, ხოლო ორს - U2e1. 2018 წლის იანვარში PLOS Biology-ში გამოქვეყნდა ასევე კვლევა, სადაც დაიდო 6 გამოკვეული სკანდინავიელი მონადირე-შემგროვებლის გენეტიკური მონაცემები. 6-დან სამ მამაკაცს ჰქონდა I2. რაც შეეხება მიტოქონდრიულ ჰაპლოჯგუფებს, სამს ჰქონდა U5a1, სამს კი ჰქონდა U4a2. ყველა ნიმუში, რომელიც აღებული იყო ჩრდილოეთ და დასავლეთ სკანდინავიაში, მიეკუთვნებოდა U5a1 მიტოქონდრიულ ჰაპლოტიპს. აღმოსავლეთ სკანდინავიაში კი უდიდეს უმრავლესობას ჰქონდა - U4a2.



სკანდინავიელი მონადირე-შემგროვებელი / Scandinavian Hunter-Gatherer / SHG


ალელების SLC45A2 და SLC24A5 -ის მაღალი სიხშირე იწვევს დეპიგმენტაციას, კანის გათეთრებას, ხოლო ალელის OCA/HERC2-ის მაღალი სიხშირე იწვევს თვალის ფერის გაღიავებას. დადგინდა, რომ ამ ალელების უფრო მაღალი სიხშირე ჰქონდათ სკანდნავიელ მონადირე-შემგროვებლებს, ვიდრე დასავლეთ და აღმოსავლეთ ევროპელ მონადირე-შემგროვებლებს. მიუხედავად იმისა, რომ სკანდინავიელი მონადირე-შემგროვებლები ჩამოყალიბებულნი იყვნენ მხოლოდ ორი კომპონენტის - აღმოსავლეთ ევროპის მონადირე-შემგროვებლების (EHG) და დასავლეთ ევროპის მონადირე-შემგროვებლების (WHG) შერევის შედეგად წარმოშობილი ცალკეული მოდგმა. ეს ნიშნავს, რომ სკანდინავიელები საერთო ჯამში, თავიანთ ნათესავ სხვა ევროპელებზე უფრო თეთრი კანით და ღია ფერის თვალებით გამოირჩეოდნენ. მათ მემკვიდრეობით აღმოსავლეთის მონადირე-შემგროვებლებისგან მიიღეს ქერა თმა და ღია ფერის კანი, ხოლო დასავლეთ ევროპელი მონადირე-შემგროველებისგან - ღია ფერის თვალები.


სკანდინავიელი მონადირე-შემგროვებელი / Scandinavian Hunter-Gatherer / SHG


მათიესონმა (Mathieson et. al. 2018) მეზოლითური ევროპის მრავალი ინდივიდის გენეტიკური ანალიზი ჩაატარა. მაგალითად მხოლოდ მეზოლითური უკრაინის, ძვ.წ. 9500 წლიდან ძვ.წ. 6000 წლამდე მაცხოვრებელი 37 ადამიანის გენეტიკური კვლევა განხორციელდა და შედეგად ის მივიღეთ, რომ დადგინდა, ისინი იყვნენ აღმოსავლეთ ევროპის (EHG) და სკანდინავიელი მონადირე-შემგროვებლების (SHG) შერეული მოსახლეობა. მამაკაცები ექსკლუზიურად მიეკუთვნებოდნენ R ჰაპლოჯგუფს, კერძოდ უმეტესად R1b1 და R1a (აღმოსავლეთ ევროპელი მონადირეების მახასიათებელი) და ასევე I ჰაპლოჯგუფს, უმეტესად I2-ს (სკანდინავიელი და დასავლეთ ევროპელი მონადირეების მახასიათებელი). რაც შეეხება მიტოქონდრიულ ჰაპლოჯგუფებს, მათ ჰქონდათ ექსკლუზიურად U (კერძოდ U5, U4).


სკანდინავიელი მონადირე-შემგროვებლები


წყარო: Scandinavian Hunter-Gatherers - Wikipedia

რეკონსტრუქციები: ancestralwhispers.org


კრებულები:


1. მეცნიერება

2. მეცნიერება - მე-2 ნაწილი

3. მეცნიერება - მე-3 ნაწილი

4. სხვადასხვა

5. სხვადასხვა - მე-2 ნაწილი

6. ქართული მითოლოგია

7. რელიგია

8. საქართველო

9. საქართველო - მე-2 ნაწილი

10. ქართული სახელმწიფოები

11. პროტოქართველები

12. კავკასიური კულტურები

13. პარანორმალი


ავტორი: თორნიკე ფხალაძე


2
68
1-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
68
  
2021, 5 ნოემბერი, 9:19
Cro-Magnon (47,000 — 13,000 BC)
Gravettian (31,000 — 20,000 BC)
Western European Hunter-Gatherers (18,000 — 4,000 BC)
Eastern European Hunter-Gatherers (18,000 — 4,000 BC)
Early European Farmers (7,000 to 1,000 BC)
Proto-Indo-Europeans (5,000 to 2,500 BC)
2021, 5 ნოემბერი, 9:18
Scandinavian Hunter-Gatherers (SHG) - 7000-3000 BCE) - mix of the Eastern European Hunter-Gatherers (EHG) and the Western Hunter-gatherers (WHG).
Dominant haplogroups of the SHG men: I, I1, I2, I2a1, I2c, R1b1, R1a.
Dominant haplogroups of the SHG women (Mitochondrial): U5, U4, U5a, U2e1, U5a1, U4a2, U5a1, U4a2.
0 1 2