x
image
ქეთეონე
მიხეილ სააკაშვილის მიმართვა ემიგრანტებს

ქვეყნის მესამე პრეზიდენტი კვლავ ციხეშია და უკვე ერთ თვეზე მეტია შიმშილობას არ წყვეტს.

image

მიხეილ სააკაშვილმა რუსთავის ციხიდან ემიგრანტებს მიმართა:

"მიმართვა ქართველ ემიგრანტებს. დიდი მადლობა ყველას ვინც ჩამოვიდა, იბრძვის რუსთაველზე და ჩემს ციხესთან. ვინც აქციებს აწყობს მთელ მსოფლიოში. ახლა მინდა გთხოვოთ ყველას, ვინც აქამდე არ ჩამოსულა, მოემზადეთ, გადადეთ ფული, დაიბევეთ შვებულება და ერთი დღე აჩუქეთ თქვენ ქვეყანას. ეს ერთი დღე მალე დადგება, თუ როდის, ამას პროცესები აჩვენებს და რამდენიმე დღით ადრე გეტყვით, მაგრამ იმ ერთ დღეს თბილისში ჩამოსვლა აუცილებელი იქნება, თუ ჩამოხვალთ მე გპირდებით, რომ აქედან გამარჯვებულები წახვალთ".

როგორც ნიკა მელიამ აქციაზე განაცხადა, ქვეყნის მესამე პრეზიდენტის გათავისუფლება არ არის მისი, უბრალოდ სურვილი, არამედ ეს არის მისი ვალდებულება.

"მე ჩემდა თავად, აი, აქ ვდებ ფიცს, რომ ვიბრძოლებ უკანასკნელ ამოსუნთქვამდე მის გასათავისუფლებლად, რაც არ უნდა ძვირად დამიჯდეს ის. სიცოცხლის დათმობის ფასადაც რომ დამიჯდეს, დიახაც, ეს ყველაფერი მოხდება. მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობასაც გადავარჩენ და მასაც გავათავისუფლებ. ქვეყნის მესამე პრეზიდენტი ღარიბაშვილის, ივანიშვილის, ბატონი გომელაურების და ლილუაშვილების გასასამართლებელი არაა."

0
4
3-ს მოსწონს
ავტორი:ქეთეონე
ქეთეონე
4
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0