x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512068
ნამცხვარი «კუთხეები» – უფრო გემრიელი და გამარტივებული რეცეპტი

ნამცხვრის «კლასიკური» რეცეპტი უკვე გამოქვეყნებული იყო. თუმცა, იმის გამო, რომ მოსამზადებლად არც ისე მარტივია და პირადად მე, ასეთი გულსართის მქონე ნამცხვრები დიდად არ მიყვარს, რეცეპტის შეცვლა გადავწყვიტე და უნდა გითხრათ, რომ ბევრად უკეთესიც კი გამოვიდა, როგორც მოსამზადებლად, ისე საგემოვნო თვისებებით.


image


«კუთხეების» ახალი რეცეპტი კი, ასეთია:


მასალა ცომისთვის:


არაჟანი – 1 ჭიქა
კვერცხი – 1 ცალი
გამაფხვიერებელი – 2 ჩ. კ.
ფქვილი – 3, 5 ჭიქა
გაყინული მარგარინი – 250 გრ.



მასალა გულსართისთვის:


ნიგოზი – 1 ჭიქა
შაქარი – 1 ჭიქა

კვერცხის გული – 1 ცალი და ვანილინი (გადასასმელად)


მომზადება:


1. ერთმანეთს შეურიეთ კვერცხი და არაჟანი.

2. დიდ თასში მოათავსეთ სახეხზე გახეხილი მარგარინი > ზემოდან დააყარეთ ახლად გაცრილი ფქვილი და გამაფხვიერებელი > ხელით კარგად აზილეთ. უნდა მიიღოთ ფხვიერი მასა, პატარ-პატარა ბურთებით.
3. ერთმანეთს შეურიეთ თხევადი და მშრალი მასები და მოზილეთ ცომი. ცომი უნდა იყოს რბილი, მაგრამ გასაბრტყელებელი > ცომი მოათავსეთ პოლიეთილენის პარკში და 1 სთ-ით შეინახეთ მაცივარში.
4. გულსართის მოსამზადებლად, ხორცის საკეპ მანქანაში გაატარეთ ნიგოზი და შეურიეთ შაქარი.
5. ცომი გაყავით 2 ნაწილად > გულსართიც გაყავით 2 ნაწილად.
6. აიღეთ ცომის 1 ნაწილი, გააბრტყელეთ და ზემოდან გაანაწილეთ გულსართის ერთი ნაწილი > გადაახვიეთ ხვეულის სახით > ხვეული გააბრტყელეთ 1 სმ–ს სისქეზე და დაჭერით ზიგზაგისებურად, რომ სამკუთხის ფორმის ნაჭრები მიიღოთ.

7. სამკუთხედები გადაიტანეთ ცხიმწასმულ საცხობ ფირფიტაზე ან პერგამენტის ქაღალდზე > ზემოდან ცოტა წყალში და ვანილინში ათქვეფილი კვერცხის გული გადაუსვით > თითოეული ნაჭერი ჩანგლით ჩაჩხვლიტეთ და ცოტა შაქრის ფხვნილი მოაფიფქეთ.

8. გამოაცხვეთ 200 გრადუსზე, წინასწარ გახურებულ ღუმელში.


image


imageimageimageimage




2
280
3-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
280
  
2021, 27 ოქტომბერი, 1:01
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2021, 23 ოქტომბერი, 23:14
ვაიმე, ლალი, თუ კიდევ გამოაქვეყნებ ასეთ გემრიელობებს, შენთან მოვდივარ და დამახვედრე. რის კოვიდი, რა კოვიდი :) :) :)
0 1 2