
ინგრედიენტები, 20 ნამცხვრისთვის:
ცომისთვის:
კვერცხი — 2 ცალი
მაწონი, ან კეფირი — 1 ჭ. (250 მლ.)
ფქვილი — 3 ჭ. (480 გრ.)
მარილი — 0, 5 ჩ. კ.
სოდა — 1 ჩ. კ.
შაქარი — 3 ს. კ. (60 გრ.)
კარაქი — 100 გრ.
გულსართისთვის:
ფქვილი — 130 გრ.
შაქარი — 130 გრ.
კარაქი — 100 გრ.
ნიგოზი — 50 გრ.
ვანილინი — 1 ჩ. კ.
კვერცხი — 1 ცალი
მომზადება:
I. გაცერით ფქვილი და მოათავსეთ თასში > შეურიეთ მარილი > დაუმატეთ კარაქი (თუ კარაქი გაყინულია, გახეხეთ, თუ დარბილებული – ხელით შეაზილეთ) > ფხვიერი მასის მიღების შემდეგ, ცენტრში ჩააღრმავეთ, მაწონში ჩაყარეთ სოდა და როდესაც ამოფუვდება, ჩაასხით თასში > დაამატეთ კვერცხი > თასში მოთავსებული მასალა ერთმანეთს შეურიეთ, დასაკრემით > ერთგვაროვანი მასის მიღების შემდეგ, ცომი ხელით მოზილეთ.
უნდა მიიღოთ რბილი, წებოვანი ცომი.
II. ცომს გადააკარით სამზარეულოს აპკი და 15 წთ. დაასვენეთ.
III. ამ დროის მანძილზე, მოამზადეთ გულსართი: ფქვილს შეაზილეთ კარაქი > დაუმატეთ შაქარი, ვანილინი და დაბლენდერებული ნიგოზი.
IV. გაყავით ცომი 2 ნაწილად > გააკეთეთ გუნდები > გააბრტყელეთ ერთი გუნდა, 0, 5 სმ–ს სისქეზე > მიეცით მართკუთხედის ფორმა > გააცალკევეთ კვერცხის გული და ცილა > გული გადადეთ, ცილას ცოტა მარილი დაამატეთ და მსუბუქად ათქვიფეთ > ცილის ნახევარი გადაუსვით გაბრტყელებულ ცომს > გაანაწილეთ ზემოდან გულსართის ნახევარი > გადაატარეთ ზემოდან ცომის გასაბრტყელებელი > გადაკეცეთ ცომი ხვეულის სახით და ზემოდან მსუბუქად გადაატარეთ გასაბრტყელებელი > დაჭერით ხვეული 10 ნაწილად:

V. თითოეულ ნაჭერს, ხის ჩხირით დააწექით ჯერ ჰორიზონტალურად და შეაერთეთ ზედა და ქვედა ბოლოები > შემდეგ გადააბრუნეთ და იგივე გააკეთეთ ვერტიკალურად > შეაერთეთ მოპირდაპირე გვერდები, ისე, როგორც ეს ფოტოებზეა.
VI. გამოსაცხობად გამზადებული ნამცხვრები, გადაიტანეთ საცხობ ფირფიტაზე (გამოაცხვეთ პერგამენტით) > კვერცხის გულს დაამატეთ ცოტა რძე, ან წყალი და ვანილინი > ერთმანეთს შეურიეთ და ზემოდან გადაუსვით > გამოაცხვეთ 180 გრადუსზე, წინასწარ გახურებულ ღუმელში.
