x
image
ნინო ხიმშიაშვილი
Mediator image
წინასაარჩევნოდ აჭარის მთავრობამ ცენტრალური პარკის გაშენება დააანონსა

ბათუმში 22 ჰექტარზე ტენტრალური პარკი გაშენდება. ეს ინფორმაცია დღეს აჭარის მთავრობის სხდომაზე გახდა ცნობილი.


image


მედიისთის გარცელებულ პრესრელიზში წერია: "მიღწეულია შეთანხმება ინვესტორთან", - თუმცა, არც აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და არც მისი გუნდი არ ამბობს ვინ არის ეს ინვესტორი.


"ბათუმში ცენტრალური პარკი გაშენდება. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ბათუმის მერიასთან ერთად შეიმუშავა პროექტი, რომლის საფუძველზეც ურეხის და ე.წ. სტეფანოვკის დასახლების ტერიტორიაზე (გენერალ ასლან აბაშიძის, მთის ძირის, ხახულის, ლერმონტოვის ქუჩების მიმდებარედ) ახალი რეკრეაცია შეიქმნება. ტერიტორიაზე აშენდება საბაგირო და დაუკავშირდება არგოს მთას, რითაც შეიკვრება ერთგვარი სამკუთხედი და საბაგიროს მეშვეობით ტერიტორია დაუკავშირდება ბულვარს" - წერია აჭარის მთავრობის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პალმის კუნძულის შემდეგ ეს არის თორინიკე რიჟვაძის მორიგი დიდი წინასაარჩევნო დაპირება.





საპროექტო ფოტოები:

image

image

image

image



0
87
შეფასება არ არის
ავტორი:ნინო ხიმშიაშვილი
ნინო ხიმშიაშვილი
Mediator image
87
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0