საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2021 წლის აგვისტოში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.7 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 12.8 პროცენტია.
რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2021 წლის აგვისტოში, გასული
წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6.7 პროცენტი შეადგინა, თამბაქოს გარეშე წლიური
საბაზო ინფლაციის2
მაჩვენებელი კი 6.8 პროცენტით განისაზღვრა.
ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები:
- რძე, ყველი და კვერცხი - 3.8%;
- ხორცი და ხორცის პროდუქტები - 2.6%;
- ბოსტნეული და ბაღჩეული - 2.1%;
- ყავა, ჩაი და კაკაო - 1.2%;
- თევზეული - 1.1%;
- მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები - 1.0%
ფასები შემცირდა:
- ზეთსა და ცხიმზე - 2.1%-ით;
- ხილსა და ყურძენზე - 1.5%-ით
ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა:
- პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე - 1.2%;
- სატრანსპორტო მომსახურებაზე - 0.9%
- სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე - 0.5%
- სასტუმროები, კაფეები და რესტორნების ჯგუფში ფასები გაიზარდა:
- ღამის გასათევით მომსახურებაზე - 7.2%;
- საზოგადოებრივ კვებაზე - 1.1%
საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირის ჯგუფში ფასები გაიზარდა:
- ფაქტიური გადასახადი საცხოვრებელზე - 4.3%;
- საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება - 0.5%;
რაც შეეხება წლიური ინფლაცია და წლიური ფასების ზრდა დაფიქსირდა შემდეგ ჯგუფებში.
სურსათი და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები გაიზარდა:
- ზეთი და ცხიმი - 43.9%;
- ბოსტნეული და ბაღჩეული - 42.2%;
- რძე, ყველი და კვერცხი - 17.3%;
- შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული - 16.9%;
- პური და პურპროდუქტები - 13.0%;
- თევზეული - 11.9%;
- მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები - 11.5%;
- ხორცი და ხორცის პროდუქტები - 8.3%;
- ყავა, ჩაი და კაკაო - 6.8%;
- ხილი და ყურძენი - 5.4%;
ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა:
- პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე - 32.5%;
- სატრანსპორტო მომსახურებაზე - 4.6%;
- სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე - 2.9%;
საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირის ჯგუფში ფასები გაიზარდა:
- ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები - 13.5%;
- საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება - 7.1%;
- წყალმომარაგება და საცხოვრებელთან დაკავშირებული სხვა მომსახურება - 4.5%;
ჯანმრთელობის დაცვა, ჯგუფში ფასები მომატებულია:
- სამედიცინო პროდუქციის, აპარატურის და მოწყობილობის - 17.9%;
- საავადმყოფოების მომსახურების - 5.3%;
- ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება - 5.0%.