x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ამ პოს­ტის და­წე­რის მთა­ვა­რი მი­ზე­ზი ქარ­თვე­ლი ანტივაქსერთა ბრბო გახ­ლავთ
imageორიდე დღის წინ გარდაიცვალა ფიტ­ნეს-ცენ­ტრი "სნე­პის" თა­ნამ­შრომ­ელი, ირაკ­ლი მეს­ტი­აშ­ვი­ლი, "ფე­ის­ბუ­ქის" ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზე მის გარდაცვალების მიზეზად გული დასახელდა, თუმცა იქვე აღნიშნეს, რომ დაელოდებოდნენ ექსპერტიზის პასუხს.


თუმცა ანტივაქსერებმა ტრადიციას არ უღალატეს და სოციალურ ქსელში ააგორეს ბინძური კამპანია, თითქოს მესტიაშვილის გარდაცვალება "ფაიზერის" ვაქცინამ გამოიწვია.


ამის გამო, ირაკ­ლის და, მა­რი­ამ მეს­ტი­აშ­ვი­ლი იძულებული გახდა ამასთან დაკავშირებით ვრცელი პოსტი გამოქვეყნებინა.


"გუ­შინ დი­ლით გარ­და­იც­ვა­ლა ჩემი უკე­თი­ლე­სი, ყვე­ლა­ზე მზრუნ­ვე­ლი და საყ­ვა­რე­ლი ძა­მი­კო (მა­მის ფი­გუ­რა ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში) - ირაკ­ლი მეს­ტი­აშ­ვი­ლი.


ყვე­ლას მად­ლო­ბას გიხ­დით გვერ­დში დგო­მი­სა და ყუ­რა­დღე­ბის­თვის და ძა­ლი­ან ვა­ფა­სებ თქვენს თი­თო­ე­ულ თბილ სი­ტყვას.


მაგ­რამ ამ პოს­ტის და­წე­რის მთა­ვა­რი მი­ზე­ზი ქარ­თვე­ლი ბრბო გახ­ლავთ. სო­ცი­ა­ლუ­რი მე­დი­ის მეშ­ვე­ო­ბით, უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი ცდი­ლობს ჩემი ძმის გარ­დაც­ვა­ლე­ბა გა­მო­ი­ყე­ნოს თა­ვის­თვის და გა­ავ­რცე­ლოს სა­კუ­თა­რი სა­მარ­ცხვი­ნო აზ­რე­ბი. ან­ტი­ვაქ­სე­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბა (თუ შე­იძ­ლე­ბა სა­ერ­თოდ მათ­ზე ასე სა­უ­ბა­რი) გა­უ­ჩე­რებ­ლად აწ­კა­პუ­ნებს კლა­ვი­ა­ტუ­რა­ზე, რათა ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბის ეს უმ­ძი­მე­სი ტრა­გე­დია და­უ­კავ­ში­როს ვაქ­ცი­ნას და გა­ნაგ­რძოს ეს სა­მარ­ცხვი­ნო პრო­პა­გან­და.


აქვე არის ბრბოს კი­დევ ერთი ნა­წი­ლი, ვინც ირაკ­ლი­ზე წერს, რომ იყო ნა­ბა­ხუ­სე­ვი, ან თუნ­დაც არა­ფხი­ზელ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში. ირაკ­ლი ჩემ­ზე და ნე­ბის­მი­ე­რი ოჯა­ხის წევ­რზე ბევ­რად ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბი წე­სით ცხოვ­რობ­და და ნუ ცდი­ლობთ, რამე შე­ტე­ნოთ ჩემს სა­ა­მა­ყო და არაჩ­ვე­უ­ლებ­რივ ძა­მი­კოს!


ყვე­ლა­ზე ცუდი კი ის არის, რომ ამ კო­მენ­ტა­რე­ბის არ­სე­ბო­ბა დე­დაჩ­ვე­ნის ყუ­რე­ბამ­დე მი­ვი­და. ქალი, რო­მელ­საც სახ­ლში ულა­მა­ზე­სი შვი­ლის ცივი სხე­უ­ლი უწ­ვე­ნია და ხელ­საც კი ვერ უშ­ვებს, ახლა იმა­ზეც დარ­დობს, რომ მის სა­ა­მა­ყო შვილს ამ უმ­ძი­მეს დღე­ებ­ში ვი­ღაც უცხო ადა­მი­ა­ნე­ბი სა­ხელს უტე­ხა­ვენ!


მოგ­მარ­თავთ თხოვ­ნით, რომ პა­ტი­ვი სცეთ ირაკ­ლის ოჯახ­სა და მე­გობ­რებს და თუ კე­თი­ლი სი­ტყვის თქმა არ შე­გიძ­ლი­ათ, უბ­რა­ლოდ არა­ფე­რი და­წე­როთ.


აი­ცე­რით, მე­გობ­რე­ბო და რაც მთა­ვა­რია, თა­ვებს გა­უფრ­თხილ­დით. რამე თუ შე­გა­წუ­ხებთ არ გა­და­დოთ ექიმ­თან ვი­ზი­ტი და უბ­რა­ლოდ ერთ კორ­სიზს ან პა­რა­ცე­ტა­მოლს არ და­ეყ­რდნოთ, გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ ექი­მის რჩე­ვე­ბი და გა­მო­ი­ყე­ნეთ ამ ცხოვ­რე­ბის თი­თო­ე­უ­ლი წუთი.


ჩემი ირაკ­ლი, ჩემი JEDI იყო გა­მორ­ჩე­უ­ლი ადა­მი­ა­ნი და ეს ყვე­ლამ იცო­და. სულ ვამ­ბობ­დით, რომ სამ შვილ­ში ყვე­ლა­ზე საყ­ვა­რე­ლი ეგ იყო და ყო­ველ წამს მა­მო­ბას გვი­წევ­და. და­ახ­ლო­ე­ბით 13 წლის იყო, მშე­ნებ­ლო­ბა­ზე რომ და­ი­წყო მუ­შა­ო­ბა და ჩემი და ზუ­ტას გან­ვი­თა­რე­ბას მიჰ­ყო ხელი და არას­დროს გა­ჩე­რე­ბუ­ლა. ჩემ პა­ტა­რა სან­დროს ისე­თი მა­მო­ბა გა­უ­წია, რო­გორ ჩა­ვა­ნაც­ვლებთ მის ცხოვ­რე­ბა­ში თა­ვის ძმა­კაც მა­მი­კოს და მათ სიყ­ვა­რულს ჯერ, არ ვი­ცით.


ერთი რამ, რაც და­ნამ­დვი­ლე­ბით ვი­ცით, არის ის, რომ ბრწყინ­ვა­ლე ბი­ჭუ­ნა, ირაკ­ლი სულ ჩვენს გვერ­დით იქ­ნე­ბა და არას­დროს მიგ­ვა­ტო­ვებს, რო­გორც ყო­ველ­თვის...

პა­ტი­ვი ეცით ჩვენს ვარ­სკვლავ ბიჭს და ძა­ლი­ან გთხოვთ, უფრო ნუ უმ­წა­რებთ ოჯახს ამ დღე­ებს. მად­ლო­ბა..." - წერს სოციალურ ქსელში მა­რი­ა­მი.



შეგახსენებთ, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ანტივაქსერები მავნებლურად ცრუ ინფორმაციებს ავრცელებენ ვაქიცინირებულ ადამიანებზე, მაგალითად ივლისის ბოლოს სოციალურ ქსელში გავრცელდა ჭორი თითქოსდა, კასპის #2 საჯარო სკოლის დირექტორი, ქალბატონი ოლია მახარაძე კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრიდან 5 საათში გარდაიცვალა.თუმცა უმალევე ეს ჭორი უარყო მისმა შვილიშვილმა.ასევე გასულ თვეში ჭორი გავრცელდა, თითქოს ნინო ნადირაძე აცრის შედეგად ცუდად გახდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ნადირაძე ჯერ კიდევ მარტი-აპრილში აიცრა.

ასე ცრუ ინფორმაცია გაავრცელეს ანტივაქსერებმა ანჩისხატის მოძღვარ მამა აკაკიზე, რომელსაც კოვიდთან ერთად ღვიძლის ციროზი და თან გულზე პრობლემები ჰქონდა. ასევე ექიმ ბადრი ბურჯანაძეზე

თვით ორჯერ ვაქცინირებულ მწერალ ვაჟა შა­ქა­რაშ­ვი­ლზე, რომელიც გასულ თვეს დაიღუპა კოვიდით, მისმა ქალიშვილმა გააკეთა განმარტება, რომ მამამისმა მეორე აცრის შემდეგ ანტისხეულების გამომუშავება ვერ მოასწრო.

"მა­მა­ზე ბევრ დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ას ავ­რცე­ლე­ბენ...მეორე დოზის გაკეთებიდან მალევე დაინფიცირდა.."-განაცხადა გარდაცვლილი მწერლის ქალშვილმა

0
141
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
141
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0