x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ტყუილია,რომ კასპის სკოლის დირექტორი აცრის შემდეგ გარდაიცვალა
image

დღეს, 24 ივლისს დილიდან "ფეისბუქში" სხვადასხვა ჯგუფებში და კერძო პირების მიერ გავრცელდა ინფორმაცია. იმის შესახებ, რომ ქალაქ კასპის #2 საჯარო სკოლის დირექტორი ქალბატონი ოლია მახარაძე თითქოსდა კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრიდან 5 საათში გარდაიცვალა.



"დამატებით გაცნობებთ, თუ რომელი ვაქცინა გახდა სკოლის დირექტორის გარდაცვალების მიზეზი, იუწყებოდა ერთ-ერთი ჯგუფი.



მალევე ამ ინფორმაციას გამოეხმაურა გარდაცვლილის შვილიშვილი – ნოდარ მახარაძე:



"ეს არის აბსოლუტური ტყული. მე ვარ პროფესიით ექიმი-რეანიმატოლოგი. სამწუხაროა, რომ ასეთი ცრუ ინფორმაცია ვრცელდება. ბებია აიცრა 6 ივლისს და თავს კარგად გრძნობდა. მას მეორე დოზა უწევდა 27 ივლისს. ბებიას ჰქონდა გულის ჩივილები და დადგა კარდიული სიკვდილი. ვაქცინა აქ არაფერ შუაშია, “ – განაცხადა ნოდარ მახარაძემ.



ამასვე ადასტურებს "ფეისბუქზე" გამოქვეყნებული კასპის მინიციპალიტეტის მერიის სამძიმრის წერილი, სადაც არსად, არცერთ კომენტაარში არ არის ნახსენები, რომ ქალბატონ ოლია მახარაძას გარდაცვალების მიზეზი გახდა აცრა.

0
232
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
232
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0