x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"დათვს მარყუჟი ისე უჭერს ყელში, გადაჭრილი აქვს კისრის და ყელის არე"(ვიდეო)
image

"დათვს მარყუჟი ისე უჭერს ყელში, გადაჭრილი აქვს კისრის და ყელის არე"-ამის შესახებ ინფორმაციას ფეისბუქჯგუფი "გემოვნება ავრცელებს.


გორის მუნიციპალიტეტის სოფელ იფნარას ტყეში დათვი ხეზეა დაბმული.


ცხოველთა დამცველის, თამუნა გოგალაძის ცნობით, დათვი ბელობის დროსაა დაბმული, ამჟამად გაიზარდა და დახმარება ესაჭიროება.



“ტყეში ჯაჭვზე დაბმულ დათვს სასწრაფოდ ესაჭიროება დახმარება, რომელიც ბელობის ასაკში დააბეს, გაიზარდა და მარყუჟი ისე უჭერს ყელში, გადაჭრილი აქვს კისრის და ყელის არე, '' - განაცხადა თამუნა გოგალაძემ 2024 წლის 10 თებერვალს.


მან გარემოს დაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. ცხოველთა დამცველის ცნობით, გარემოს დამცველებმა დათვს მიაგნეს, თუმცა ამ ეტაპზე ვერ ეკარებიან.


იფნარა ტანის ხეობაში, ბოშურის ადმინისტრაციულ ერთეულში შედის. გორიდან 32 კმ მანძილზე. სოფელი მიტოვებულია, სადაც მხოლოდ ფერმერები ცხოვრობენ.


ფეისბუქზე ვრცელდება ვიდეო, სადაც ეს ფაქტი არის დაფიქსირებული.( ვიდეო ნახეთ ამ ბმულზე)

0
262
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
262
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0