x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134537
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508597
ნინო ნადირაძე აიცრა და ცუდად გახდა-ეს და სხვა ცრუ ინფორმაციები,რომელსაც ანტივაქსერები ავრცელებენ
imageსოციალურ ქსელში ანტივაქერები ორმაგ ბოროტებას სჩადიან:პირველი, კარგით ვთქვათ, რომ აცრა თავადვე არ სურთ, (მაგრამ ისიც შესაძლებელია, თავად უკვე აცრილები არიან და ვიღაცის ან ვიღაცეების დავალებას ასრულებენ საბოტაჟის მიზნით)თუმცა მარტო ამით არ კმაყოფილდებიან და უხვად და უსინდისოდ ავრცელებენ ფეიკ-ინფორმაციებს აცრილი ადამიანების შესახებ.რომელიც მერყევი, გაურკვეველი და დაბალი სოციალური ფენისთვის არის გათვალისწინებული.



ახლახან კიდევ ერთი ცრუ ინფორმაცია გავრცელდა ექიმი და ტელეწამყვანის ნინო ნადირაძეს შესახებ, რომელიც თურმე ვაქცინის გაკეთების შემდეგ ცუდად გახდა.ინფორმაციას ვინმე ჯერნი ბურჯანაძემ გაავრცელა.

image

თუმცა, ცნობილია, ნინო ნადირაძემ ვაქცინა ჯერ კიდევ 18 მარტს გაიკეთა და ახლა როგორ გახდებოდა ცუდად.. ამის გაგების შემდეგ ავტორმა პოსტი წაშალა.


image

მალევე ნინო ნადირაძემ თავადვე გააკეთა განარტება:


„ჯგუფური გაგიჟებაა ამ საქართველოში, ვაქცინა გავიკეთე 18 მარტს, ამიტომ ვაქცინა არაფერ შუაშია.წამალი გადავისხი, რკინა დეფიციტური ანემიის გამო, რომელმაც მომცა რეაქცია, თუმცა, ხვალ ან ზეგ უკვე ვაპირებ სამსახურში გასვლას.ცოცხალი ვარ და არ მოვმკვდარვარ, არც კომაში ვარ, თორემ გამოაქვეყნებდა ჩემი ოჯახი აუცილებლად ინფორმაციას, “ - განუცხადა „დაიჯესტს“ ნინო ნადირაძემ.


შეგახსენებთ, რომ მსგავსი ფეიკები ძალზე ხშირად ვრცელდება სოციალურ ქსელში, ივლისის ბოლოს სოციალურ ქსელში გავრცელდა ჭორი თითქოსდა, კასპის #2 საჯარო სკოლის დირექტორი, ქალბატონი ოლია მახარაძე კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრიდან 5 საათში გარდაიცვალა.თუმცა უმალევე ეს ჭორი უარყო მისმა შვილიშვილმა.

image

რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში კიდევ ერთი პოსტი გავრცელდა, რომლის მიხედვითაც ვინმე ომარ ფიცხელაური ორი აცრის შემდეგ გარდაცვლილა, თუმცა მომხმარებლებმი ითხოვდნენ პოსტის ავტორისგან რაიმე დამადასტურებელს: ფბ პროფილს, ლინკს, საცხოვრებელს, სად მკურნალობდა, თუმცა სრული დუმილი.

image"მეც ეგრე დამაფეთა ერთმა, ორჯერ აცრილ შვილებს ვუყარაულე მთელი ღამე, კინაღამ გავრეკე და ბოლოს სიმსივნით გარდაცვლილი აღმოჩნდა, აცრა არაფერ შუაში იყო" წერს ფეიბუქმომხმარებელი თეონა მიშელაძე.


image

თორნიკე ნინიაშვილი სოციალურ ქსელში ცნობილი ანტივაქერია, რომელიც ფეიკების ნამდვილ კორიანტელს აყენებს და უკვე რამდენჯერმე მოექცა მედიისგან კრიტიკის ქვეშ .

" აღარაა ეგ პოსტი წაშლილია.. ქვემოთ ჩამოვყევი და როგორც გაირკვა ეს ტიპი, ეს თორნიკე, ექიმი ყოფილა და კოვიდი რომ დაიწყო შარშან, უარი უთქვამს პაციენტების მიღებაზე, სახლში ავადმყოფი ბებია მყავს და არ მინდა გადაედოსო.. ახლა კიდევ მწარე ანტივაქსერია და ასეთი ფეიკ ნიუსებით აშინებს ხალხს!!!-წერენ სოციალურ ქსელში.


შეგახენებთ, რომ სულ რაღაც ორიოდე დღის წინ გამოქვეყნდა კიდევ დამატებითი კვლევა, რის მიხედვითაც კერძოდ, კვლევის პერიოდში: ქვეყნის მასშტაბით სრულად ვაქცინირებულ 106 084 პირთაგან მხოლოდ 207 (0.19%) დაინფიცირდა კორონავირუსით.

ინფიცირებულთა უმეტესობაში დაავადება უსიმპტომოდ ან მსუბუქი სიმპტომებით მიმდინარეობდა. PROVAX-ის ცნობით, 207 ინფიცირებულ პირთაგან მხოლოდ 8-ს (4%) დასჭირდა ჰოსპიტალიზაცია.

3
653
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
653
  
2021, 11 აგვისტო, 11:51
ერთმა ისიც კი მითხრა,რომ აცრა არ უნდა გამეკეთებინა,თუ არ დამაძალბედნენ. ამას ვინც ელოდებით,რა გგონიათ რო ადამიანები ქვიათ? ელოდები იმ დროს,როცა სახრეს მოგარტყავენ და ისე აგცრიან. ვირი რო ფეხს არ გადადგავს,სანამ არ მოსცხებ,ესეც იგივეა. მერე გიკვირთ,რატო გექცევიან ისე,როგორც ცხოველებს.როგორი დაბალი თვითშეფასება უნდა გქონდეს ადამიანს რო ვირობა გინდოდეს. როცა რაღაცას გაძალებენ და გავადებულებენ,მაშინ უნდა გაგიჩნდეს პროტესტის გრძნობა და არა იმაზე,რატო გექცევიან როგორც ადამიანებს. ყველა თვითონ უნდა გადაწყვიტოს ადამიანი ერქვას თუ ვირი,ეს მისი არჩევანია და ჩემი საქმე არ არის. ჩემი მიზანი არის სხვა რამე,გითხრათ რო ადამიანები ხართ და მოიქეცით ისე როგორც ადამიანს შეეფერება.
2021, 11 აგვისტო, 11:42
არ მქონია კორონა აგერ 1.5 წელია და მაგარი იმუნიტეტი მაქვს. წლებია ვარ სისხლის დონორი და ყოველწელს ვაკეთებ ამას. ერთი სიტყვით მაგარი ჯამრთელი ორგანიზმი მაქვს და საერთოდ არ მეშინია არცერთი ვირუსის. რომც შემხვდეს ეს კორონა ვერაფერს დააკლებს ჩემს ორგანიზმს. ავდექი და ავიცერი მაინც,რადგან ცხოვრებაში ყველაფერი ხდება და ასე სჭირდება ქვეყანას. ჯარში ყოფნისას საქართველოს სიყვარულში მთელი დღე აზიდვები მაკეთებინეს და ჯარში უმეტესობა არ მიდიხართ,აცრას არ იკეტებთ,სამოქალაქო აქტივიზმში მონაწილეობა გიტყდებათ,ხოდა რა ფასი აქვს თქვენ სიცოცხლეს. გაიკეთეთ აცრა საქართველოს სიყვარულში,მთელი დღე აზიდვების კეთებას ჯობია დამიჯერეთ.

პ.ს. ასერო ეთაყვანებით ქართულ ლიტერატურას,იქ არ წაგიკითხავთ "არც კაცი ვარგა ცოცხალი მკვდარს ემსგავსოსო,იყოს სოფელში და სოფლისთვის არ იზრუნოსო". სისხლის ჩაბარებაზე უარს აცხადებთ,ჯარში არ მიდიხართ,არჩევნებზე არ დადიხართ,სამსახურში სიარული გიტყდებათ და აცრას არ იკეთებთ,ხოდა ვინ ხართ ასეთები? რა სისხლი გაქვთ ასეთი სხვას რო ვერ უწილადებთ ან რას აკეთებთ ისეთს რო ქვეყანას არ ემსახურებით? ან რა სიცოცხლე გაქვთ ისეთი ღირებული რო ვერ რისკავთ? მე მენდომებოდა რო ჩემს ცხოვრებას აზრი ქონოდა და რაღაც ღირებული გამეკეთებინა. ჩემი კრიტერიუმებით აცრა დიდი რამე არ არის,სხვა უფრო დიდი რამეებიც არსებობს და მე ის გავაკეთე. საქართველოს სიყვარულში ნებისმიერ რამეს გავაკეთებ.
2021, 11 აგვისტო, 11:29
აგერ ერთი კვირაა ვაქცინა გავიკეთე და ცოცხალი ვარ. ნემსის გამო კოღოს ნაკბენის მსგავსი უხერხულობა იყო და საერთოდ,არაფერი ყოფილა. არცერთი გვერდითი მოვლენა არ მქონია გარდა ნანემსარის რამოდენი საათიანი ტკივილის. აცრაზე ერთი გოგონა გახდა ცუდად,მაგრამ ვაქცინის გამო არა,უფრო ინერვიულა აცრის მომენტში. იმდენად აპანიკებენ ხალხს რო ვიღაცეები ნერვიულობენ და ის ადამიანიც ამის გამო გახდა შეუძლოთ. იქვე ეტლი იყო და იქ ჩავსვით,გავაკატავეთ და საუბრის შემდეგ კაჟივით იყო. ემოციურობამ გახადა ცუდად უფრო,ვიდრე ვაქცინამ. 80 წლის ბაბუ იყო ჩემამდე და ექიმებს ეუბნეოდა,მართლა გამიკეთეთ ვაქცინაო,ვერაფერს ვგრძნობო. 80 წლის ბაბუს,სსრკ დაბადებულს და პროგანდის ქარხანაში ნაცხოვრებს რო აქვს ლოგიკური,ვიდრე ახალგაზრდა ადამიანს არის დიდი სირცხვილი.
0 1 3