საზოგადოება ცოლს ღალატი ვაპატიე 2012, 11 სექტემბერი, 14:36
ერთი სიტყვით ყველაფერი დავადგინე და სერიოზული სკანდალი მოვუწყვე, ისე რომ საქმე გაყრამდე მივიდა. ყველა ახლობელი - მეგობრებიც, ნათესავებიც, მეზობლებიც - ჩემს მხარეზე იყო. ბევრი იმასაც მეუბნებოდა სახლიდან გააგდეო. მე უკვე გაყრაზე შევიტანე განცხადება, მაგრამ ერთ დღეს თინიკო სახლში აბღალვებული დაბრუნდა და არც დაუმალავს ტირილის მიზეზი - თურმე, მისი სატრფო ცოლთან დაბრუნებულა, ეს კი მიუტოვებია და სამსახურიდანაც წასულა. ისე განიცდიდა, სიმართლე გითხრათ შემეცოდა. ვიცი, ბევრი "ჩმორად" ჩამთვლის, მაგრამ რა ვქნა, ვერ გავწირე, ვერ გავიმეტე და ვაპატიე. თანაც, ისე შევეჩვიე, ვერც წარმომიდგენია, უმისოდ როგორ უნდა ვიცხოვრო. ამაზე ბევრი ვიფიქრე და განქორწინებაზე შეტანილი განცხადება უკან გამოვიტანე. მართალია, ახლობლებისა და მეგობრების, ცოტა არ იყოს მრცხვენია, მაგრამ გადავწყვიტე, ყველაფერი თავიდან დავიწყოთ, ვითომ არაფერი მომხდარა. ჩემი ნათესავები კი გადამკიდებიან, რადგან ერთხელ გიღალატა, არც შემდგომში მოიშლისო. როგორ დავარწმუნო, რომ თინიკო ამორალური ქალი კი არ არის, არამედ ერთხელ შეცდა. ან, იქნებ, ისინი მართლები არიან და ასეთი რამის პატიება მართლაც არ შეიძლება?! 396 6-ს მოსწონს 1-ს არა
|