x
image
Lerato
ყავას შეუძლია ადამიანის ბიოლოგიური საათი უკან გადასწიოს – ამერიკელი და ბრიტანელი მეცნიერების დასკვნა
image


მეცნიერთა ჯგუფმა ჰარვარდის სამედიცინო სკოლიდან (აშშ), კემბრიჯისა (დიდი ბრიტანეთი) და კოლორადოს უნივერსიტეტებიდან ბოულდერში (აშშ) აღმოაჩინეს ვახშმის შემდეგ მიღებული ფიჯანი არომატული ყავის საკვირველი თვისებები.


მედიკოსებმა ორგანიზება გაუკეთეს ექსპერიმენტს, რომელშიც ხუთი კაცი იღებდა მონაწილეობას: დაძინებამდე რამდენიმე საათით ადრე, პირველ ჯერზე, მათ აძლევდნენ კოფეინის შემცველ ტაბლეტს, ხოლო მეორედ – პლაცებოს ( სამედიცინო დანიშნულების სიმულატორი, რომლის საშუალებითაც ექიმები ავადმყოფებს არწმუნებენ რომ ის გამოჯანმრთელდება).


დაკვირვების შედეგად ცნობილი გახდა, რომ კოფეინი ისე მოქმედებს, როგორც კაშკაშა სინათლე – წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე საიმედო ინსტრუმენტს ბიოლოგიური საათის "ისრების გადასაწევად." როგორც აღმოჩნდა, ორმაგ ესპრესოს ძილის წინ შეუძლია ბიოლოგიური საათი 40 წუთით უკან გადაწიოს.


კოფეინის ზეგავლენა ორგანიზმზე, რა თქმა უნდა, დიდ ხნის წინ შეისწავლეს, თუმცა, სულ ახლახანს გაირკვა, რომ ის არა მხოლოდ აფხიზლებს ადამიანს და საშუალებას აძლევს მას გვიანობამდე არ დაიძინოს, არამედ ფაქტიურად შეცდომაში შეჰყავს ორგანიზმის ბიოლოგიური საათი.


ამას გარდა, კოფეინი ეხმარება სასაათე სარტყელების ცვლილებისას ნეგატიურ განწყობასა და მდგომარეობასთან გამკლავებაში. მეცნიერებმა გაარკვიეს, რომ ყავისა და იმ სასმელების მიღება დროულად, რომელიც კოფეინს შეიცავს, ხელს უწყობს სწრაფ ადაპტაციას ახალ განრიგთან.



ასევე დაგაინტერესებთ:


მხოლოდ 1 ბუნებრივი ინგრედიენტი – კურნავს თირკმელებს, პანკრეასს, ღვიძლს და არა მხოლოდ



რა პლიუსები და მინუსები აქვს ყავას. ამას თქვენ რეკლამაში არავინ გეტყვით!


გსურთ ორგანიზმის გაწმენდა შლაკებისა და ტოქსინებისგან? მაშინ მიიღეთ ეს 9 სასარგებლო და გემრიელი სასმელი


თუ გინდათ რომ თქვენი კანი ნაადრევად არ დაბერდეს და დაზიანდეს, ეს რჩევები გაითვალისწინეთ


ამ ვიტამინის დეფიციტი იწვევს დაღლილობას, მხედველობისა და სისხლის მიმოქცევის გაუარესებას, სიმსუქნეს და არა მხოლოდ


ფიქრობთ, რომ სწორედ იკვებებით? 5 შეცდომა, რომელსაც ჯანსაღი კვების დროს უშვებთ


თქვენ შეგიძლიათ ბიოლოგიური ასაკი 2 თვეში 3 წლით შეამციროთ



0
350
5-ს მოსწონს
ავტორი:Lerato
Lerato
350
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0