x
image
Lerato
თუ გინდათ რომ თქვენი კანი ნაადრევად არ დაბერდეს და დაზიანდეს, ეს რჩევები გაითვალისწინეთ

იმ მიზნით რომ კანის ჯანმრთელობა შევინარჩუნოთ, მისი მოვლის შესაფერის რუტინას უნდა მიყვეთ. ცუდმა კვებამ შესაძლოა განსაზღვრული ვიტამინების ნაკლებობა გამოიწვიოს, რაც ნეგატიურად აისახება თქვენს კანზე.


image


ასე რომ, დღეს წარმოგიგენთ ვიტამინების დეფიციტის 9 სიმპტომს:

image

1. კანის სიმშრალე А ვიტამინის ნაკლებობა


А ვიტამინი წარმოადგენს ცხიმში ხსნად ვიტამინს, რომელიც პასუხისმგებელია ჯანსაღი კანის, კბილების, ლორწოვანი გარსის, რბილი და ძვლოვანი ქსოვილების ფორმირებასა და შენარჩუნებაზე.


რეკომენდირებული დღიური ნორმა: ქალებისთვის 900 მკგრ. მამაკაცებისთვის 700 მკგრ.


А ვიტამინის წყარო


ძირითადად შეიცავს ცხოველური წარმოშობის პროდუქტები, როგორიცაა ყველი, ხორცი, კვერცხი, ღვიძლი, ნაღები, ვირთევზა, ჰალიბუტის ზეთი. კაროტინოიდები – ფერადი პიგმენტებია ანტიოქსიდანტებით, რომელსაც ხილ-ბოსტნეული შეიცავს.

image

2. გამონაყარი კანზე B2 (რიბოფლავინი) ვიტამინის დეფიციტი


რიბოფლავინი საკვებიდან ენერგიის წარმოების პროცესში მონაწილეობს და დიდ როლს თამაშობს ჯანმრთელი კანის და მხედველობის შენარჩუნებაში. ამ ვიტამინის დეფიციტმა შესაძლოა გამოიწვიოს სიწითლე და ნახეთქები ენასა და პირის კუთხეებში, ამასთან, გამონაყარიც. თქვენ ასევე შესაძლოა გაგივითარდეთ ქუთუთოების ტკივილი, თმის ცვენა და რქოვანას სიწითლე.


რეკომენდირებული დღიური ნორმა: 1, 3 მგ მამაკაცებისთვის და 1, 1 მგ.ქალებისთვის


B2 ვიტამინის წყარო


ყოველდღიურად რომ მიიღოთ В2 ვიტამინი, დაუმატეთ თქვენს რაციონს უფრო მეტი რძე, ფოთლოვანი მწვანე ბოსტნეული, ხაჭო, მთლიანი მარცვლები, მაწონი, კვერცხის ცილა.

imageimage

3. ეგზემა — B3 (ნიაცინი) ვიტამინის დეფიციტი


იმ მიზნით რომ ცხიმი, ცილა და ნახშირწყლები ენერგიად გადააქციოს, ჩვენს ორგანიზმს ნიაცინი სჭირდება. ეს ხელს უწყობს ჩვენი კანის, ნერვული და საჭმლის მომნელებელი სისტემის ჯანმრთელობას.

ნიაცინის დეფიციტმა შეიძლება გამოიწვიოს პელაგრა (აქერცლილი, ხორკლიანი კანი), რომელსაც ახასიათებს დერმატიტის (ეგზემა), დიარეისა და დემენციის სიმპტომები.

ასეთი მდგომარეობა იწვევს კანის სიწითლეს და ქავილს. გარდა ამისა, შეიძლება გამოიწვიოს ენის შეშუპება. მკურნალობის გარეშე შედეგები შეიძლება ფატალურიც იყოს.


რეკომენდირებული დღიური ნორმა: 16 მგ –მამაკაცებისთვის და 14მგ. ქალებისთვის



B3 ვიტამინის წყარო


B3 ვიტამინს შეიცავს თევზი, კვერცხი, ხორცი, მთლიანი მარცვლები, სოკო, რძე და შინაური ფრინველი.

image

image

4. კანის წყლული — B6 ვიტამინის დეფიციტი


ვიტამინი B6 ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი კანის ოპტიმალური ჯანმრთელობისთვის. ამ ვიტამინის დეფიციტმა შესაძლოა გამოიწვიოს გამონაყარი, ქავილი, კანის აქერცვლა ტუჩებზე და წყლულოვანი წარმონაქმნები პირის კუთხეებში.


რეკომენდირებული დღიური ნორმა: 1, 3 მგ. 19-50 წლის ზრდასრულებისთვის; 1, 7 მგ – მამაკაცებისთვის 51 წელს ზემოთ და 1, 5 მგ. – 51 წელს გადაცილებული ქალებისთვის.


B6 ვიტამინის წყარო


B6 შეიცავს თევზი, კვერცხი, შინაური ფრინველი და ისეთი სახამებლის შემცველი ბოსტნეული, როგორიცაა კარტოფილი.

image

image

5. დერმატიტი — ვიტამინ B7 დეფიციტი (ბიოტინი)


ბიოტინი მონაწილეობს ენერგიის მეტაბოლიზმში, ცხიმების და გლიკოგენის სინთეზში და ამინომჟავების მეტაბოლიზმში. აღნიშნული ვიტამინი ფართოდ გვხვდება საკვებ პროდუქტებში, ამიტომ იშვიათად ხდება მისი დეფიციტი.


მიუხედავად ამისა, უმი კვერცხის მიღებამ, რომელიც ცილას შეიცავს და ხელს უშლის ბიოტინის შეთვისება, შესაძლოა გამოიწვიოს მისი ნაკლებობა.


B7 ვიტამინის დეფიციტის ყველაზე გავრცელებული სიმპტომებაა: ფერმკრთალი და მშრალი კანი, ქერცლიანი დერმატიტი, თმის ცვენა, მადის დაკარგვა, კუნთების ტკივილი, სისუსტე და გულისრევა


რეკომენდირებული დღიური ნორმა: 30 მგ. – ზრდასრულებისთვის

B7 ვიტამინის წყარო


ბიოტინის საუკეთესო წყაროა არაქისი, სოკო, ქათამი და კვერცხის გული.

image

image

6. ყვითელი კანი და ვიტილიგო — B12 ვიტამინის დეფიციტი


ვიტამინ B12 უნარი აქვს ხელი შეუწყოს სისხლისა და ნერვული უჯრედების ჯანმრთელობას. მონაწილეობას იღებს გენეტიკური მასალის ან დნმ-ის შექმნაში.

ამ ვიტამინის დეფიციტმა შეიძლება გამოიწვიოს ისეთი სიმპტომები, როგორიცაა მადის დაკარგვა, მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემები, დაღლილობა და სუნთქვის გაძნელება.


ადამიანებს, რომელთაც B12 ნაკლებობა აქვთ, ხშირად უვითარდებათ პერნიციოზული ანემია – მდგომარეობა, რა დროსაც ორგანიზმს არ აქვს უნარი შთანთქოს B12 საკვებიდან და არ შეუძლია გამოიმუშავოს საკმარისი რაოდენობის ჯანსაღი სისხლის წითელი უჯრედები.


რეკომენდირებული დღიური ნორმა: 2, 4 მკგ. ზრდასრულებისთვის


ვიტამინი B12 წყარო


ძირითად წყაროს წარმოადგენს ისეთი ცხოველური წარმოშობის პროდუქტები, როგორიცაა: კვერცხი, რძე, ყველი, ღვიძლი და ხორცი. ადამიანებს, რომელთაც ანემია აქვთ რეკომენდირებულია მიიღონ B12 წვეთები ან ტაბლეტები. თეთრი სოკო ვეგეტარიანული წყაროა აღნიშნული ვიტამინის.

imageimage

7. ცინგა — С ვიტამინის დეფიციტი


ვიტამინი С ანტიოქსიდანტურ თვისებებს ფლობს და უმნიშვნელოვანესია თქვენი კანის ჯანმრთელობისთვის. ჩართულია კოლაგენის, ცილის სინთეზში, რომელიც პასუხისმგებელია კანის სტრუქტურასა და ჯანმრთელობაზე.

მეცნიერულად დადასტურდა, რომ დიდი რაოდენობით С ვიტამინი იცავს ჩვენს კანს მზის სხივებისგან. მისმა დეფიციტმა, მეორეს მხრივ, შესაძლოა გამოიწვიოს კანის აქერცვლა, სიმშრალე და გაუხეშება.

ამას გარდა, შესაძლოა განვითარდეს ცინგა (სურავანდი), მდგომარეობა, რომლის დროსაც ორგანიზმს არ აქვს უნარი სწორედ მოახდინოს კოლაგენის სინთეზი. იწვევს ისეთ სიმპტომებს, როგორიცაა: სახსრებისა და კუნთების ტკივილი, წითელი წერტილები კანზე, ღრძილების ანთება და სისხლდენა.


რეკომენდირებული დღიური ნორმა: 90 მგ – მამაკაცებისთვის და 75 მგ –ქალებისთვის


С ვიტამინის წყარო


ძირითადად შეიცავს ლიმონი, ფორთოხალი, მანგო გრეიფრუტი, პაპაია და ისეთი ბოსტნეული, როგორიცაა: წიწმატი, პომიდორი, ისპანახი, ყვავილოვანი კომბოსტო, კომბოსტო და მწვანე და წითელი წიწაკა.

image

image

8. ფსორიაზი — D ვიტამინის დეფიციტი


ცნობილი ფაქტია, რომ D ვიტამინის დეფიციტმა შესაძლოა უარყოფითი ზეგავლენა მოახდინოს ძვლოვან სისტემაზე და გამოიწვიოს ოსტეოპოროზი. ასევე უნდა მიიღოთ მხედვრლობაში, რომ ამ ვიტამინის დეფიციტი იწვევს ფსორიაზს.


რეკომენდირებული დღიური ნორმა: 15 მკგ. – ზრდასრულებისთვის


D ვიტამინის წყარო


მზის სხივების ზემოქმედებისას ჩვენი კანი წარმოქმნის D ვიტამინს. თუმცა, მზის გადაჭარბებულმა ზემოქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს კანის დაზიანება და კიბო.

ზღვის თევზი, ღვიძლი და კვერცხის გული D ვიტამინის საუკეთესო წყაროა. გარდა ამისა, უნდა შეიტანოთ რაციონში მეტი მარცვლეული და რძე.

imageimage

9. ნაადრევი სიბერე — Е ვიტამინის დეფიციტი


ვიტამინი Е — უაღრესად მნიშვნელოვანი ანტიოქსიდანტია, როდესაც საქმე თავისუფალ რადიკალებს ეხება. როცა საკვებს ენერგიად გარდავქმნით, ბუნებრივია, თავისუფალი რადიკალები ჩნდება ორგანიზმში.


ზოგიერთი ფაქტორი, როგორიცაა ჰაერის დაბინძურება, მოწევა და მზის სხივები ხელს უწყობს თავისუფალი რადიკალების განვითარებას. ეს ნიშნავს, რომ ვიტამინ Е პირველხარისხოვანი მნიშვნელობა აქვს მზისგან კანის დაცვის პროცესში, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ნაადრევი სიბერე და ნაოჭები.


რეკომენდირებული დღიური ნორმა: 15 მგ – ზრდასრულებისთვის


Е ვიტამინის წყარო


საუკეთესო წყაროა მზესუმზირის, საფლორის, ხორბლის ჩანასახის ზეთი, ამასთან, ისეთი თხილეული, როგორიცაა : არაქისი, თხილი და ნუში. მწვანე ბოსტნეული ასევე მდიდარია Е ვიტამინით: ისპანახი და ბროკოლი.

image


თუ ზემოთ წარმოდგენილმა რაიმე სახის ცვლილებამ იჩინა თავი თქვენს კანზე, აუცილებლად მიმართეთ ექიმს!


ჯანმრთელობას გისურვებთ!



ასევე დაგაინტერესებთ:


ეს ინგლისელი ქალბატონი ფსორიაზისგან საკუთარი დიეტით განიკურნა


თუ პომიდორი გიყვართ, აუცილებლად წაიკითხეთ ეს სტატია!


15 საუკეთესო პროდუქტი არტერიების გასაწმენდად და მიოკარდიუმის ინფარქტის პროფილაქტიკისთვის


რა დაემართება თქვენი სახის კანს, თუ ამ პროდუქტებს მიირთმევთ


მოცვი – კენკრა, რომელიც უამრავ დაავადებას კურნავს


"59 მიზეზი, თუ რატომ არ უნდა ვჭამოთ შაქარის შემცველი პროდუქტები" – ექიმი ნენსი ეფლტონი


რატომ უნდა მივიღოთ ვიტამინი B კომპლექსი – დეფიციტის სიმპტომები და სასარგებლო თვისებები


ვიტამინი В8 (ინოზიტოლი) – უძილობის, თმის ცვენის და სიგამხდრის დროს


0
438
6-ს მოსწონს
ავტორი:Lerato
Lerato
438
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0