x
მეტი
  • 19.10.2021
  • სტატია:115070
  • ვიდეო:354145
  • სურათი:488936
ეს ინგლისელი ქალბატონი ფსორიაზისგან საკუთარი დიეტით განიკურნა

38 წლის ჰანა სილიტო მანჩესტერიდან 20 წლის მანძილზე ფსორიაზით იტანჯებოდა. ფსორიაზი - კანის ერთ-ერთი გავრცელებული ქრონიკული დაავადებაა, რომელსაც თან სდევს კანის ქავილი, აქერცვლა, ჰიპერემია (სიწითლე) და ანთებითი პროცესები.


image imageჰანას მუხლები, ფეხები, ზურგი, მუცელი და იდაყვები დაფარული ჰქონდა წითელი პაპულებით (ბრტყელი კვანძები). ქავილის შეჩერების მიზნით ქალბატონი ისვამდა მაზებს, ქოქოსის ზეთს, იხვევდა პოლიეთილენის სახვევით. ავადმყოფობის ფონზე ჰანას დაეწყო პრობლემები თირკმელებთან და ღრძილებთან დაკავშირებით.


შედეგად ქალი ჩაიკეტა გარე სამყაროსგან, გაზარმაცდა, წონაში მოიმატა და ცხოვრებისადმი ინტერესი დაკარგა. მისი მდგომარეობა უარესდებოდა, მკურნალობა და წამლები კი ვერ შველოდა. როდესაც ექიმებმა პაციენტს განუცხადეს რომ ერთადერთი საშუალება ფსორიაზის დასამარცხებლად ქიმიოთერაპია იყო, ჰანამ გადაწყვიტა შეეცვალა კვების რაციონი. მან წაიკითხა, რომ კვება პირდაპირ ზემოქმედებს კანის მდგომარეობაზე და ზოგიერთი პროდუქტი ანთებას, ალერგიას და ეგზემას იწვევს. ჰანამ შეიმუშავა ინდივიდუალური დიეტა და მკაცრად იცავდა მას. რამდენიმე ხნის შემდეგ ის სრულიად გათავისუფლდა ამ დაავადებისგან.


image


ჰანას ანთებისსაწინააღმდეგო დიეტის თანახმად, დაავადების დროს არ უნდა მიიღოთ ალკოჰოლი, სოიო, ხორცი, რძის პროდუქტები, კოფეინი, ხორბალი, კვერცხი და არაქისი.


პროდუქტები, რომელიც უნდა ჩართოთ კვების რაციონში: ბოსტნეული (ჭარხალი, კომბოსტო, ბროკოლი, კიტრი, ისპანახი, ყვავილოვანი კომბოსტო, ნიორი, სოკო, ხახვი, სტაფილო, ნიახური, გოგრა, კარტოფილი, ბრიუსელის კონმბოსტო, არტიშოკი), ფერმენტირებული საკვები (კომბუჩა, კომბოსტოს მწნილი, კიმჩი, კეფირი), ჯანსაღი ცხიმები (ავოკადოს, ზეითუნის, სხვადასხვა თხილეულისა და თესლის ზეთები), ხილი და კენკრა, ბალახები და სუნელები (კურკუმა, ჯანჯაფილი, დარიჩინი, სალბი, მიხაკი და როზმარინი).


image


ჰანამ წიგნიც კი დაწერა საკუთარი მეთოდის შესახებ და საყვარელი რეცეპტებიც დაურთა. ასობით ადამიანმა შეძლო მისი დიეტის საშუალებით განკურნება. ქალბატონი სოციალური ქსელის საშუალებით აზიარებს მათ გამარჯვებებს ავადმყოფობაზე.


imageimageimage

ჰანამ განაცხადა, რომ მის კვების გეგმას მილიონების დაზოგვა შეუძლია, რომელსაც სახელმწიფო ჯანდაცვის სამსახური ხარჯავს.


ასევე დაგაინტერესებთ:


რა დაემართება თქვენი სახის კანს, თუ ამ პროდუქტებს მიირთმევთ



რა არის ალოეს წყალი? მისი სასარგებლო თვისებები და გამოყენება (+ვიდეო)


ალოეს 17 სასარგებლო თვისება, რომლის შესახებაც ბევრმა არ იცის


ლუდის 12 სასარგებლო თვისება, რომლის შესახებ უნდა იცოდეთ!


რატომ გვირჩევენ მედიკოსები ჟოლოს წვენის მიღებას?


რატომ უნდა მივიღოთ გვირილის ჩაი? აუცილებლად შეიტანეთ თქვენს ყოველდღიურ რაციონში


ორგანიზმში თუთიის ნაკლებობის 12 ნიშანი, რითაც კორონავირუსით დაავადების შანსი იზრდება


0
354
7-ს მოსწონს
ავტორი:Lerato
Lerato
Mediator image
354
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0