x
მეტი
  • 27.01.2022
  • სტატია:116452
  • ვიდეო:353140
  • სურათი:490308
თქვენ შეგიძლიათ ბიოლოგიური ასაკი 2 თვეში 3 წლით შეამციროთ
image


ახალ კვლევაში მეცნიერებმა სულ რაღაც 2 თვეში 43 ჯანმრთელი მამაკაცის ბიოლოგიური საათი 3 წლით უკან გადაწიეს დიეტის, ძილის, ფიზიკური ვარჯიშების და რელაქსაციის მეშვეობით.


კლინიკური კვლევის პროცესში ჩართული მოხალისეების ასაკი 50-დან 72 წლამდე მერყეობდა. მათზე ხდებოდა მიზნობრივი ზემოქმედება, რაც გულისხმობს დნმ-ის მეთილირებას (დნმ-ის მოლეკულის მოდიფიკაცია უშუალოდ დნმ-ის ნუკლეოტიდური თანმიმდევრობის შეუცვლელად).


მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ მოხალისეების ბიოლოგიური ასაკის სწრაფად და მნიშვნელოვნად შემცირება რეალურად შესაძლებელია.


კვების რეჟიმი მოიცავდა დიეტას, რომელშიც შედიოდა ცოტაოდენი ხორცი, თევზი და მცენარეული პროდუქტები. თუმცა, უპირატესობა მცენარეულს ენიჭებოდა. ცხოველური ცხიმების მიღება მკვებავი ნივთიერებების მაღალი შემცველობით, როგორიცაა ღვიძლი და კვერცხი, შეზღუდული იყო, ისევე როგორც ნახშირწყლების. მოხალისეები ასევე გადიოდნენ მარხვის მსუბუქ პროგრამას გლიკემიური ინდექსის შესამცირებლად.


ამას გარდა, მონაწილეები იღებდნენ ისეთი კვებითი ნივთიერებების მაღალ დოზებს, როგორიცაა ფოლატი, ბეტაინი, C და A ვიტამინები და ავსებდნენ თავიანთ რაციონს ხილითა და ბოსტნეულით.


დიეტური კვების გარდა ექსპერიმენტში მონაწილეები დაკავებულნი იყვნენ ფიზიკური ვარჯიშებით დღეში 30 წუთი, კვირაში 5 დღის მანძილზე. ხოლო დღეში ორჯერ სუნთქვითი ვარჯიშების თერაპიას გადიოდნენ სტრესისა და დაძაბულობის მოსახსნელად. ამასთნ, მათ ასევე ჰქონდათ მკაცრი მითითება ეძინათ დღე-ღამეში არა ნაკლებ 7 საათისა.


"რვა კვირიანი კვლევის შემდეგ, რომელიც ჰელფგოტის კვლევითმა ინსტიტუტმა ჩაატარა, აჩვენა, რომ ბიოლოგიური ასაკი შემცირდა 3 წლით. ეს უნიკალური კვლევაა, რომელშიც გამოყენებული იყო უსაფრთხო, არამედიკამენტური, ჯანსაღი კვების და ცხოვრების წესის პროგრამა. ამჟამად, ჩვენ ვგეგმავთ უფრო მასშტაბურ კვლევას, რომელიც კიდევ უფრო მეტად განამტკიცებს მიღებულ შედეგებს"– განაცხადა კვლევის წამყვანმა ავტორმა კარა ფიცჯერალდმა.


ასევე დაგაინტერესებთ:


მარხვა უმნიშვნელოვანესია ჩვენი ჯანმრთელობისთვის - ნობელის პრემიის ლაურეატის აღმოჩენა


ნეირობიოლოგი მარკ მეტსონი ხსნის, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი პერიოდული მარხვა



რომელი პროდუქტები შეიცავს ახალგაზრდობის ჰორმონს?


იტალიელმა დიეტოლოგებმა ახალგაზრდობის საიდუმლო ამოხსნეს


როგორ მიმდინარეობს დაბერების პროცესი და მეცნიერთა რჩევები მის შესაჩერებლად


10 მავნე ჩვევა, რის გამოც ნაოჭები ნაადრევად ჩნდება


40 წლის აზიელი ქალბატონი 20 წლის გოგონასავით გამოიყურება. გაინტერესებთ როგორ?

0
173
5-ს მოსწონს
ავტორი:Lerato
Lerato
Mediator image
173
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0