x
image
ირინა მ.
საფლავში იმშობიარა: რა ნახეს არქეოლოგებმა ფინურ საგვარეულო აკლდამაში

image


ქვემოთ აღწერილი ნამდვილი ისტორია ედგარ პოს "ცოცხლად დამარხულების" სტილის ჰორორს მოგვაგონებს. ფინელი არქეოლოგები აღწერენ "სიკვდილისშემდგომ მშობიარობას"-XIX საუკუნის დასაწყისში, 24 წლის ფეხმძიმე არისტოკრატმა ქალბატონმა, რომელიც დასაფლავებული იყო საგვარეული აკლდამაში, იმშობიარა. საბედნიეროდ, არც თვითონ, არც ნაყოფი, იმ მომენტისთვის ცოცხლები არ იყვნენ.


შარლოტა ბიერნრამი


imageimage

ოულუს უნივერსიტეტის არქეოლოგებმა, ფინეთის დასახლება ვიხტში, ძველი სამრეკლო გამოიკვლიეს. იგი 1785 წელს აშენდა და ტოლის გვარის საგვარეულო აკლდამა იყო. დადგინდა, რომ 24 წლის ქალბატონს (აღმოჩენილი ნეშტი), შარლოტა ბიერნრამი ერქვა. იგი კარლ ჰენრიკ ტოლის მეუღლე იყო, რომლის ოჯახსაც აღნიშნული აკლდამა ეკუთვნოდა. გარდაიცვალა 1808 წლის 23 ოქტომბერს, ავადმყოფობის შედეგად. იმხანად გავრცელებული პრაქტიკის მიხედვით, მიცვალებულს ბალზამირება ჩაუტარდა და დასაფლავებული იქნა სიკვდილიდან მხოლოდ ხუთნახევარი თვის შემდეგ.


imageimage

როგორც გამომცემლობა N+1 იუწყება, შარლოტას სამშობიარო არხებში არქეოლოგებმა ნაყოფი აღმოაჩინეს, რომელიც ნაწილობრივ დედის სხეულის გარეთ იყო გამოსული. მეცნიერებმა მისი იდაყვის ძვლის გაზომვის შედეგად დაადგინეს, რომ შარლოტა ფეხმძიმობის მეექვსე თვეზე იმყოფებოდა. ვარაუდობენ ასევე, რომ "სიკვდილისშემდგომ მშობიარობას" ხელი შეუწყვეს აკლდამაში შეღწეულმა მღრღნელებმაც.


მშობიარობა კუბოში


"მშობიარობა კუბოში" ანუ "სიკვდილისშემდგომი მშობიარობა" საკმაოდ იშვიათი მოვლენაა, მაგრამ არა ერთეული. ამის მიზეზია გახრწნის შედეგად მუცელში დაგროვილი გაზები, რომელიც ნაყოფს აწვება და გარეთ გამოდევნის. მაგალითისთვის: 2018 წელს, იტალიელმა არქეოლოგებმა აღმოაჩინეს ქალის ნეშტი, რომელიც VII-VIII საუკუნეებში ცხოვრობდა. მას რთული ფეხმძიმობა ჰქონდა, იტანჯებოდა მაღალი წნევით, რისთვისაც ტრეპანაციაც კი გაუკეთებიათ, თუმცა ამანაც ვერ უშველა. იგი გარდაიცვალა და მასთან ერთად ნაყოფიც, რომელიც საფლავში "დაიბადა".


imageimage

ყველაზე ძველი, დოკუმენტურად დადასტურებული შემთხვევა, 1551 წელს მოხდა. როცა ესპანურმა ინკვიზიციამ ფეხმძიმე ქალი ჩამოახრჩო, სიკვდილით დასჯიდან ოთხი საათის შემდეგ, მიცვალებულის სხეულიდან ორი უსიცოცხლო ნაყოფი ჩამოვარდა. თუმცა ამ შემთხვევაში, როგორც ჩანს, არა დაგროვილმა გაზებმა, არამედ სიკვდილისშემდგომმა კონვულსიებმა გამოიწვია "სიკვდილისშემდგომი მშობიარობა".

ბოლო ცნობილი შემთხვევა მოხდა 2005 წელს, ჰამბურგში: 34 წლის ქალმა, რომელიც ჰეროინის ზედოზირებისგან გარდაიცვალა თავის ბინაში და მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ ნახეს, აღმოჩნდა, რომ გარდაცვალების შემდეგ იმშობიარა. გაკვეთის შემდეგ დადგინდა, რომ დედაც და ნაყოფიც მშობიარობის მომენტისთვის უკვე აღარ იყვნენ ცოცხლები.






დაინტერესდით:





XVIII საუკუნის გასაოცარი ცხვირის პროთეზი, რომელიც 28 წლის ჰოლანდიელს თავისთვის დაუმზადებია


image


როგორ ააძრეს ინდიელებმა სკალპი ინგლისელს და რა მოხდა შემდეგ

image


ადამიანები, რომლებიც დაიბადნენ ზედმეტი სხეულის ნაწილებით

image


მე-18 საუკუნის დაკარგული მეცნიერების საიდუმლო, რომელიც ცხედრებს ქვად აქცევდა

image


ქალი 29 წელი ატარებდა ტვინში 2 ცალ საკერავ ნემსს, რომელიც სავარაუდოდ იქ ჩვილობის ასაკში მოხვდა

image


ჭორიკნების დასჯის მეთოდები შუასაუკუნეებში

image


რა მეთოდებს იყენებდნენ შორეულ წარსულში არასასურველი ფეხმძიმობისგან თავის დასაცავად

image


უცნაური მეთოდები, რომლითაც ადამიანები მიცვალებულების საფლავებს იცავდნენ

image


შუასაუკუნეების დედოფლები ლამის სახალხოდ მშობიარობდნენ

image






0
631
5-ს მოსწონს
ავტორი:ირინა მ.
ირინა მ.
631