x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
მან ირწმუნა საკუთარი თავის და გადარჩა. თქვენ როგორ მოიქცეოდით?
image


ერთი მეწარმე ყელამდე ვალებში ჩაეფლო და გამოუვალ მდგომარეობაში ჩავარდა. მას კრედიტორების ვალი ჰქონა, ხოლო მომწოდებლები ყოველ დღე დავალიანების დაფარვას სთხოვდნენ. ის პარკში წავიდა, რომ დაესვენა და ცოტა გული გადაეყოლებინა. მაგრამ, ფიქრები ბიზნესზე, მოსვენებას არ აძლევდნენ. კაცმა თავი ხელებში ჩარგო და იმაზე დაიწყო ფიქრი, თუ როგორ უნდა გადაერჩინა თავი გაკოტრებისგან. უეცრად, მის წინ, უცნობი მოხუცი გაჩნდა.

— მე ვატყობ, რომ თქვენ რაღაც გაწუხებთ. – თქვა მან – არ მომიყვებით?

მეწარმე მოუყვა მას თავისი პრობლემების შესახებ. უთხრა რომ, მდგომარეობის გამოსასწორებლად და ბიზნეზის განვითარებისთვის, ბანკი კრედიტს აღარ აძლევდა. მოხუცმა ყურადღებით მოუსმინა და უთხრა:

— ვფიქრობ, თქვენი დახმარება შემიძლია.

მან ბიზმესმენს სახელი ჰკითხა, ჩეკი გამოწერა და გაკვირვებულ მამაკაცს ხელში ჩაუდო.

— აიღე ეს ფული. ერთი წლის შემდეგ, აქ შევხვდეთ და თქვენ, ამ ფულის უკან დაბრუნებას შეძლებთ.

მამაკაცმა, საპასუხოდ, ვერაფრის თქმა მოასწრო, რადგან მოხუცი ხალხს შეერია და გაუჩინარდა. მეწარმემ ჩეკს დახედა. თანხის რაოდენობის ადგილზე «500 000 $» ეწერა, ხოლო ქვემოთ ხელმოწეა იყო – «ჯონ როკფელერი».

«ეს ხომ მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანია. მე შემიძლია ყველა პრობლემა ერთ წუთში მოვაგვარო» – გაიფიქრა მან. მაგრამ, ამის ნაცვლად, მან ჩეკი სეიფში შეინახა. მხოლოდ იმის ცოდნა, რომ ჩეკი არსებობდა, მეწარმეს ძალას აძლევდა, რომ საკუთარი ბიზნესი შეენარჩუნებინა. გაზრდილი ოპტიმიზმის გრძნობით, მან მომგებიანი ხელშეკრულებები გააფორმა და ფინანსური პრობლემებიც მოაგვარა. რამდენიმე თვეში, ფულის მოგებაც დაიწყო და ერთი წლის შემდეგ, ჩეკით ხელში, პარკში წავიდა, რომ ის მოხუცისთვის დაებრუნებინა. დათქმულ ადგილზე, მოხუცი ისევ გამოჩნდა. მეწარმე მზად იყო მისთვის ჩეკი მიეცა და ბიზნესში საკუთარი წარმატების შესახებ მოეყოლა, რომ უეცრად ექრთანი გამოჩნდა და მოხუცს ხელში ხელი ჩაავლო.

— როგორ მიხარია, რომ როგორც იქნა დავიჭირე – თქვა მან – იმედი მაქვს არ შეგაწუხათ. ის ხშირად გარბის სახლიდან და ხალხს ეუბნება, რომ ჯონ როკფელერია.

მეწარმე გაოგნებული იდგა. ის მთელი წლის მანძილზე ბიზნეს აკეთებდა, ყიდულობდა და ყიდიდა იმ იმედით, რომ ჩავარდნის შემთხვევაში, ნებისმიერ მომენტში, 500 000 $ გამოყენების შესაძლებლობა ექნებოდა და უეცრად ის მიხვდა, რომ მისი ცხოვრება არც რეალურ და არც წარმოსახვით ფულს არ შეუცვლია. მას, საკუთარი თავისადმი რწმენის გაჩენამ, მისცა ძალა, რომ იმისთვის მიეღწია, რაც ახლა ჰქონდა.


საკვანძო მომენტში, აიღეთ ინიციატივა საკუთარ ხელში! გადამწყვეტი მნიშვნელობა, მხოლოდ საკუთარი თავისადმი რწმენას აქვს.


image


თქვენთვის საინტერესო:


იცით რა არის უდიდესი სიბრძნე? (იგავი)


ყველაზე უმთავრესი ცხოვრებაში


მარკ ტვენის ბრძნული ციტატები ირონიის ელფერით


ცხოვრებისეული რჩევები გაბრიელ გარსია მარკესისგან


ცხოვრების სიბრძნე


ამბავი ნებაყოფლობითი მონობისა


ყველაფერს ნუ დაიჯერებთ, რასაც ამბობენ


«ასეთი ლამაზი და მარტოხელა?» — პასუხი კითხვაზე, რომელმაც ბევრს მიუჩინა საკუთარი ადგილი


0
269
5-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
269
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0