x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ყველაფერს ნუ დაიჯერებთ, რასაც ამბობენ

image


საავადმყოფოს პალატაში ორი მძიმე ავადმყოფი იწვა. ერთის საწოლი ფანჯარასთან იდგა, ხოლო მეორე – კართან იყო უფრო ახლოს.

— ფანჯარაში რას ხედავ? – ერთხელ ჰკითხა ფანჯარასთან მწოლს მეორე ავადმყოფმა.

— ო...! – გამოცოცხლდა პირველი... მე ვხედავ ცას... ღრუბლებს, რომლებიც ცხოველებს მახსენებს... მოშორებით, ტბას და ტყეს...
ფანჯარასთან მწოლი ყოველდღე უყვებოდა მეზობელს იმის შესახებ, რაც ფანჯრის მიღმა ხდებოდა. ის ხედავდა ნავს, მეთევზეებს, ბავშვებს, რომლებიც სანაპიროზე თამაშობდნენ, შეყვარებულ წყვილებს, რომლებსაც ხელები ჰქონდათ ჩაკიდებული და ერთმანეთს მზერას არ აცილებდნენ.
იმ დროს, როდესაც ის ყველაფერ ამას ხედავდა, მისი მეზობელი კედელს უყურებდა და დაბოღმილი ფიქრობდა: ეს უსამართლობაა, ნეტა რა დამსახურებებისთვის დააწვინეს ის ფანჯარასთან? იმ დროს, როდესაც მე მხოლოდ საღებავგაცლილი კარის დანახვა შემიძლია, ის ფანჯრიდან შესანიშნავი ხედით ტკბება...

ერთ დღეს, ფანჯარასთან მწოლ ავადმყოფს ხველა აუტყდა და სუნთქვა შეეკრა. ის ექთანის გამოსაძახებლად, ღილაკამდე მიწვდომას ცდილობდა, მაგრამ ძალა არ ყოფნიდა. მეზობელი ყველაფერს შორიდან აკვირდებოდა და შეეძლო საკუთარ ღილაკზე დაეჭირა ხელი და დახმარება ეთხოვა... მაგრამ, ეს არ გააკეთა. გარკვეული დროის შემდეგ, ავადმყოფმა ხველა შეწყვიტა და საწოლზე დაეშვა...
როდესაც მისი უსულო ცხედარი პალატიდან გაიტანეს, მეორე ავადმყოფმა ექთანს ფანჯარასთან გადაყვანა სთხოვა. მისი თხოვნა მაშინვე შეასრულეს და პაციენტი გათავისუფლებულ საწოლზე გადააწვინეს. მას შემდეგ, რაც ექთანი დარწმუნდა, რომ ავადმყოფი კარგად მოეწყო და თავს კომფორტულად გრძნობდა, კარისკენ გაემართა და უეცრად, ის ავადმყოფის უცნაურმა კითხვამ შეაჩერა...
— ეს როგორ?! ეს ფანჯარა ყრუ, ნაცრისფერ კედელზე გადის! მაგრამ, ის ვინც გარდაიცვალა, მიყვებოდა, რომ ხედავდა ტყეს... ტბას... ღრუბლებს... ადამიანებს... ეს ყველაფერი ამ ფანჯრიდან როგორ უნდა დაენახა?
ექთანმა ნაღვლიანად გაიღიმა...
— ის ვერაფერს დაინახავდა... თქვენი გარდაცვლილი მეზობელი უსინათლო იყო...


«ყველაფერს ნუ დაიჯერებთ, რასაც ამბობენ».

ბუდა

imageimageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:

imageცხოვრების გაკვეთილები – იგავები, რჩევები, ბრძნული აზრები

imageimage

0
274
6-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
274
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0