პროზა ყველაზე მოკლე მოთხრობები. ნაწილი III 2016, 18 თებერვალი, 10:32 ნისლიდან ნისლით გახვეული გზის პირას ფეხის ხმა გაისმა და ლინმა ჩანთას ხელი უფრო მაგრად მოუჭირა. სიბნელიდან ემილი გამოჩნდა. ისევე როგორც ლინი, ისიც მეძავი იყო.
კურტ ჰომანი ჯადოქარი და მისი ასისტენტი კარმენ დიდებული ვერაფრით იჯერებდა, რომ ნინა მას ღალატობდა. რისხვისაგან შეშლილმა, შურისძიება გადაწყვიტა. მარტა ჯარა
უბედური შემთხვევა «სელია, შენა ხარ ყველაფერში დამნაშავე. შენ ჩემს გაბერილ სხეულს აუზში იპოვი. მშვიდობით. უმბერტო». ის სახლიდან გამოვიდა, ხელში წერილი ეჭირა, და მე დამინახა. აუზში სახით ქვევით ვიწექი და აბაზანაში ჩავარდნილ გიგანტურ ბუზს ვგავდი. როდესაც ის წყალში ჩახტა ჩემს გადასარჩენად და გაახსენდა რომ ცურვა არ იცოდა, მე წყლიდან ამოვედი. ტომ ფორდი სისხლზე დაფიცება – საიდუმლოს შენახვა შეგიძლია, ემ? – რა თქმა უნდა. ემეტმა ღრმად ჩაისუნთქა და ხელი გაუწოდა. დანა სისხლით შეიღება. მათ ცერა თითები ერთმანეთს შეახეს. სისხლი, ორივეს თითიდან, იატაკზე წვეთავდა. ჯო ჰაბლი ცხოველების ბაზარი – ჰენრი, – თქვა თუთიყუშმა, როდესაც ორი პოლიციელი გვამის დასათვალიერებლად მივიდა, რომელიც სისხლის გუბეში იწვა. – ჰენრი, არ გინდა! – დაიყვირა თუთიყუშმა.
სკოტ დ. შოუ 216 10-ს მოსწონს
|