შეკვეთილი მკვლელობა
![ყველაზე მოკლე მოთხრობები მსოფლიოში image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201602/2016020613113173439.jpg)
![ყველაზე მოკლე მოთხრობები მსოფლიოში image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201602/2016020613121873439.jpg)
– ფრთხილად, თოფი დატენილია, – თქვა საძიმებელში დაბრუნებულმა, ახალგაზრდა კაცმა.
გოგონა საწოლზე იჯდა, ზურგით კედელზე მიყრდნობილი.
– ეს შენი ცოლისთვის არის?
– არა. ეს ძალიან სარისკო იქნებოდა. მე ქილერს ვიქირავებ.
– და თუ ქილერი – მე ვარ?
კაცმა ჩაიცინა.
– მერედა ვის ეყოფა ჭკუა, რომ ქალი დაიქირაოს, კაცის მოსაკლავად?
ქალმა ტუჩები მოილოკა და თოფის ლულა მისკე მიმართა.
– შენს ცოლს.
ჯეფრი უიტმორი
![ყველაზე მოკლე მოთხრობები მსოფლიოში image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201602/2016020613132173439.jpg)
უბედური შემთხვევა
![ყველაზე მოკლე მოთხრობები მსოფლიოში image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201602/2016020613160573439.jpg)
![ყველაზე მოკლე მოთხრობები მსოფლიოში image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201602/2016020613170173439.jpg)
რეჯინალდ კუკმა სამი ცოლო დამარხა, ვიდრე სესილ ნორვუდზე დაქორწინდებოდა.
– უბედური შემთხვევა იყო, – უთხრა მან მეუღლეს.
– რა სამწუხაროა, – უპასუხა სილვიამ. – ისინი… მდიდრები იყვნენ?
– და ლამაზებიც, – თქვა რეჯინალდმა.
ისინი თაფლობის თვეს ალპებში ატარებდნენ.
მოგვიანებით, სილვიამ ახალ ქმარს უთხრა:
– იცი, ძვირფასო, ჩემი ყოფილი ქმარი უბედური შემთხვევის გამო დაიღუპა, მთებში.
– რა სამწუხაროა, – უპასუხა ჯასტინ მარლოუმ.
მარკ კოენი
![ყველაზე მოკლე მოთხრობები მსოფლიოში image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201602/2016020613173173439.jpg)
დუბლიორი
![ყველაზე მოკლე მოთხრობები მსოფლიოში image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201602/2016020613194573439.jpg)
![ყველაზე მოკლე მოთხრობები მსოფლიოში image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201602/2016020614513273439.jpg)
– ჩვენ არ შეგვიძლია სპექტაკლის გადადება. შოუ უნდა გაგრძელდეს, – თქვა რეჟისორმა, როდესაც პირველი აქტის დაწყებამდე, რამდენიმე წუთით ადრე, პიესის მთავარი გმირი უსულოდ დაეცა იატაკზე.
დუბლიორი თითქოს იატაკიდან ამოიზარდა. მისი თამაში შთამბეჭდავი იყო.
ახალმა ვარსკვლავმა, უნაკლოდ შეასრულა როლი ფინალური სცენაშიც.
დუბლიორი, ჯიბეში შპრიცს უსვამდა ხელს, აპლოდისმენტების ხმაურის ფონზე.
შირი პელემე