მდიდარმა კაცმა, საქმეებს შორის, რამდენიმე წუთი თავისუფალი დრო გამონახა და ზღვის სანაპიროზე გასეირნება გადაწყვიტა. სეირნობისას ისეთი რამ დაინახა, რამაც შოკში ჩააგდო: ერთი მეთევზე ნავის გვერდით იწვა და ჩიბუხს ეწეოდა.
— თევზს რატომ არ იჭერ? — ჰკითხა მას მდიდარმა.
— დღეს უკვე საკმარისი დავიჭირე. — უპასუხა მან.
— და უფრო მეტი რომ დაიჭირო, არ გინდა?
— და ზედმეტ თევზს რა უნდა ვუყო?
— უფრო მეტ ფულს გამოიმუშავებ. ნავს ძრავას უყიდი, ზღვაში უფრო ღრმად შეხვალ და უფრო მეტ თევზს დაიჭერ. შემდეგ, ნეილობის ბადის ყიდვას შეძლებ, მეტ თევზს დაიჭერ, მეტ ფულს იშოვი და უკვე 2 ნავის ყიდვის შესაძლებლობა გექნება... შემდეგ, კიდევ უფრო მეტი... და ისეთივე მდიდარი იქნები, როგორიც მე ვარ.
— და მერე რა იქნება?
— მერე? შეგეძლება ზღვის სანაპიროზე უდარდელად წამოწოლა და ცხოვრებით ტკბობა.
— და როგორ ფიქრობთ, ახლა რას ვაკეთებ? — უპასუხა გაკვირვებულმა მეთევზემ.თქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:
ამბავი ნებაყოფლობითი მონობისა
ყველაფერს ნუ დაიჯერებთ, რასაც ამბობენ
«ასეთი ლამაზი და მარტოხელა?» — პასუხი კითხვაზე, რომელმაც ბევრს მიუჩინა საკუთარი ადგილი