x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134047
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
იცით რა არის უდიდესი სიბრძნე? (იგავი)

image


ერთხელ, ღამე, პროვინციაში, სადაც მონასტერი იყო, დიდი თოვლი მოვიდა. დილით მოსწავლეები, რომლებსაც წელამდე თოვლში მოუხდათ გავლა, მედიტაციის დარბაზში შეიკრიბნენ.


მასწავლებელმა შეკრიბა მოსწავლეები და იკითხა:

— აბა, რას იტყვით, რა უნდა გავაკეთოთ ამ სიტუაციაში?

პირველმა მოსწავლემ თქვა:

— უნდა ვილოცოთ, რომ თოვლმა დნობა დაიწყოს.

მეორემ კი თქვა:

— ყველა ჩვენ-ჩვენს კელიებში უნდა ვიყოთ, ხოლო თოვლი თავის გზაზე წავიდეს.

მესამემ თქვა:

— მისთვის, ვინც ჭეშმარიტება შეიცნო, სულ ერთი უნდა იყოს - არის თოვლი, თუ არ არის ის.

მაშინ მასწავლებელმა თქვა:

— ახლა კი მომისმინეთ, მე რას გეტყვით.

მოსწავლეები უდიდესი სიბრძნის მოსასმენად მოემზადნენ.

მასწავლებელმა მათ თვალი მოავლო და თქვა:

— აიღეთ ნიჩფები და საქმეს მიხედეთ!


მორალი: ნურასოდეს დაივიწყებთ იმის შესახებ, რაც მართლა მუშაობს - ეს მოქმედება არის! imageimageimageimageimageimageimage







1
328
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
328
  
2021, 12 აგვისტო, 10:02
:)) კარგი იყო
0 1 1