x
image
ირინა მ.
იაპონური სფერო-ნებისმიერი სტიქიური უბედურებებისაგან თავის დაცვის უნივერსალური აპარატი (+ვიდეო)

image


ერთ-ერთმა იაპონურმა კომპანიამ, სახელწოდებით Cosmo Power, მას შემდეგ რაც ქვეყანას 2011 წლის მარტში საშინელი ცუნამი დაატყდა თავს და ათეულ ათასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, გამოიყენა თანამედროვე ტექნოლოგიები და შექმნა "Noah"-ნოეს კიდობნის მინიატურული ვერსია, ნებისმიერი სტიქიური უბედურებებისაგან თავის დაცვის უნივერსალური აპარატი.

image

ეს გიგანტური ჩოგბურთის ბურთი არ არის და არც ყვითელი წყალქვეშა ნავი, ფოტოზე იაპონური ინოვაციაა, მინიატურული "ნოეს კიდობანი", გათვალისწინებული ისეთი სტიქიური უბედურებებისაგან თავის დასაცავად, როგორიცაა მიწისძვრა, ცუნამი და წყალდიდობა.


image

ინოვაცია წარმოადგინა ავტორმა, იაპონური კომპანია Cosmo Power პრეზიდენტმა სიოძი ტანაკამ.


image

კაფსულას დიამეტრია 1, 2 მეტრი და ეტევა 4 მოზრდილი ადამიანი.

კაფსულა დამზადებულია არმირებული პლასტიკისგან, რომელიც ფოლადზე მტკიცეა. მას აქვს ლუკი, ილუმინატორი, ორი ხვრელი წყლის გადასაქცევად და ერთი ხვრელი ვენტილაციისთვის. კაფსულის მკვეთრი ყვითელი ფერი შემთხვევით არ არის შერჩეული: იგი მაშველების ყურადღების მისაქცევადაა.


image

ასეთი სფეროსებური თავშესაფრის შექმნის იდეა რამდენიმე ათეული წელია არსებობდა და თავდაპირველად იგი მიწისძვრისგან თავშესაფარს წარმოადგენდა.

image

სფერო იმდენად მსუბუქია, რომ მისი გადატანა ხელითაც შეიძლება. თუმცა კორპუსის მასალა იმდენად მყარია, რომ თუ აპარატი ნანგრევების ქვეშ მოჰყვა, მრავალტონიანი კონსტრუქციის ზეწოლასაც კი გაუძლებს. მას აქვს ვენტილაციის სისტემაც, სფეროს შიგნით ყოფნა რამდენიმე დღე-ღამის განმავლობაში შეიძლება.


image

მარტის ცუნამის შემდეგ აპარატი უფრო დახვეწეს და იგი ჰერმეტული გახადეს. სწორედ მასშტაბური სტიქიური უბედურებების შემდეგ, რომლის მსხვერპლი 20 ათასი ადამიანი გახდა, გადაწყვიტეს დაეწყოთ სერიული წარმოება.

image

კაფსულას აქვს მცირე ფანჯარაც, ზედა ნაწილში კი სავენტილაციო ხვრელია. ეს კაფსულა შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც საბავშვო სათამაშო სახლი.

image

აპარატი ხელმისაწვდომია იაპონიის ყოველი ოჯახისთვის. მისი ღირებულება დაახლოებით 4 ათასი დოლარია. კომპანიამ უკვე 700 ერთეულზე მეტი შეკვეთა მიიღო ოთხადგილიან აპარატზე, ძირითადად მეთევზეებისა და სანაპირო ზოლში მცხოვრები ოჯახებისგან.

image

კომპანიის პრეზიდენტის, სიოძი ტანაკას თქმით, კაფსულას გამძლეობაზე მრავალი ტესტი აქვს გავლილი და იგი საიმედოა.




ეს საინტერესოა:




რატომ არ აქვთ იაპონელებს ოფლის სუნი (მეცნიერების დასკვნა) და იაპონური (თითქმის სურნელის გარეშე) კოსმეტიკა

image


რით განსხვავდებიან ერთმანეთისგან ჩინელი, კორეელი და იაპონელი

image


რატომ ცოცხლობენ იაპონელები ყველაზე დიდხანს, მიუხედავად ცხოვრების დღევანდელი რიტმისა

image


ჯობია ამ ქვეყნებში მამაკაცად არ დაიბადო

image


როგორ გადააჩვიეს იაპონელი ქალები თავისუფალ სიყვარულს

image


საიდან შემოვიდა მოდა ჩაჩაჩულ შარვლებზე და მისი მნიშვნელობა

image


ჩინეთის (მსოფლიოში უდიდესი) კაშხალი-სახიფათოა და ნამდვილად კაცობრიობის კეთილდღეობას ემსახურება?(ვიდეოც)

image


შიმშილის ქვები, რომლებიც მისალოდნელი საფრთხის შესახებ გვამცნობს

image


კაშხლის კატასტროფა საფრანგეთში და სიკვდილისშემდგომი ქორწინებების კანონის მიღება

image


"კოსმიური საჩუქარი" ტიბეტელი ბერებისთვის, რომელიც ამჟამად მოსკოვში ინახება

image






0
336
6-ს მოსწონს
ავტორი:ირინა მ.
ირინა მ.
336
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0