x
მეტი
  • 18.10.2021
  • სტატია:115069
  • ვიდეო:354145
  • სურათი:488932
საიდან შემოვიდა მოდა ჩაჩაჩულ შარვლებზე და მისი მნიშვნელობა

image

მოდა ჩაჩაჩულ შარვლებზე-სეგინგი, სულ ცოტა ხნის წინ ძალიან პოპულარული იყო, მიუხედავად უფროსი თაობის აღშფოთებული, ხმამაღალი კომენტარებისა. ვიღაც ოდნავ დაბლა იწევდა შარვალს, ვიღაც კი დუნდულების შუა ნაწილამდე, თან საცვალი აუცილებლად უნდა გამოჩენილიყო. საიდან მოდის ასეთი უცნაური მოდა? რატომ იყო სეგინგი რეპისა და ჰიპ-ჰოპის ეპოქის ახალგაზრდობის კულტი?

წარმოშობის ვერსიები: უფროსების გამონაცვალი შარვლების ტარება და კრიმინალი

აშს-ში ჩაჩაჩული შარვლები 90-იანი წლების დასაწყისში შემოვიდა. მოულოდნელად ღარიბი გარეუბნების აფროამერიკულმა ახალგაზრდობამ ძალიან ჩაჩაჩული შარვლების ტარება დაიწყო. მოდის ისტორიკოსები ამ ტრადიციის წარმოშობის ორ ვერსიას ვარაუდობენ:

პირველი ვერსიის თანახმად, თავდაპირველად ჩაჩაჩული შარვლები მიანიშნებდა აფროამერიკული წარმოშობის ბავშვების და მოზარდების ღარიბი ოჯახებიდან წარმომავლობაზე. ისინი იძულებული იყვნენ უფროსების მიერ გამონაცვალი დიდი ტანსაცმელი ეტარებინათ. ამ ვერსიით, აფროამერიკული გეტოების უკვე წამოზრდილმა ბავშვებმა გადაწყვიტეს ჩაჩაჩული შარვლები თავის "ფიშკად" ექციათ. სეგინგი პროტესტული კულტურის ელემენტი გახდა. ასე გამოირჩეოდნენ "ცუდი ბიჭები" (ღარიბი აფროამერიკული ქალაქის რაიონებიდან), სუფთად და მდიდრულად ჩაცმული თეთრებისგან.

მეორე ვერსიით ითვლება, რომ სეგინგი ჩაისახა, როგორც ციხის კულტურის ელემენტი. პატიმრებს ეკრძალებოდათ ქამრების ტარება (რათა შეემცირებინათ სუიციდისა და ციხის გარჩევების რისკი), ამის გამო შარვალი იჩაჩებოდა. პატიმრობიდან განთავისუფლების შემდეგ აფროამერიკელებმა შეგნებულად დაიწყეს შარვლების ასე ტარება. ეს იყო კოდი, საბჭოთა და რუსი პატიმრების ლურჯი ტატუს მსგავსად. გარეგნობის მიხედვით გასაგები ხდებოდა, რომ აღნიშნული პირი კრიმინალური სამყაროს წარმომადგენელი იყო. ასე იქცეოდნენ ნარკოტიკების წვრილმანი დილერები, ქუჩის ბანდები და ისინი, ვისაც რამოდენიმეჯერ ჰქონდა მოხდილი პატიმრობა.

image

"ბლატნოი" სტილი ამერიკულად

ჩაჩაჩული შარვლები მოდური გახადეს რეპერებმა. ამ ახალგაზრდული სუბკულტურის პირველი ტალღის ბევრი წარმომადგენელი თვითონ იყო ღარიბული გეტოებიდან.

image

კანონთან პრობლემების გამოცდილებაც, როგორც წესი ჰქონდათ. ამიტომ ბევრ სხვა სიგიჟესთან ერთად, რეპ-კერპებმა დაიწყეს ჩაჩაჩული შარვლების ტარება გეტოს სტილში. სეგინგი რეზონანსშია რეპ-კულტურასთან: პროტესტი "მაძღარი და სუფთა" თეთრების წინააღმდეგ, ეპატაჟურობა, ქალაქის გარეუბნების განსაკუთრებული სამყაროს წარმომადგენლობის დემონსტრირება...და მოძრაობის და ქცევების შენელება, რომელიც რეპისა და ჰიპ-ჰოპისთვისაა დამახასიათებელი.

image

რეპ-შემსრულებლების პოპულარობის აფეთქებამ 90-იან წლებში, გამოიწვია ის, რომ თავიანთი კერპების კვალდაკვალ მათმა თაყვანისმცემლებმაც იგივენაირად დაიწყეს ჩაცმა. ძალიან მალე სეგინგი გეტოს კრიმინალური რაიონების ჩარჩოებიდან გავიდა და მოდური ტრენდი გახდა. უკვე მდიდარი და შეძებული ოჯახების შვილებმაც (კანის ფერს მნიშვნეობა არ ჰქონდა) დაიწყეს ჩაჩაჩული შარვლების ტარება. უფროსი თაობის ამერიკელები საკმაოდ მტკივნეულად და აგრესიულად რეაგირებდნენ ამ ეპატაჟზე.

ფლორიდაში ბავშვებს ეკრძალებათ ასეთი შარვლებით სიარული. 2012 წელს, აფროამერიკელი, რომელიც სასამართლოში ჩაჩაჩული შარვლით მივიდა, სასამართლოსადმი უპატივცემულობის გამო 3 დღით ციხეში ჩასვეს. აფროამერიკელების ბევრმა საზოდადოებრივმა ორგანიზაციამ სცადა კანონმდებლობით აეკრძალა სეგინგი, ხედავდნენ რა მასში კრიმინალური კულტურის პროპაგანდას. მაგრამ ცენტრალურ დონეზე კანონპროექტი მიღებული არ იქნა. სეგინგი, ისევე როგორც ბევრი სხვა ახალგაზრდული სუბკულტურა, ვერ გაანადგურეს.

ახალი ტალღა

90-იანი წლების ბოლოს მოდა ჩაჩაჩული შარვლებზე თანდათანობით ბუნებრივად გადავიდა. ამ სუბკულტურის მატარებლები გაიზარდნენ და აღარ აღიზიანებდნენ უფროსებს. მაგრამ 2010 წელს სეგინგის პოპულარობის ახალი აფეთქება მოხდა. თინეიჯერების საკულტო შემსრულებელმა, ჯასტინ ბიბერმა გადაწყვიტა რომანტიული "ტკბილი ბიჭუნას" იმიჯს დამშვიდობებოდა და თავი ეცადა R’n’B-ში ( რიტმ-ენდ-ბლუზი — პოპულარული აფრო-ამერიკული მუსიკის ჟანრი) და ახალი იმიჯის ძიებაში აირჩია ეპატაჟური ჰიპ-ჰოპის გარეგნობა: კეპი, ტატუ და ჩაჩაჩული შარვალი.


image

ჯასტინ ბიბერის კვალდაკვალ მისი მიბაძვით დაიწყეს ჩაცმა მისმა თაყვანისმცემლებმაც. შემდეგ კი სეგინგი ისევ გახდა მსოფლიო მოდური ტრენდი. თანდათან ეს თაობაც გაიზარდა. მოდაში კვლავ შარვლები მაღალ წელზე შემოვიდა. მაგრამ სტილის ცალკეული ფანატები, განსაკუთრებით აშშ აფროამერიკულ მოსახლეობას შორის, აგრძელებენ სეგინგის ერთგულებას. ახლა ის უკვე მიანიშნებს არც კრიმინალურ წარსულზე, არც სიღარიბეზე-უბრალოდ ჩაცმულობის ერთ–ერთი სტილია. 2019 წელს იგი კვლავ გამოჩნდა მოდურ პოდიუმებზე.






გადახედეთ სხვა სტატიებს:





როგორი წარბები იყო მოდაში ძველ საბერძნეთში, ევროპაში, ჩინეთში და სხვა

image


პომადის შემადგენლობა, მისი ისტორია და საშიშროება

image


გასული საუკუნის მოდის მიმდევარი ქალბატონების თავდაცვის საშუალება-თავსაბურავის სარჭი, რომლითაც საყვარლების მკვლელობებიც ხდებოდა

image


სტომატოლოგების ახალი "ფიშკა"-შოუბიზნესის ვარსკვლავების კბილების სამკაულები

image


რატომ იღუპებოდნენ მე-19 საუკუნეში მოდის ტენდენციების მიმდევარი ქალიშვილები

image


როგორ გამოიყურებოდნენ ცნობილი ადამიანები იმიჯის შეცვლამდე

image


იყო თუ არა ჟაკლინ კენედი ლამაზი ქალბატონი და რაშია მისი, როგორც "ხატის სტილის", საიდუმლო

image


კლეოპატრა-სტილის ხატი და მისი გარდერობი კინოში და რეალობაში

image









0
1038
5-ს მოსწონს
ავტორი:ირინა მ.
ირინა მ.
Mediator image
1038