x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134416
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508501
შიმშილის ქვები, რომლებიც მისალოდნელი საფრთხის შესახებ გვამცნობს

image

ხედავთ, ზემოთ მოცემულ ფოტოზე ქვას, რომელზეც წარწერებია ამოტვიფრული? იგი მნიშვნელოვან გზავნილს ინახავს წარსულიდან: თუ ამ წარწერებს ადგილობრივი მაცხოვრებლები ხედავენ, ე.ი. ცხოვრება მალე გაუარესდება.

მდინარე ელბა აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთი მთავარი წყლის არტერიაა, რომელიც ჩეხეთზე და გერმანიის ნაწილზე გადის. მდინარე, რომლის სიგრძე 1122 კმ.-ია, მთელი თავისი ისტორიის მანძილზე ამ რაიონის ცივილიზაციის სიცოცხლის წყარო იყო. მაგალითად, თუ თქვენ 200 წლის წინ ფერმერი იყავით, ელბა თქვენს საქონელსა და საძოვრებს წყლით ამარაგებდა. თუ მდინარე შრება, ეს ცუდის ნიშანია–ცუდი მოსავალი და შიმშილი იქნება. მდინარე თუ დაშრა, დიდ ვერაფერს იზავთ, მაგრამ თუ მოსალოდნელი უბედურების შესახებ წინასწარ გაგაფრთხილებენ, შესაძლოა მომავლისთვის მოემზადოთ, მაგალითად, საკვები მოიმარაგოთ.

ხსენებული ქვა ფოტოზე, ჩეხეთის ქალაქ დეჩინთან მდებარეობს. არის სხვა ქვებიც, დაახლოებით ორი ათეული. მეორე ფოტოზე აღბეჭდილი ქვა პრინთან (გერმანია) მდებარეობს.

image

გვალვის დროს, მდინარე ელბის წყლის დონე დაბლა იწევს და წყალქვეშა ქვები შიშვლდება. მომავალი თაობები მოსალოდნელი რთული პერიოდის დადგომის შესახებ რომ გააფრთხილონ, წარსულის ადამიანებმა, რომლებიც ოდესღაც თვითონ წააწყდნენ იგივე პრობლემას, ქვებზე გზავნილები ამოტვიფრეს. ისინი მხოლოდ მაშინ ჩანს, როცა მდინარეში წყლის დონე კრიტიკულ ზღვარს უახლოვდება. სამწუხაროდ ეს ხშირად ხდება. ასეთ ქვებზე უმეტეს შემთხვევაში გზავნილის თარიღია გამოსახული. როგორც წესი, დაახლოებით, 10 წელიწადში ერთხელ თითო წარწერა ჩნდებოდა. სულ ახლახანს, 2018 წელს, ჩეხეთში გვალვიანი ზაფხული იყო. გამოჩნდა ბევრი ქვა, რომელთაგან უძველესი 1616 წლით თარიღდებოდა. როგორც Associated Press სააგენტო იუწყება, ქვაზე გარმანულ ენაზე ეწერა, "როდესაც დამინახავ, იტირე". ამ რეგიონის სხვა ქვებზეც მსგავსი წარწერები იყო. ჟურნალ Smithsonian-ის თანახმად, მაგალითად ერთ-ერთი ქვა იუწყებოდა, რომ გვალვის გამო მწირი მოსავალი იყო, მაღალი ფასები და შიმშილი ღარიბ მოსახლეობაში". სხვა ქვაზე სულ ერთი სიტყვა იყო-Hungerstein, რაც შიმშილის ქვას ნიშნავს.

Reuters-ის თანახმად, "დროთა განმავლობაში წყვდიადმა და განწირულობამ ადგილი დაუთმო შედარებით იუმორისტულ და სამეწარმეო მიდგომას". მაგალითად, 1904 წლის გზავნილზე, ადგილობრივი ტუმბოების ქარხნის მფლობელის 1930-იანი წლებს მინაწერი იყო: "ნუ ტირი გოგონა, ნუ განიცდი. მდინარე თუ დაშრება, უბრალოდ მინდორი მორწყი".

თანამედროვე ინფრასტრუქტურის არსებობა, უაღრესად ცხელი ზაფხულის არსებობის შემთხვევაში, ნაკლებ შიმშილს ნიშნავს. როგორც NPR გვარწმუნებს, როცა 2018 წელს ქვები გამოჩნდა, ისინი არა უბედურების მაცნე, არამედ ტურისტული ღირსშესანიშნაობები გახდნენ.

2018 წლის ცხელმა ზაფხულმა, ელბაზე კიდევ ერთი რამ გამოავლინა-ბომბები. მეორე მსოფლიო ომის დროს, მდინარის ნაპირებზე საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობდა, და წყალში ბევრი საბრძოლო მასალა აღმოჩნდა. ბევრი მათგანი ასეც არ აფეთქდა. გერმანული საიტის DW მიხედვით, ვინაიდან გავიდა 70 წელზე მეტი, ბომბები დაჟანგებულია. ნაკლებ სავარაუდოა, რომ ისინი აფეთქდეს. თუმცა პოლიციამ მაინც მიმართა ხალხს თხოვნით, რომ არ მიკარებოდნენ საეჭვო ნივთებს და ეცნობებინათ საჭირო ორგანოებისთვის.




იხილეთ სხვა სტატიებიც:




რატომ მალავს ჩინეთი ინფორმაციას თეთრი პირამიდის შესახებ?

image


ბულგარეთში, არქეოლოგიური გათხრების დროს, არტეფაქტი-"უცხოპლანეტელის" ნიღაბი აღმოაჩინეს

image


საიდუმლოებით მოცული მონეტა, რომელიც ეგვიპტეში აღმოაჩინეს


image


მოსაზრება, თუ რა ფრთიანი არსებაა ნაპოვნი მექსიკაში (გამოქვეყნებულია მისი რენდგენის სურათიც)

image


ოქროს ტაძრის განძთსაცავის, წინა საუკუნეებში ჰერმეტულად დალუქული კარი ჯერაც ვერ გაუღიათ

image








0
314
5-ს მოსწონს
ავტორი:ირინა მ.
ირინა მ.
Mediator image
314
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0