x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134045
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
რით განსხვავდებიან ერთმანეთისგან ჩინელი, კორეელი და იაპონელი

image

მოუმზადებელი ადამიანისთვის კორეელების, ჩინელების და იაპონელების ერთმანეთისგან განსხვავება პრაქტიკულად შეუძლებელია. როგორია ამ ხალხების წარმოშობის ისტორია და რა განსხვავებაა მათ შორის?

საერთო ისტორია

სამივე ერი წარმოშობილია ხანის ტომისგან-ჩრდილოეთ ჩინეთის აბორიგენებისგან, რომელთა ცივილიზაცია 5, 5 ათასი წლის წინ ცხოვრობდა მდინარე ხუანხეს მიმდებარედ. თანამედროვე ჩინელების 92% თავს აღნიშნული ხანელების შთამომავლებად მიიჩნევენ. ასე რომ, იაპონელებს, ჩინელებს და კორეელებს ერთი საერთო წინაპარი ჰყავთ.

კორეელები ხანელებს გამოეყვნენ ძვ.წ. მეორე ათასწლეულში, იაპონელები კი, როგორც ერი, უფრო გვიან. ისინი კორეის ნახევარკუნძულიდან იაპონიის არქიპელაგზე ძვ.წ. პირველ ათასწლეულში გადასახლდნენ. იქ მომავალი იაპონელები ადგილობრივ აბორიგენებს-აინებს შეერივნენ, რომლებსაც ევროპეიდული სახის ნაკვთები ჰქონდათ. აინები მეცნიერებისთვის დღესაც გამოცანად რჩებიან, რამდენადაც გაუგებარია, თუ როგორ აღმოჩნდნენ ისინი ევრაზიის ამ შორეულ კუთხეში.

imageდღეს აინები გადაშენების გზაზე არიან. მათ ასიმილაცია განიცადეს იაპონელებთან და რუსებთან.

რა თქმა უნდა ათასწლოვანმა განცალკევებულმა განვითარებამ გარკვეული დაღი დაასვა სამივე ერის გარეგნობას და კულტურას. ამიტომ თვითონ აზიატები ადვილად ანსხვავებენ ერთმანეთისგან ამ ხალხებს. უნდა აღინიშნოს, რომ აზიატებიც ვერ არჩევენ ერთმანეთისგან ევროპელ ხალხებს, მათთვისაც ევროპელები ყველა ერთმანეთს ჰგავს.

რით განსხვავდებიან ჩინელები იაპონელებისგან?

ისტორიულად ჩინელებსა და იაპონელებს ყოველთვის დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათ ერთმანეთთან. ისტორიულად იაპონელები განერიდნენ თავდასხმებს და კუნძულებზე დასახლებით, არ შეერივნენ სხვა ერების წარმომადგენლებს, გარდა აინებისა. ჩინელები კი პირიქით-ხანების, ტიბეტელების, მანჯურიელების, ევენკების, მონღოლებისა და სხვა ხალხების მრავალსაუკუნოვანი აღრევის შედეგია.

ჩინეთის საშუალო მაცხოვრებლები (ისევე როგორც ევროპის საშუალო მაცხოვრებელი) ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდან, განსხვავდებიან ერთმანეთისგან. მიუხედავად ამისა, გარე დამკვირვებლისთვის ჩინელები მაინც ერთგვაროვან მონოლითურ ერს წარმოადგენს.

imageმარცხნივ-ჩინელი, მარჯვნივ-იაპონელი

ამ ორ ხალხს შორის გარეგნული განსხვავება შემდეგშია: იაპონელები შედარებით მაღლები არიან, ღია ფერის კანით, თხელი სახის ნაკვთებით და უფრო ფართო თვალებით. განსხვავებული აქვთ ჩაცმის სტილიც: იაპონელებს დასავლეთის ცხოვრების სტილი უყვართ და გემოვნებით იცვამენ.

იაპონელებს და კორეელებს შემდეგი საერთო აქვთ: ისინი მოკრძალებული არიან, წყნარები და იშვიათად უმაღლებენ ხმას. საერთოში, საშუალო სტატისტიკური იაპონელი დახვეწილი ადამიანია, რომელიც ზრუნავს თავის გარეგნობაზე. თუმცა ეს სწორედ საშუალო სტატისტიკური შედარებაა. აი ჩინელი და იაპონელი მოდელის ერთმანეთისგან განსხვავება კი ძალიან რთულია.

imageმარცხნივ-ჩინელი, მარჯვნივ-იაპონელი

სხვა მხრივ, ასაკოვანი ადამიანების ერთმანეთისგან განსხვავება უფრო იოლია. იაპონელები ხშირად სწრაფად ჭაღარავდებიან და შენარჩუნებული აქვთ სახის თხელი ნაკვთები.

იაპონურმა ენამ ბევრი გადაიღო ჩინურიდან, მაგალითად დამწერლობა. ორივე ენას ნახევარზე მეტი ერთნაირი იეროგლიფები აქვთ. ჩინური ენა უფრო რთულია სიტყვების წარმოთქმის მხრივ, ლექსიკა კი კარდინალურად განსხვავდება.

რით განსხვავდებიან კორეელები ჩინელებისგან?

კორეა-ჩინეთის უახლოესი მეზობელია. პერიოდულად ჩინელები იპყრობდნენ ნახევარკუნძულს და კონტროლს ამყარებდნენ მასზე, ამიტომ გარეგნულად ეს ორი ერი ძალიან ჰგავს ერთმანეთს. მიუხედავად ამისა ჩინელებს მრგვალი სახე აქვთ, განიერი ყვრიმალები, განიერი ცხვირი, მსხვილი ტუჩები და კანის უფრო მუქი ელფერი. ტიპიურ კორეელს აქვს ბრტყელი, ოდნავ მოგრძო სახე, თხელი ტუჩები, ღია ფერის კანი და ოდნავ მაღლები არიან.

imageმარცხნივ-ჩინელი, მარჯვნივ-კორეელი

განსხვავებაა ტანსაცმელში, ქცევებში და რა თქმა უნდა ენაში. სამხრეთ კორეელები მოდას მიჰყვებიან და დასავლეთის კულტურის მოყვარულები არიან, მაშინ როცა ჩინელები უპირატესობას მოხერხებულ და სადა ტანსაცმელს ანიჭებენ.

სხვა სიტუაციაა ჩრდილოკორეელებთან. მათ ქვეყნის ფარგლებს გარეთ იშვიათად უშვებენ, ამიტომ იშვიათად შეხვდებით. მიუხედავად ამისა, ისინი მოკრძალებულად იცვამენ და საშუალოდ 3-8 სანტიმეტრით დაბლები არიან თავიანთ სამხრეთ თანამოძმეზე.

ითვლება, რომ ჩინელები უფრო იმპულსურები არიან, ხმამაღლა საუბრობენ, უცნობებთან გახსნილბი არიან და ცხოვრებას უფრო მარტივად უყურებენ. კორეელები უფრო მოკრძალებული და ჩაკეტილი ხალხია.

imageმარცხნივ-კორეელი, მარჯვნივ-იაპონელი

შედარებით რთულია ერთმანეთისგან განვასხვავოთ კორეელი და იაპონელი. ორივე ქვეყანა მისდევს დასავლეთის ტრენდებს და მოდას, ამიტომ მათი მაცხოვრებლებიც ძალიან ჰგვანან ერთმანეთს. კორეული ენა ასევე განსხვავდება ჩინური ენისგან, თუმცა მისი ძლიერი ზეგავლენის ქვეშ იყო. დიდი ხნის განმავლობაში ნახევარკუნძული იყენებდა ჩინურ დამწერლობას, მაგრამ ბოლოს უარი თქვა მასზე. იაპონურთანაც ცოტა საერთო აქვს კორეულს, ამიტომ სამივე ენა განსხვავებულია.

და მაინც, განვასხვავოთ ერთმანეთისგან იაპონელი, ჩინელი და კორეელი გარეგნობის მიხედვით-ძალიან რთულია. ამიტომ ენა, კულტურა და ქცევები დაგვეხმარება ეროვნების გარკვევაში.





იხილეთ ასევე:




ჩინეთის ზეციური კარიბჭე, სადაც მსოფლიოში ყველაზე შიშისმომგვრელი, მაღალი და გრძელი საბაგირო აგიყვანთ

image


მდიდარი პატარა სახელმწიფო, რომლის ყოველი მოქალაქე უცხოელ ინვესტორს წილში უზის

image


რატომ მალავს ჩინეთი ინფორმაციას თეთრი პირამიდის შესახებ?

image


ზოგიერთი საინტერესო ფაქტი და ფოტოები სამხრეთ კორეაზე


image


რატომ ცოცხლობენ იაპონელები ყველაზე დიდხანს, მიუხედავად ცხოვრების დღევანდელი რიტმისა

image


ჯობია ამ ქვეყნებში მამაკაცად არ დაიბადო

image


"კოსმიური საჩუქარი" ტიბეტელი ბერებისთვის, რომელიც ამჟამად მოსკოვში ინახება

image


როგორ გადააჩვიეს იაპონელი ქალები თავისუფალ სიყვარულს

image









0
1032
7-ს მოსწონს
ავტორი:ირინა მ.
ირინა მ.
1032
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0