x
image
nukrichanturia
ჩემმა ცოლმა "ანგარიში" გაათანაბრა

image დანახვისთანავე შეგვიყვარდა ერთმანეთი. ერთმანეთი ინსტიტუტში გავიცანით. მალე ჩვენი ამბავი ყველამ გაიგო. მესამე კურსზე დავქორწინდით. რა თქმა უნდა, ისევ გვიყვარდა ერთმანეთი, მაგრამ ჩვენი სიყვარულის რომანტიკა ბავშვების დაბადებამდე გაგრძელდა. დამხმარე არავინ გვყავდა, ოჯახს კი რჩენა უნდოდა და მეც იძულებული გავხდი, დავთანხმებოდი ჩემს მეგობარს, მასთან ერთად პატარა ბიზნესისთვის მოგვეკიდა ხელი. საქმე კარგად წავიდა და პატარა ბიზნესი დიდ ბიზნესში გადაიზარდა. ხშირად ქალაქიდანაც მიწევდა გასვლა და რამდენიმე დღის განმავლობაში სახლში არ ვიყავი. მერე ისე მოხდა, რომ საყვარელი გავიჩინე. თამუნამ ეს იგრძნო. როგორც მერე მითხრა, ქალის სუნამოს სურნელმა გამცა.ერთხელ ოფისთან დამიდარაჯდა და ფაქტზე დამიჭირა. საყვარელთან ერთად გამოვედი შენობიდან და ჩემს მანქანაში ვჯდებოდით, მაშინ დამადგა თავს. ისეთი სცენები მომიწყო იძულებული გავხდი, სახეში გამერტყა. ამან გამოაფხიზლა, მაგრამ დამემუქრა სამაგიეროს გადაგიხდიო.

ამ დღის მერე თამუნა სხვანაირად იქცეოდა, ხშირად გადიოდა სახლიდან და მთელი დღე არ ბრუნდებოდა, მერე გავიგე სამსახური უშოვია. აღარ დავუშალე. ერთ საღამოს კი საერთოდ შემირიგდა, მასთან ვნებიანი ღამე გავატარე, მეორე დილას როცა მეგონა, რომ საბოლოოდ შევრიგდით, ჩემმა ცოლმა განმიცხადა, ახლა ერთით ერთია, სამაგიერო გადაგიხადე და ახლა შენ გადაწყვიტე, დავრჩებით ერთად თუ არაო. სამაგიერო კი იმით გადამიხადა, რომ სხვა კაცთან მიღალატა. ეს ჩემთვის შოკი იყო, კინაღამ ინფარქტმა დამარტყა, რა აღარ ვუწოდე. იმ დღეს სახლიდან წამოვედი. ჩემი ნივთები ჯერჯერობით არ წამომიღია და არც ვიცი, წამოვიღებ თუ არა. ახლა მარტო ყოფნა მინდა, რომ გადაწყვეტილება მივიღო

15
275
7-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:nukrichanturia
nukrichanturia
275
  
2012, 13 სექტემბერი, 2:22
არა რა ჩემი:D დამეზარა გადაყვანა
2012, 13 სექტემბერი, 2:20
ძმურად და ეს მართლა შენი იტორია??? ისე მესამე პირში მაინც დაგეწერა
2012, 11 სექტემბერი, 19:04
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი ელმიო-ის კომენტარზე
2012, 11 სექტემბერი, 19:01
კომენტარები წავიკითხე და გამეცინა.....ეგაბა უკვე გიღალატეს თქვენაც ....და არ იცით:)...არ გახდე ღალატის ღირსი....:)
2012, 11 სექტემბერი, 18:58
ვაი რატომ უნდა გააგებინო ყველას შენი პირადი ცხოვრება და რატომ,უნდა გაიხადო თავი ვიღაცეების განსჯის ღირსად არ მესმის...
2012, 9 სექტემბერი, 23:21
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი დიმმუ-ის კომენტარზე
2012, 9 სექტემბერი, 23:19
ერთგული რომ ხარ და არ იმსახურებ მეწყვილის მხრიდან ღალატს და მაინც გაკადრებენ როგორია კარგია? ყველა მოღალატე ღირსია და ასე უნდა უთვალონ ერტმანეთს ერთით ორი ხუთით ექვსი და ასე :D
2012, 9 სექტემბერი, 22:24
ცოლს ღალატი როგორ უნდა აპატიო. არ მესმის
2012, 9 სექტემბერი, 22:16
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი დიმმუ-ის კომენტარზე
2012, 9 სექტემბერი, 22:13
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი დიმმუ-ის კომენტარზე
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10