x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
სტალინმა II მსოფლიო ომის დამთავრების და საკუთარი გარდაცვალების თარიღი წინასწარ იცოდა

ვოლფ მესინგი იყო XX საუკუნის ყველაზე დოდი წინასწარმეტყველი, ექსტრასენსი და ჰიპნოზიორი, რომელმაც პირველი და მეორე მსოფლიო ომების დაწყების და დამთავრების ზუსტი თარიღები დაასახელა. იწინასწარმეტყველა გერმანიის დამარცხება, ჰიტლერის სიკვდილი და საბჭოთა ჯარების ბერლინში შესვლა. 1943 წელს თქვა, რომ ომი 1945 წლის 8 მაისს დამთავრდებოდა და რომ რაიხსტაგზე წითელი დროშა აფრიალდებოდა. ამის გამო, მის დაჭერაზე, ჰიტლერმა ჯილდოც კი დააწესა. ხოლო, ომის დამთავრების შემდეგ, სტალინმა ორდენი გადასცა.


image


ვოლფ მესინგი 1899 წელს პოლონეთში, ვარშავის გუბერნიაში (იმ დროს ეს ტერიტორია რუსეთის შემადგენლობაში იყო) დაიბადა. ის წინასწარმეტყველი იყო და მომავალთან დაკავშირებით, დასმულ შეკითხვებს, ყოველთვის პირდაპირ პასუხობდა. გერმანიის მიერ პოლონეთის ოკუპაციის შემდე, ის იძულებული გახდა პოლონეთი დაეტოვებინა და თავი საბჭოთა კავშირისთვის შეეფარებინა. მან თავისი კონცერტებით, საბჭოთა ხელისუფლების ყურადღება მიიპყრო და სულ მალე, ის სტალინის კაბინეტში აღმოჩნდა. მესინგმა, პირველსავე შეხვედრაზე, გააფრთხილა სტალინი მოსალოდნელი ომის შესახებ, მაგრამ მას ისე სჯეროდა გერმანიასთან დადებული პაქტის, მსოფლიოს გადანაწილების და თავდაუსხმელობის შესახებ, რომ წინასწარმეტყველის სიტყვები სერიოზულად არ მიიღო. სტალინმა მას პირობა წაუყენა: თუ სსრ კავშირში თავისი მოღვაწეობის გაგრძელება უნდოდა, უნდა დაემტკიცებინა, რომ თაღლითი არ იყო. მესინგი ექსპერიმენტის ჩატარებაზე დათანხმდა. წინასწარმეტყველი უშიშროებაში დაიბარეს, ცარიელი ფურცელი მისცეს და უთხრეს, რომ ამ «ჩეკით» ბანკიდან 100 000 მანეთი უნდა გამოეტანა.

imageმესინგი უშიშროების აგენტების თანხლებით, ბანკში შევიდა და მოლარეს ცარიელი ფურცელი გაუწოდა. ამ უკანასკნელმა, «ჩეკს» თვალი გადაავლო და მას 100 000 მანეთი გადასცა. მაგრამ, ბერიას წინასწარმეტყველი არ მოსწონდა და მისთვის კიდევ ერთი გამოცდის მოწყობა გადაწყვიტა. მან მესინგს უთხრა, რომ სტალინი თავის კაბინეტში ელოდებოდა. მაგრამ, კრემლში შესასვლელი საშვი არ მისცა და არც გამცილებელი გააყოლა. მიუხედავად ამისა, ის კრემლში ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე შევიდა. ამის შემდეგ, სტალინმა მესინგს საბჭოთა კავშირში მასობრივი სეანსების გამართვის და კონცერტების ჩატარების უფლება მისც. გარდა ამისა, წინასწარმეტყველს ნებისმიერ დროს შეეძლო მასთან მისვლა, როდესაც ამას საჭიროდ ჩათვლიდა... როგორც ამბობდნენ, ომის პერიოდში და მისი დასრულების შემდეგ, სტალინი და მესინგი ერთმანეთს არაერთხელ შეხვედრილან.

მაგ., 1950 წლის იანვრის დასაწყისში ვოლფ მესინგი სტალინთან მივიდა და უთხრა, რომ მის შვილს საფრთხე ელოდა. იმ დღეებში, ვასილი სტალინის მიერ შექმნილი ჰოკეის გუნდი, მორიგი შეხვედრის ჩასატარებლად, თვითმფრინავით უნდა გაფრენილიყო. სტალინმა ბრძანება გასცა, რომ მისი შვილი, მატჩზე დასასწრებად, თვითმდრინავით კი არა, მატარებლით გაეშვათ. მისი ბრძანება შეასრულეს და ვასილი გადარჩა. ხოლო, 11 სპორტსმენი, ექიმი და თვითმფრინავის ეკიპაჟის წევრები 7 იანვარს მომხდარ ავიაკატასტროფას შეეწირნენ.

მოგვიანებით, მესინგს მომხდარი უბედური შემთხვევის შესახებ კითხვა დაუსვეს – იცოდა, თუ არა მან, რომ თვითმფრინავი, ცუდი მეტეოროლოგიური პირობების გამო, კატასტროფას განიცდიდა? რაზეც მან უპასუხა:

— მე სტალინს ვუთხარი, რომ უმჯობესია ვასილი მატარებლით წასულიყო, მაგრამ არ მითქვამს, რომ თვითმფრინავი ჩამოვარდებოდა. კატასტროფის შესახებ არ ვიცოდი, და რომ მცოდნოდა, მხოლოდ სტალინს კი არა, ყველას გავაფრთხილებდი... სხვა ადამიანების საშინელი ტრაგედიის ფონზე, ეს ბედნიერი შემთხვევა იყო მისთვის (1968 წელი, გაზეთი «Молодежь Азербайджана»).

imageვასილი სტალინის მსგავსად, ვოლფ მესინგმა სიკვდილს არაერთი ადამიანი გადაარჩინა. ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ 1951 წელს, ინფარქტის დიაგნოზით, საავადმყოფოში მარშალი ჟუკოვი მიიყვანეს. მდგომარეობა ძალიან მძიმე იყო და მთავარმა ქირურგმა ვერაფრით გადაწყვიტა, მისთვის ოპერაცია გაეკეთებინა, თუ არა. ბოლოს მედდამ, რომელმაც იცოდა ჟუკოვის და მესინგის მეგობრობის შესახებ, წინასწარმეტყველს დაურეკა. ამ უკანასკნელმა კი უთხრა, რომ ქირურგიული ჩარევის შედეგად, მარშალი აუცილებლად გადარჩებოდა და ყველაფერი მართლაც კარგად დასრულდა. ამის შემდეგ, მძიმე შემთხვევებში, ექიმები ყოველთვის მესინგთან გადიოდნენ კონსულტაციებს — გებულობდნენ, რა იქნებოდა პაციენტისთვის უკეთესი, ქირურგიული ჩარევა, თუ თერაპიის კურსი.

1953 წლის იანვარში, ვოლფ მესინგის ნაცნობი ექიმები, «სამშობლოს ღალატის» ბრალდებით, დააპატიმრეს. წინასწარმეტყველი თებერვლის დასაწყისში სტალინთან მივიდა. დაცვამ ის ყოველგვარი შეფერხების გარეშე გაატარა, რადგან მესინგს ეს უფლება თავად სტალინმა, 1939 წელს მისცა და მას შემდეგ, ის ბელადთან, გაფრთხილების გარეშე, არაერთხელ მისულა. მესინგმა სტალინს ყველა ექიმის გათავისუფლება სთხოვა. მაგრამ, ამ უკანასკნელს, არაფრის გაგონება არ უნდოდა:

image— შენიანებისთვის მთხოვ, ებრაელებისთვის (დაპატიმრებული ექიმების უმრავლესობა ებრაელი იყო. მათ შორის იყვნენ პროფესორები: ბ. კოგანი, ალ. ფელდმანი, ალ. გრინშტეინი, ი. ეტინგერი და სხვა). ყველა თქვენგანს, ერთი ბედი გაქვთ... თუმცა, შენ ხომ წინასწარმეტყველი ხარ და აუცილებლად გეცოდინება როდის მოკვდები – უთხრა სტალინმა.
— თქვენს შემდეგ – უპასუხა მესინგმა.

—ე. ი. შენთვის ცნობულია როდის მოვკვდები?..
— ძალიან მალე, ებრაელების დღესასწაულის – «პურიმის» დასრულების შემდეგ. – უთხრა სტალინს წინასწარმეტყველმა და მისი აგარაკი დატოვა.
«პურიმი», იმ წელს, 28 თებერვალს დაემთხვა. 1 მარტს სტალინს ინსულტი (სისხლჩაქცევა თავის ტვინში) დაემართა, 5 მარტს კი, გარდაიცვალა. შეიძლება, უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ ხალხის ბელადის ცხოვრების უკანასკნელი დღეების შესახებ, თითქმის, არაფერია ცნობილი. დაზუსტებით, მხოლოდ გარდაცვალების თარიღი ვიცით, ხოლო სხვა ინფორმაცია, ამ ფაქტთან დაკავშირებით, მეტად წინააღმდეგობრივი ხასიათის არის... გაგრძელება >>>

imageimage

არხის სხვა სიახლეები:

imageimageimage1. მაღალგანვითარებული ცივილიზაციების კვალი, ჩვენი პლანეტის შორეულ წარსულში
2. ურბანული ჯოჯოხეთი – ჩვენი სამყაროს ბნელი მხარე (22 ფოტო)
3. გადაამაოწმეთ, შეცდომას ხომ არ უშვებთ? — შხაპის მიღების დროს, ყველაზე ხშირად დაშვებული შეცდომები
4. მეცნიერებმა დინოზავრების დაღუპვის ახალი ვერსია გააჟღერეს
5. საინტერესო და ნაკლებად ცნობილი ფაქტები თავისუფლების ქანდაკების შესახებ
6. სრული სიმართლე ტყუპი–კოშკების აფეთქების შესახებ

1
4032
4-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
4032
  
2021, 8 ივლისი, 22:39
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1